Printable Version of Topic

Click here to view this topic in its original format

ეზოთერიული ცოდნის ფორუმი _ ეზოთერული განყოფილება _ ეზოთერიის კუთხით უცხოეთში რა მდგომარეობაა?

Posted by: nancho41 Sep 21 2019, 04:39 PM

ეზოთერიის კუთხით უცხოეთში რა მდგომარეობაა? განსაკუთრებით ამერიკაში მაინტერესებს. ვიღაცამ ჩვენი ფორუმის მსგავსი ბერძნული ფორუმის ლინკი დადო მგონი და ამერიკული მსგავსი საიტებიც მაინტერესებს. ასევე აშრამები და ასე შემდეგ.

Posted by: old_man Sep 22 2019, 02:06 PM

ახლა მთელ სამყაროშია შემოსული ეზოთერული ცოდნა.
ფორუმები როგორც დისკუსიის და ინფორმაციის გაცვლის საშუალება იმდენად პოპულარული აღარ არის როგორც 10-15 წლის წინ იყო. ფეისბუკზეა ბევრი ჯგუფი
აი, ერთ-ერთი ჯგუფი, სადაც ვკითხულობ ხოლმე პოსტებს: https://www.facebook.com/groups/QWAYM/
დიდი არაფერი, მაგრამ მაინც საინტერესოა გაგება საზღვარგარეთ ადამიანების ცნობიერების დონის

Posted by: jarmen Sep 22 2019, 11:45 PM

ჰეი, ოლდმანს გაუმარჯოს.
ცოდნას რაც შეეხება, ახალი არ ვიცი მაგრამ ძველს ვერ ვიაზრებთ ჯერ. მხოლოდ ვედები რომ ავიღოთ, უამრავი მიმართულებაა და ვინ იცის რეაპურად არის კი რომელიმე ვიბც ვედების უმთავრესი მიზნისკენ მიდის? როგორც აქამდე ვფიქრობდი ისევე ვფიქრობ ახლაც, პრაქტიკოსები პოსტებს და პუბპიკაციებს იშვიათად წერენ და ამიტომაც ინტერნეტ სივრცე გადავსებულია გამოგონილი თეორიული წყაროებით. ამიტომ სიტუაცია როგოც საქართველოში ისე უცხოეთში, საჯაროდ გამოტანილი ინფორმაციის კუთხით კატასტროფულია.
ნინჩო, გიყურებ და გეტყობა რომ გინდა და ეძებ ინფორმაციას. იქნებ მაჰაბჰარათით, ბჰაგავატ გიტით, ახალი აღქმით დაგეწყო, რას იტყვი?
გმადლობთ !

Posted by: nancho41 Sep 23 2019, 08:52 AM

დავიწყებ მადლობა მაგრამ სად ვიშოვო არ ვიცი და იქნებ რამე ინტერნეტ წყარო მიმითითო.

Posted by: jarmen Sep 23 2019, 12:39 PM

რა ენაზე გინდათ?

Posted by: nancho41 Sep 23 2019, 11:35 PM

ქართულად. ინგლისურად.

Posted by: ასფალტი Aug 24 2021, 12:54 PM

აი რაში გაინტერესებთ ?

ეზოთერიკა რამე ვალუტა კი არ არის ))

ეროვნულს მივხედოთ, ეროვნულს

Posted by: ano Aug 25 2021, 11:45 AM

ვისაც ეროვნულები აქვს, ან რაიმე კონკრეტული პრობლემა მისახედი რა თქმა უნდა ჯობია კონცენტრირდეს ამ პრობლემების მოგვარებაზე და ნუ დახარჯავთ დროს და ენერგიას სხვა საკითხებზე, ნუ გაიფანტავთ ყურადღებას.

მაგალითად გინდათ რაიმე სამუშაო, მთელი ყურადღება და ფიქრები ჩადეთ ამ საკითხის მოგვარებაზე, გონება ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და ადამიანი ხშირად გადაყავს სულ სხვა თემაზე, მოაბრუნეტ გონება იმ საკითხზე რაც ახლა გაქვს მოსაგვარებელი, გამოიმუშავეთ თვითდისციპლინა.
მიდით რამოდენიმე ადგილას და შესთავაზეთ თქვენი კადრი, იყავით დამაჯერებელი, და თვითდაჯერებული, გქონდეთ საკუთარი თავის რწმენა.
ეს გამოთქმა მიყვარს " თუ თავი შენი შენ გახლავს, ყარიბად არ იხსენები".

ნუ მოგერიდებათ შეგაწუხეთ ხალხი, გამოხატეთ საკუთარი აზრი, რა მოგწონს რა არ მოგწონს.

რა თქმა უნდა მუშაობის დროს ბევრი პრობლემა იჩენს თავს, რაც უმეტესად გამოუცდელობის შედეგია, იმუშავეთ საკუთარი ნაკლოვანებების გამოსწორებაზე.

ვინც უკვე ჩააბარა უნივერსიტეტში, ძალიან კარგი ვულოცავ, წარმატებებს გისურვებთ, და გაითვალისწინეთ დრო გამოიყენეთ პრაქტიკული ცოდნაც შეიძინეთ პარალელურად, დაისახეთ მიზნები და გზა აუცილებლად გამოჩნდება.

მიზანდასახულობა წარმატების გასაღებია. თქვენი უმაღლესი მე ყოველთვის გამოგიგზავნით კონკრეტულ მომენტში თქვენთვის საჭირო რჩევას, მოუსმინეთ გულის ხმას, ის საუკეთესო მრჩეველია.

ამ თემას ეხება, ბოლო პოსტს

Powered by Invision Power Board (/)
© Invision Power Services (/)