IPB

Welcome Guest ( Log In | Register )

> ოლეგ ტორსუნოვი
Atman
post Oct 29 2009, 08:06 PM
Post #1


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



Олег Геннадьевич Торсунов, врач и психолог, имеет высшее медицинское образование. Он окончил Самарский медицинский институт, интернатуру по специальности дермато-венерология, а также Московский университет им. Дружбы Народов по специальности корпоральная иглорефлексотерапия. Доктор Торсунов прожил несколько лет в индии и самостоятельно изучил древне-индийскую медицину Аюрведу. Он также является преподавателем Бомбейского института Аюрведы «Ведическое здоровье» и возглавляет в нем обучение русскоязычных студентов.

Таким образом, Торсунов О.Г. является специалистом в широкой области медицинских наук: Аюрведе, дермато-венерологии, иглоукалывании, акупунктуры, акупрессуры, фитотерапии, рефлексотерапии, литотерапии и народной медицины. Он также владеет уникальными методами лечения с помощью мудр (специфических комбинаций пальцев рук) и янтр (определённых графических символов), используемых, как правило, для лечения психических заболеваний. Занимаясь много лет врачебной практикой в разнообразных направлениях медицины, Торсунов О.Г. разработал авторские методики лечения и диагностики заболеваний. Его собственный метод литорефлексотерапии (лечение камнями и минералами) оказался эффективен при лечении практически всех хронических заболеваний и не имеет аналогов в мире. Торсунов О. Г. обладает уникальной способностью диагностики по фотографии пациента, что дает ему возможность оказывать помощь и проводить консультации без непосредственного контакта с больным и позволяет лечить обратившихся независимо от места их нахождения по всему миру.

Торсунов О. Г. имеет два российских патента на изобретения: "Способ иппликаторной фиторефлексотерапии" и "Лечебная салфетка". Большое внимание он уделяет вопросам правильного питания и режима дня, имеет собственные научные разработки в этой области.



Научно-популярные лекции Торсунова О.Г. многократно проходили в различных городах стран СНГ (Москва, Рига, Киев, Алматы, Донецк, Днепропетровск, Омск, Пермь, Екатеринбург, Саратов, Самара, Барнаул, Краснодар, Пятигорск, Иваново, Липецк, Тольятти и многих других) и всегда пользовались неизменным интересом слушателей. В этих городах с его участием состоялись многочисленные телевизионные и радиопередачи.

Торсунов О.Г. ведёт большую научную работу. Он постоянно совершенствует существующие методики медицинской диагностики и лечения пациентов и в то же время разрабатывает принципиально новые и более эффективные способы оздоровления, максимально гармонирующие с природой человека. Однако сфера исследований Торсунова О.Г. далеко выходит за привычные рамки медицины. Проводя значительную часть времени в Индии (г. Вриндаван, штат Уттар Прадеш), он углубленно изучает там древнейшие научные источники — Веды , в которых излагаются основополагающие принципы социального обустройства общества ( Ману Смрити ), общественной морали ( Нити-шастра ), ведической астрологии ( Джйотиш-шастра ), науки о пространстве ( Васту-шастра ), техники йоги ( Йога-сутра Патанджали).


Встречаясь в Индии с видными мыслителями и философами, сотрудничая со специалистами в перечисленных выше областях, Торсунов О.Г. открывает, опираясь на ведическое знание, новые способы оздоровления и гармоничного взаимодействия человека с окружающим миром. Результаты этих разработок находят широкое практическое применение в предлагаемых им методах лечения.

Торсунов О. Г. — автор популярной в СНГ серии научных статей “Добрые советы доктора Торсунова”, посвященных эффективным методам лечения гриппа, ОРЗ и атипичной пневмонии, ангины, бронхита, гипертонии, гепатитов и других заболеваний. Эти издания стали хорошим пособием для многих людей. Книги Торсунов О. Г. из серии “Законы счастливой жизни” известны не только в странах СНГ, но и за рубежом.

В своих лекциях Торсунов О. Г. пропагандирует здоровый образ жизни. В частности, уделяет большое внимание значению режима дня и правильному питанию (правильный подбор, совместимость и приготовление продуктов питания). Его беседы выходят далеко за рамки чисто медицинской тематики, в них детально разбираются вопросы взаимоотношения людей и их влияния на здоровье, психологии семейных отношений, правильного воспитания детей, ведической культуры и медицины, астрологии и влияния планет на характер и здоровье людей, строения тонкого тела человека, рассматриваются также такие вопросы, как карма и реинкарнация. После каждой лекции Торсунов О. Г. отвечает на многочисленные вопросы и проводит бесплатную диагностику слушателей.

Уровень мастерства Торсунова О.Г. поражает: например, по телефонному звонку он может, просто слушая голос позвонившего, определить целый ряд заболеваний, которыми тот страдает, указать причины их развития, и дать практические советы по улучшению здоровья.

