![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() WHITE soul ![]() Group: Members Posts: 36 Joined: 22-January 21 Member No.: 7,985 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო
![]() ![]() ეს თემა ეხება რეალურ ამბებს და მომენტებს საკუთარი გამოციდლებიდან ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.. ასევე მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება თქვენი აზრი შეიძლება დახმარებადაც მივიღო ![]() პ.ს რასაც აქ დავწერ ამ თემაზე ცხოვრებაში ოჯახის წევრების გარდა ღრმად არავისთან მისაუბრია არამც თუ აქ ზოგადად ინტერნეტში... სქესი მამრი... ბავშობის მოგონებებით დავიწყებ, 4-5 წლის ასაკში როდესაც თვალევს ვხუჭავდი, ვხედავთი უამრავ თვალებს რომლებიც მიყურებდნენ და ეს იყო უამრავი ადამიანის თვალები...ასევე მაგ დროს როდესაც ლაპრაკის დროს ცოტა ხმამაღლა დავილაპრაკებდი ჩემი ხმა ექოსავით ჩამესმოდა გინდ ოთახებიდან გინდ ციდან... ნელ ნელა ვიზრდებოდი როგორც ყველა მოზარდი მარა ამას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდი.. იყო მომენტი ერთხელ სადღაც 7 წლის ასაკში ღამით ცას შევხედე რაღაცაზე გაბრაზებულმა და უეცრად თითქოს წამის მეასედში ცა გაქრა, აი როგორი წარმოსადგენია იცით თითქოს ერთი საფეხურით დაბლა დაიწია ცამო. ეს რაღაც კიდევ განმეორდა უკვე წლების მერე ერთხელ და მაშინაც აღელვებულზე... ერთხელ სადღაც 10 წლის ასაკში ზღვაზე გავიპარე ცურვა არ ვიცოდი, წყალში რომ შევედი მოხდა ისე რომ ღრმა წყალში აღმოვჩნდი და ფაქტიურად ვიხრჩვებოდი.. ვცდილობდი წყლიდან ამოსვლას მაგრამ უშედეგოდ და უცბად მივხვდი რომ უკვე ვკვდებოდი და დამეუფლა ისეთი შეგრძნება არ იყო ეს შიში, უფრო გული ამიჩუყდა ძაან რომ ამ სამყაროს ვტოებდი და იმ მომენტში ვფიქრობდი საკუთარ დედაზე და პატარა ძმაზე რომ მათ ვეღარ ვნახავ და უეცრად ჩემს წინ გადაიშალა ჩემი მთელი განვლილი ცხოვრება კადრებად თითქოს ვიდეო გადაახვიოვო და გონება დავკარგე.. სად მოვხვდი მიჭირს აღწერა ალბათ ეს უფრო გავდა უსასრულო არაფერს ან არ ყოფნას.. და მოვდივარ გონზე და მიკეთებენ ხელოვნურ სუნთქვას.. მომაბრუნეს იმ კვეყნიერებიდან ![]() ბავშობიდან ყოველთვის მჯეროდა შემოქმედის არსებობის უბრალოდ მწამდა ამის, მიუხედავად იმისა რომ რელიგიურად არ ვცხოვრობდი და არც ვეცნობოდი... 16 წლის ასაკში კი გადავწყვიტე გავცნობოდი სახარებას ბიბლიას ძველ აღთქმას... საკმაოდ ღრმად ჩავუჯექი ღამეებიც კი გავათენე მის კითხვაში და აზრის გამოტანაში მარა რამოდენიმე გვერდს ვერ გავცდი და ბევრიც ვერაფერი გავიგე გარდა იმისა რომ თავიდან იყო სიტყვა ![]() ![]() მას მერე 2 წელი გავიდა ამ 2 წელიწადში დავიწყე ფიქრი სულიერ განვითარებაზე მარა არა რელიგიურად ან ეკლესიურად უფრო აღმოსავლურ სწავლებებს მივყვები მედიტაციებს და ასე შემდეგ... ზოგჯერ მართმადიდებლურ ლოცვებსაც ვამბობ.. მარა ბოლო 6-7 თვეა ასეთ უცნაურობასთან