კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
კარლოს კასტანედა, შამანური პრაქტიკები |
Feb 14 2015, 04:49 PM
Post
#1
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ლექცია - "კატისებრთა მოძრაობები" ...
http://olmek.ru/KatisebrTa%20mozraobebi.htm კატისებრთა პასები - შამანების მიერ, შეცვლილ ცნობიერებაში აღმოჩენილი არაამქვეყნიური მოძრაობებია, სადღეისოდ ისინი ბუდჰის პლანზე არსებულ სასწავლო დაწესებულებაში ისევე ისწავლება როგორც სხვა დისციპლინები.... მათი ნაწილი კატის რასამ მოიტანა დედამიწაზე.. ვინც არ იცით რა არის კატისებრთა მოძრაობები (მაგიური პასები), შეგიძლიათ გაეცნოთ კარლოს კასტანედას წიგნის: ''მაგიური პასები'' http://castaneda-ru.com/books.php Магические пассы - რუსულადაც დევს აქ და ინგლისურადაც. -------------------- |
|
|
Sep 23 2018, 02:22 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
(ვაგრძელებ პასუხს, ვერ მოვასწარი წეღან დაწერა...)
ამდენად როგორც იქიდან ჩანს, რაც ზემოთ ითქვა, ქრისტეანობა თავის თავში უსასრულოდ უფრო დიადი სიკეთის ძალების მატარებელია ვიდრე სხვა ყველა რელიგია ერთად აღებული იმიტომ, რომ აქამდე არსებული რელიგიები ხელდასხმულების მიერ იყო დაარსებული (იერარქიულ არსებებთან კონტაქტის საფუძველზე), ნებისმიერი ხელდასხმული კი, რაც არ უნდა განვითარებული იყო ის, მაინც ადამიანთა სამეფოს მიეკუთვნება, ანგელოზიც კი კოლოსალური მასშტაბებით უფრო დიადი არსებაა ვიდრე ადამიანი განვითარების ამ საფეხურზე (თუმცა ადამიანს აქვს რაღაც ისეთი რაც ცხრა იერარქიიდან არცერთ არსებას არ გააჩნია, და ამდენად ადამიანის სულიერი პოტენციალი აღემატება ანგელოზთა იერარქიების პოტენციალს, რადგან მათ მატერიალური ევოლუცია არ გაუვლიათ), ხოდა წარმოიდგინე რამდენად უფრო დიად ჭეშმარიტებას შეიცავს სამების სიმაღლეზე მყოფი არსების მიერ დედამიწაზე უშუალოდ მისმიერვე შემოტანილი რელიგია, ვიდრე რომელიმე ადეპტის წვდომის შედეგად დაფუძნებული სწავლება. იოანეს სახარება ამბობს: ყოველივე მის მიერ შეიქმენა, და ვის მიერაც შეიქმნა ყოველივე თავად ის განსხეულდა ადამიანად და ის იყო ადამიანთა შორის... სხვა რელიგიებს რაც შეეხება, ყველა რელიგიას თავისი მისია ჰქონდა, აქამდე ყველაფერი რაც ხდებოდა ქრისტეს მოსვლისთვის მზადება იყო. იუდაიზმი იქნება ეს, ზოროასტრიზმი, ინდუიზმი თუ ბუდიზმი, ეს დიდი რელიგიები დიად ჭეშმარიტებებს შეიცავს, მათში ის სულიერი ძალებია, რომლებიც კაცობრიობას მიეცემოდა სულიერი არსებების მიერ. მაგრამ თითოეული ამ რელიგიათაგანი რელევანტური და ადეკვატური იყო იმ დროსა და კულტურულ გარემოში, რომელშიც ის დაიბადა და არსებობდა. ანუ მაგალითად იუდაიზმი მხოლოდ ებრაელებისთვის იყო განკუთვნილი, მათი სულიერი მისიის შესასრულებლად, ინდუიზმი მხოლოდ ინდოელმა ხალხმა იგუა, მიუხედავად ინდური კულტურის ფართოდ გავრცელებისა შორეულ აღმოსავლეთში, ინდური რელიგია ინდოელის საკუთრებად დარჩა, ზოროასტრიზმი სპარსელებისა, ხოლო ბუდიზმი მხოლოდ და მხოლოდ მონგოლოიდური რასის ხალხმა მიიღო თავისად. ეს ყველაფერი იმითაა განპირობებული, რომ ეს რელიგიები იმ ჭეშმარტებებს და ძალებს შეიცავენ, რომლებიც კონკრეტული ხალხის ან ხალხებისთვის არის გამიზნული, და ისიც კონკრეტული დროისთვის აუცილებელი მისიის შესასრულებლად. თუმცა ინერციით თავისი მისიის ამოწურვის შემდეგაც აგრძელებენ არსებობას. ეს ყველაფერი იმიტომ ვილაპარაკე, რომ წარმომეჩინა ქრისტეანობამდელი რელიგიების არაუნივერსალურობა. თანამედროვე ევროპელ ადამიანს ძალიან გაუჭირდება ბუდიზმიდან იგივე სარგებელი მიიღოს რა სარგებელსაც ძველ აღმოსავლეთში მცხოვრები ადამიანი ღებულობდა და ასე შემდეგ... რაც შეეხება იმ კითხვას თუ ბუდისტებსა და ინდუისტებს რა ეშველებათ, ან თუმდაც მუსულმანებს. ჯერ აქვე ვიტყვი, რომ ისლამზე საერთოდ ცალკეა სალაპარაკო და არ შეიძლება მუჰამედის დაყენება მოსეს და მით უმეტეს ბუდას გვერდით. რაც შეეხება შველას: მეცხრამეტე საუკუნის ბოლო მესამედამდე კაცობრიობა ჯერ კიდევ ატარებდა წარსულიდან მოყოლებულ სულიერ ძალებს, ანუ ამ დრომდე ისეთი აუცილებლობა არ იდგა ადამიანის წინაშე, რომ ქრისტეს დაახლოებოდა, აქამდე ჯერ კიდევ ჰქონდა ადამიანს შემორჩენილი რაღაც იმ სულიერი ძალებისა, რომლებიც ძველმა ხელმდასხმულებდა გადასცეს კაცობრიობას. ხოლო ეს დრო და ამ დროის შემდეგი პერიოდი უკვე ემთხვევა გლობალიზაციის დაწყებას, რამაც კულტურათაშორისი დაახლოება განაპირობა და გაუჩინა შესაძლებლობა ევროპლეს გასცნობოდა აღმოსავლურ რელიგიებს და აზრიელს -გასცნობოდა დასავლეთში გავრცელებულ რელიგიებს. ეს შესაძლებლობა რა თქმა უნდა ახლა კიდევ უფრო გაიზარდა და როგორც ჩვენ არაფერი არ გვიშლის ხელს აღმოსავლეთის სულიერების გაცნობაში, ისევე არ უშლის ხელს არაფერი ინდოელსა და ჩინელს გაეცნოს ქრისტეანობას. აქედან გამომდინარე ახლა უკვე ყველაფერი არჩევანზეა დამოკიდებული. გარდა ამისა იმ ადამიანებს ვინც ახლა აზიაში იმყოფებიან სამომავლოდ ექნებათ შესაძლებლობა რომ დასავლეთში განსხეულდნენ და შესაბამისად ქრისტეანობის შემეცნების უფრო მეტი შანსი ჰქონდეთ. სულები უამრავ სხვა და სხვა ადგილას შემოდიან განსხეულებაში განსხვავებული გამოცდილებების მისაღებად... -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th June 2024 - 09:18 AM |