![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
RED soul ![]() Group: Members Posts: 173 Joined: 25-January 07 Member No.: 3 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გამიგონია...უნახავთ და ა.შ.
არვიცი ძმაო.... ერთმა მიანც დაწერეთ რამე კონკრეტული რაც თქვენ შეგემთხვათ და მერე ვილაპარაკოთ... მე არც ბარაბაშკები დამინახავს ლოგინის ქვეშ და არც მფრინავი თეფშით მოვუტაცებივარ ვინმეს ცდების ჩასატარებლად ![]() ერთი კი ვიცი... ადრე სამტრედიაში ერთი ამბავი ატყდა, ერთერთი ოჯახის ერთრთი წევრი იძახდა რო სახლში სულები დადიანო...სახურავზე ქვები ცვივაო...მოვიდა მღვდლები სახლი აკურთხეს... მეზობლები ფეხზე დადგნენ...არაფერი და ვერაფერი ვერ ნახეს.... მაგრამ ისეთი პოპულარული გახდა ეს თემა ქალაქში რო ჩემმა ერთმა ნაცნობმა (ნორმალური მოაზროვნე ბიჭი, 9 კლასელი ![]() ![]() აი ამას ქვია შიზოფრენია მეტი კი არაფერი არაა ![]() |
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
![]() MASTER ![]() Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ფაქტები, რომლებსაც ახსნა არა აქვთ
ლონდონელი ძმების უცნაური აღსასრული 1974 წლის 14 ივლისს ლონდონში 17 წლის ნევილ ებინს, რომელიც მოტოციკლით ქუჩაში მოძრაობდა, ტაქსი დაეჯახა. ტაქსში მძღოლთან ერთად მხოლოდ ერთი მგზავრი იმყოფებოდა. ყმაწვილი ადგილზე გარდაიცვალა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, იმავე ადგილას იმავე მოტოციკლით მგზავრობდა ნევილის უმცროსი ძმა ერსკინ ებინი, რომელსაც ის იყო შეუსრულდა 17 წელი. მას დაეჯახა იმავე ტაქსი, რომელმა ერთი წლის მისი ძმა იმსხვერპლა. ტაქსს მართავდა იგივე მძღოლი და მასში იჯდა იგივე მგზავრი. რა არის ეს, დამთხვევა თუ სამყაროს უცნაური თამაში?! ზოგი ასეთ ფაქტების "დამთხვევას" ცრურწმენას ეძახის, ზოგი ბედისწერას, ზოგიც კარმას. შექსპირის გვარი ბიბლიაში ინგლისში რიცხვი 46 საიდუმლო და მეტაფიზიკურ დატვირთვას ატარებს. რატომ? ინგლისელები ამას ძალიან უბრალოდ ხსნიან _ ფსალმუნების ინგლისურ თარგმანში 46-ე ფსალმუნის 46-ე სიტყვაა "shake" (შერყევა, შენჯღრევა), ხოლო ამავე ფსალმუნის ბოლოდან 46-ე სიტყვა კი "spear" (შუბი). მათი შეერთებით მიიღება სიტყვა "shakespear" (შექსპირი). საქმე კი იმაშია, რომ 1610 წელს, როდესაც ეს თარგმანი შესრულდა შექსპირი 46 წლის იყო.. 666 ნუმეროლოგების უდიდეს ყურადღებას იქცევს ასევე 666 – "მხეცის ციფრი", რომელიც ბიბლიაში, იოანეს "გამოცხადებაშია" მოხსენიებული. ნუმეროლოგების გამოთვლებით ეს რიცხვი ე. წ. "რიტუალის ფორმულაშივ საკმაოდ ადვილად იხსნება. ეს ფორმულა გახლავთ ასტრალური სივრცის დინამიური მდგომარეობის ფორმულა: "N2 ( N2 + 1) : 2". ამ ფორმულაში თუ N-ის მაგივრად 6-იანს ჩასვამთ, მაშინ მივიღებთ შემდეგ ფორმულას: 62 ( 62 + 1) : 2 = 666. რადგან 36 ( 36 + 1) : 2 = 1332 : 2 = 666. 6-იანი კი მატერიალური, შეიძლება ითქვას ფინანსური სამყაროს ციფრია, ამიტომ ნუმეროლოგების რწმენით ადამიანების ცდუნება და რწმენის უარყოფა უპირველესად ფინანსური დაინტერესების გამო მოხდება (გავიხსენოთ, ზოგიერთი სექტის მცდელობები, რომ ადამიანების გადაბირება სწორედ ფინანსური საშუალებებით შეძლონ). -------------------- FORZA ROMA
|
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 23rd June 2024 - 05:55 AM |