შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა |
შტაინერის ლექციებიდან, სხვადასხვა |
Nov 6 2018, 10:36 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ თემაში დავდებ შტაინერის ლექციებიდან გარკვეულ მონაკვეთებს, რაც მნიშვნელოვნად ჩავთვალე. შედარებით მცირეს, რომ შეძლოთ წაკითხვა და კარგად აღქმა.
ამჯერად ვდებ წიგნიდან "ცხოვრება გარდაცვალებიდან ხელახალ დაბადებამდე". გვ. 91-93. შეგვიძლია ამონარიდები განვიხილოთ, ან დაფიქისირდეთ მაინც, რომ ვიცოდე, რომ ვიღაც კითხულობს . "თეორიული მატერიალიზმის გაფურჩქვნის ხანაში, იყო ასეთი აზრიც, რომ ადამიანები, რომელთაც არ სურთ საიქიო ცხოვრების ხელაღებით უარყოფა და მზად არიან დათმობაზე წავიდნენ და აღიარონ იგი, ასეთნაირად სჯიან: რა აუცილებლობას წარმოადგენს მიწიერი ცხოვრების პერიოდშივე ჩავეძიოთ იმას, რაც თავისთავად გაირკვევა გარდაცვალების შემდეგ. მოვა დრო და გავიგებთ კიდეც არსებობს თუ არა საიქიო ცხოვრება და რა შეიძლება მან შეგვძინოს. ერთი შეხედვით ამგვარი მსჯელობა სავსებით ლოგიკურია და მისაღები, მაგრამ რეალურად, მთლიანად ეწინააღმდეგება ფაქტებს, რომლებიც სულიერი კვლევის შედეგად ცხადდება, ანუ იმ ფაქტებს, რომელთაც ადგილი აქვთ გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის. გაივლის რა სიკვდილის კარიბჭეს, ადამიანი უმაღლეს იერარქიათა სხვადასხვა ძალებთან და არსებებთან ამყარებს ურთიერთობას. შემდგომ, დედამიწაზე კვლავ დაბადებისას, იგი მთელი თავისი სხეულებრიობისა და ასევე, მთელი თავისი ბედის თვითაღმდგგენელად გვევლინება. დიახ, გარკვეულ ფარგლებში ადამიანი მთელ თავის სხეულს - ტვინის ხვეულების ჩათვლით - წარმოქმნის და აშენებს იმ ძალთა მეშვეობით, რომლებიც სულიერი სამყაროდან ფიზიკურ ყოფიერებაში შემოსვლისას მოაქვს თან. ფიზიკური არსებობისას მთელი ჩვენი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორია ჩვენი ფიზიკური სხეულის ფორმები, რომელთა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია კონტაქტი დავამყაროთ გარე სამყაროსთან, ვიყოთ ქმედითი, ვიაზროვნოთ. ჩვენ მხოლოდ მაშინ შევესაბამებით ფიზიკურ ყოფიერებას, როდესაც სულიერი სამყაროდან მოგვაქვს სათანადო ძალები, რომლებიც შესაძლებლობას გვანიჭებს ავაშენოთ ისეთი სხეული, ფიზიკური სამყაროს ყველა მოთხოვნას რომ აკმაყოფილებს. ადამიანი გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიეახლოს შესაბამის სულიერ არსებებს, რომლებიც დაამწყალობებენ მას, შთაუნერგავენ მომავალი ფიზიკური არსებობისთვის საჭირო ძალებს. გარდაცვალებასა და ხელახალ დაბადებას შორის, ერთ შემთხვევაში ადამიანი ისე ჩაუვლის ამ არსებებს, რომ შეიცნობს და გააცნაურებს კიდეც მათი ხასიათის ნიშანდობლიობებს. ამ დროს მას საშუალება ეძლევა აღიქვას, ან თუნდაც იხილოს ის, რაც ამ არსებებს ძალუძთ მიმადლონ მას და რაც აუცილებელია მომავალი მიწიერი ცხოვრებისათვის, მაგრამ სხვა შემთხვევაში ადამიანმა შესაძლოა ისე ჩაუაროს მათ, რომ ვერ კი შენიშნოს ისინი, ვერ აღიქვას ის სასიცოცხლოდ აუცილებელი ძალები, რაც მან უმაღლეს იერარქიათა არსთაგან უნდა მიიღოს, რადგანაც სულიერ სამყაროში, სულიერების თვალსაზრისით იგი წყვდიადითაა მოცული. არჩევანს წინდაწინვე განსაზღვრავს ადამიანის ადრინდელი მიწიერი ცხოვრების ნიშანდობლიობანი. სახელდობრ, ის, ვინც უკანასკნელ მიწიერ ცხოვრებაში გულგრილად ეკიდებოდა ზეგრძნობადი სამყაროს მოვლენათა შემეცნებისთვის აუცილებელ აზრებს და იდეებს, გარდაცვალებასა და დაბადებას შორის ცხოვრების მოვლენებს წყვდიადით მოცული განლევს. მან რომ შეიცნოს სულიერი არსებანი, გაიგოს თუ რას უბოძებენ ისინი მას მომავალი მიწიერი ცხოვრებისთვის, ამისათვის აუცილებელია სულიერი სინათლე, მაგრამ ზეგრძნობად სამყაროში ამ სულიერ ნათელს ვერ მივიღებთ, იგი აქ დედამიწაზე ცხოვრებისას უნდა მოვიპოვოთ, რათა შემდგომში გავივლით რა სიკვდილის კარიბჭეს, ჩვენი იდეები და ცნებები სულიერ სამყაროში, სულიერ ყოფიერებაში შევიტანოთ. აქედან ცხადდება, თუ რაოდენ მცდარია ის აზრი, რომ სიკვდილის შემდეგ, სულიერ სამყაროში, მაშინაც კი, თუკი ადამიანმა მიწიერი ცხოვრების პერიოდში უგულვებელყო სათანადო მომზადება, ყოველივე თავისთავად მოგვემადლება. ყველა სამყაროს თავისი საკუთარი მისია აკისრია და ვერც ერთ სხვა სამყაროში ვერ მიიღებს ადამიანი იმას, რაც ფიზიკურ სხეულებრიობაში მიწიერი ცხოვრების დროს უნდა მიიღოს". -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 19 2018, 01:29 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგეთი გაგება რა თქმა უნდა პოპულისტური და პრიმიტიულია. კარმული სიტუაციები და ცხოვრებისეული პირობები გაცილებით ღრმად იქსოვება
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 05:18 PM |