მაქვს საქმე კიდე.. თითქოს რაღაცა დამყვება გამუდმებით ჩემოს გარშემო გარეთ თუ სახში რაღაც სფეროს მაგვარი ბურთულა აინთება ჩაქვრება და ვხედავ მოძრავ ჩრდილებს ოთახში პარერულარ ვგრძნობ რომ რაღაცა მეხება ხან თმებზე ხან სხეულის სხვადასხვა ნაწილზე... ეს შეგრძნება გავს აი შიშველ კანზე ნიავი რომ დაგიბერავს და უკვე ძალიან გახშირდა ეს ყველაფერი... ასტრალშიც ვიმოგზაურე რამოდენიმეჯერ და ტუნელშიც აღმოვჩენილვარ სინათლისკენ მიმავალი და იქაური არსებებიც მინახია.. არის კიდე რაღაცეები რაზეც მოგვიანებით ვისაუბრებ ჯერ ეს მინდა გავარკვიო რა ხდება ღირს ამაზე ვინმეს სერიოზულად მივმართო? ჩემი თხოვნა იქნება არ იღადაოთ და საინტერესო იქნება თქვენი აზრიც.. პ.ს ცხოვრება ყველაფერია და არაფერი ![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 848 Joined: 24-May 15 From: Georgia, Tbilisi Member No.: 7,411 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
chemikerin კი გეთანხმები. იესომ და იმ სადგურუმ ამ (შინაგან) სადგურუსკენ უნდა მიატრიალოს ადამიანი დიახ, ძალიან ბევრი რამე თვითონ ადამიანზეა დამოკიდებული. ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იესოსაც კი არ უთქვამს რო სხვაზეა დამოკიდებული, შენმა რწმენამ განგკურნაო ყველას ეუბნებოდა. ვისაც უნდა, შეიცნობს თავს, ვისაც სხვა რამ უფრო უნდა, ჯერ იმ სხვა რამეს შეიცნობს. არსებობს მარადიული სასწორი, რომელზეც მარადიულად იწონება ჩვენი სურვილები. რაც გვინდა, ის მოხდება. სინამდვილეშ კი არაფერი ხდება. არც კი დავბადებულვართ, იბადებიან მხოლოდ ჩვენი სურვილები. და ერთ მშვენიერ დღეს ისეთ სურვილი გაუჩნდება ადმაიანს, რომელიც სხვა ყველა სურვილს გაქრობს და ბოლოს კი თავადაც გაქრება, ამას ჰქვია ჩაქრობა, მინავლება, ანუ ნირვანა. -------------------- მე ვარ ტატო ჩხენკელი
|
|
|
![]()
Post
#3
|
|
![]() WHITE soul ![]() Group: Members Posts: 36 Joined: 22-January 21 Member No.: 7,985 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
chemikerin დიახ, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. იესოსაც კი არ უთქვამს რო სხვაზეა დამოკიდებული, შენმა რწმენამ განგკურნაო ყველას ეუბნებოდა. ვისაც უნდა, შეიცნობს თავს, ვისაც სხვა რამ უფრო უნდა, ჯერ იმ სხვა რამეს შეიცნობს. არსებობს მარადიული სასწორი, რომელზეც მარადიულად იწონება ჩვენი სურვილები. რაც გვინდა, ის მოხდება. სინამდვილეშ კი არაფერი ხდება. არც კი დავბადებულვართ, იბადებიან მხოლოდ ჩვენი სურვილები. და ერთ მშვენიერ დღეს ისეთ სურვილი გაუჩნდება ადმაიანს, რომელიც სხვა ყველა სურვილს გაქრობს და ბოლოს კი თავადაც გაქრება, ამას ჰქვია ჩაქრობა, მინავლება, ანუ ნირვანა. როდესაც ადამიანს უჩნდება სურვილი გარდაიქმნას არყოფნაში ანუ ყველაფრისგან განზე გადგეს, რა არის ეს? |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 28th June 2024 - 12:26 AM |