td......... |
td......... |
Nov 18 2018, 11:06 PM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვიწყებ...
რომ ვთქვა, რამე ფსიქოლოგიური პრობლემები მაწუხებს თქო მოგატყუებთ, თუმცა საინტერესოა, საკუთარი ოთახის ქონა ფორუმზე... დავწერ ხოლმე რაღაცეებს, სიზმრებს, აზრებს, ჩანახატებს... ახლა, ერთი პრობლემა მაქვს მხოლოდ, სტატია მაქვს დასასრულებელი, რომელიც ჯერ არ დამიწყია და რა ჯანდაბა ვქნა არ ვიცი! -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Oct 11 2021, 09:37 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამყაროს აგებულება
მატერიალური სამყარო/ები როგორც ხშირად გამოისახება დედამიწის მაგნიტური ველი, რომელიც მბრუნავი ბლითის-ბუბლიკის ფორმა აქვს, მსგავსი სტრუქტურით შეიძლება წარმოვიდგინოთ მატერიალური სამყაროები და მათი განზომილებები. ეს სქემა რა თქმა უნდა პირობითია, რადგან სამყაროს მატერია, გარდა ჩვენეული გაგებით, მყარი მატერიისა, განსახვავებულიცაა, უფრო ნატიფი და განსხვავებული სტრუქტურის, რომელიც უფრო ზუსტი წარმოდგენისთვის შეიძლება ავღწეროთ როგორც სინათლის სხივი, ან ენერგეტიკული ნაკადით შექმნილი ქსოვილი. თუ წარმოვიდგენთ ამ მბრუნავ ტორუსს, მრავალშრიან ობიექტად, მიახლოებით შეიძლება წარმოვიდგინოთ ჩვენი მატერიალური სამყაროს აგებულება. მატერია, და მასთან ერთად სამყაროს სურათიც, იმის მიხედვით თუ საით ვითარდება, იცვლის გამოსახულების სიმკვეთრეს და შესაბამისად მატერიის სიმკვრივეს. რაც უფრო მაღალვიბრაციულია სამყარო, უფრო გაბლარული, მკრთალია გამოსახულება და უფრო ნატიფია მატერია, ამასთანავე მეტად ენერგომზოგია მასში არსებობა და მეტ ენერგიას ფლობს ყოველი სული. რაც უფრო დაბალვიბრაციულია სამყარო, მით უფრო მკვეთრია გამოსახულება, მკვრივი მატერია და ენერგოხარჯიანი არსებობა სამყაროში, ხოლო სულის ენერგია მწირი. შესაძლებელია სრული გასვლა ჩვენი სამყაროდან სივრცეში. სამყაროები ერთმენათზეა დადებული და გადაედინება ერთი მეორეში, თუმცა ამავე დროს გამოყოფილია ე.წ. ძალის ველის ტიხრით, თუმცა ეს ახსნა პირობითია. შესაძლებელია ამ ტიხრებში გადაადგილება. ზოგიერთი ასეთი მოგზაური ეძახის ამას ასტრალურ მოგზაურობას და გასვლებს ან სხეულის მიღმა გამოცდილებას. მაგრამ ეს ასრის უახლოესი განზომილებები, ასევე დაბალვიბრაციული, როგორც ჩვენი "მესამე განზომილება". ჩვენი განზომილების გარდა არის უფრო დაბალი 5 და უფრო მაღალი 6, სულ 12 სამყარო-განზომილება. ეს ინფორმაცია ეხება მატერიალურ სამყაროებს და არ ეხება სივრცეს სადაც არსებობს და განთავსებულია ჩვენი სამყარო. რომ წარმოიდგინოთ საახალწლო ნაძვის ხე და მასზე ჩამოკიდებული ერთი ბურთულა. თუმცა ხესთან შედარება უადგილოა, რადგან სამყარო მუდმივმოქმედი, ცვალებადი და მოძრავია და არა სტატიკური, ისევე, როგორც მასში განთავსებული სამყაროები. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 06:26 PM |