ახალი წელი!!! |
ახალი წელი!!! |
Dec 31 2007, 10:10 PM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 125 Joined: 24-January 07 From: Tbilisi Member No.: 2 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გილოცავთ ახალ წელს, თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ!!!
|
|
|
Dec 25 2009, 12:43 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეჭვი მაქვს ამ ახალ წელს არც ნაძვის ხე იქნება და არც ნათურები, სახლიც, ცარიელი კედლები, საუკეთესო შემთხვევაში ფარდების ჩამოკიდება მოვასწრო ხვალ მთავრდება რემონტი, შაბათ-კვირა კორპორატიული ფართი და 31 დეკემბრამდე სამსახური მხოლოდ ერთი შანსია (ერთი მილიარდში), რომ ჩემი არარსებული საკვამულიდან, წარმოსახვით ბუხარში, ხურჯინიანი სანტა შეუმჩნევლად ჩამოძვრეს ახალი წლის ღამეს. იმედია რძე და ორცხობილა მაინც მედება მაგიდაზე (უუუპს), ანუ იატაკზე (თუ კატა არ შეჭამს მანამდე). მერე შესაფერისი კუთხე უნდა მოძებნოს (რა თქმა უნდა ფენშუის მიხედვით), უზარმაზარი ხურჯინიდან რაღაც ქოლგისმაგვარი ამოაძვრინოს, დაბერტყოსავით და ნაძვის ხე გაშალოს, მწვანე, თეთრად დაპენტილი, სათამაშოები აწკარუნდებიან და ამაყად აბრწყიდებიან ნაძვის ხეზე, ნათურები კი რაღაც ჩუმი და ძალზედ ნაცნობი მელოდიის ფონზე აციმციმდებიან ფერადი ციცინათელებივით. თოვლის ბაბუა ფანჯრებს და კუს აკვარიუმს ფიფქებით მორთავს (კუ ვერ მიხვდება, ვინ არის ნეტავ, რა უნდაო, იფიქრებს თავისთვის) კნუტი კი თავით ჩახტება ისევ აკვარიუმში და ამჯერად თოვლის ბაბუ უშველის, ის ხომ კეთილია
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს მეგობრებოოოო!!!!!!!!! |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th June 2024 - 02:15 AM |