С группой своих студентов он уже несколько лет изучает литературное наследие древней цивилизации - "Веды": культуру, медицину и науку. Сегодня Олег Геннадиевич с единомышленниками ищет способы практического применения ведического знания в нашей повседневной жизни. Информация, полученная в результате исследовательских работ в Индии, открывает путь к знаниям и навыкам, которые доктор Торсунов применяет в своей жизни, и затем предлагает ее слушателям и читателям.

ოფიციალური საიტი:
http://www.torsunov.ru/mp3.htm

დავდებ მისი ლექციების აუდიოჩანაწერებს. ძალიან საინტერესო სასარგებლოა wink.gif

Йога разума (5 ლექციისგან შემდგარი სემინარი)

1.Строение разума: http://bin.ge/file/92696/01-Stroenie-razuma.mp3.html
- Тонкое строение человека; - Материальный и духовный разум; - Виды знания; - Тонкое строение разума

2.Функции разума: http://bin.ge/file/92705/02-Funkcii-razuma.mp3.html
- Функции духовного и материального разума; - Взаимодействие разума с умом, чувствами, психической энергией; - Уровни сознания; - Нарушение функции разума и связанные с этим болезни

3.Черты характера связанные с разумом: http://bin.ge/file/92708/03-Cherty-kharakt...azumom.mp3.html
- Классификация черт характера, связанных с разумом; - Эволюция разума; - Последовательное развинтите черт характера при становлении разума; - Разум и отрицательные черты характера
- Деградация разума

4.Разум и силы природы: http://bin.ge/file/92719/04-Razum-i-sily-prirody.mp3.html
- Разум в благости; - Разум в страсти; - Разум в невежестве; - Разум и закон кармы; - Разум и закон перевоплощения

5.Развитие разума: http://bin.ge/file/92724/05-Razvitie-razuma.mp3.html
- Что такое йога разума; - Физические упражнения тренирующие разум; - Психические упражнения тренирующие разум; - Влияние общения на развитие разума; - Разум и режим дня ; - Разум и молитва






--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post
 
Start new topic
Replies
Atman
post May 12 2010, 11:20 AM
Post #2


VIOLET soul
Group Icon

Group: Members
Posts: 3,007
Joined: 29-October 09
Member No.: 6,058

ნიკის ჩასმა პოსტში
მონიშნულის ციტატაში ჩასმა



გადავწყვიტე დავიწყო სემინარის თარგმნა თემაზე "გონების იოგა". ძალიან საინტერესო სემინარია და გირჩევთ წაიკითხოთ. ეს არის ლექციების კურსი და აქვს უფრო ლექციის ფორმატი, მაგრამ შეძლებისდაგვარად ვეცდები დავაკონსპექტო და თან ლექციის სტილიც შევინარჩუნო. თავიდან ბევრი რამ გაურკვეველი იქნება, მაგრამ თანდათან წინამდებარე დებულებები უფრო ნათელი და გასაგები გახდება. ეს არის ძალიან ცნობილი აიურვედისტის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის (და ვაიშნავის) ოლეგ ტორსუნოვის სემინარი. ვისაც სურვილი ექნება რუსულად მოისმინოს, პმ-ში დამიკავშირდეს და აუდიოლექციებს მივაწვდი. მოკლედ დავიწყეთ:



გონების იოგა
(ბუდჰი იოგა)

(კონსპექტი სემინარიდან)

როგორც უკვე ავღნიშნეთ სამყაროს (მატერიალურს) სფეროს ფორმა აქვს. და ძირითადი ნაწილი ამ სფეროში გარსებს უკავიათ, ცარიელი სივრცე კი მისი შუაგულია და ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს (იხ. სამყაროს კოსმოგრაფია). თავიდან ამ სფეროს ჰქონდა ენერგიის ფორმა და მას ერქვა პრათჰანა (მატერიალური არსებობის იდეა). და ეს იდეა გაჩნდა იმასთან დაკავშირებით, რომ სულიერმა არსებებმა მოინდომეს ღმერთისგან დამოუკიდებელი არსებობა. მაჰავიშნუ თავისი მზერით (რომელიც იგივე შივაა) ააქტივებს მატერიალური სამყაროს ენერგიებს. ამ მზერაში არის ასევე მატერიალური დროის ენერგია. სულიერი დრო არის მარადიულად მზარდი ბედნიერების დრო (ანანდამ ბუდჰი ვარდანამ), მატერიალურ სამყაროში კი პირიქით, ყოველი წამის გასვლის შემდეგ ჩვენ ვბერდებით, ბედნიერების შეგრძნება კლებულობს და ა.შ. ყველაზე დიდი ძალა მატერიალურ სამყაროში დროა. როგორც კი მაჰა-ტატვა (სამყაროსეული გონი) იწყებს ფუნქციონირებას (რომელიც პრათჰანას და უფლის მზერის ენერგიის შეერთებითაა წარმოქმნილი), მაშინვე გამოვლინდება მატერიალური სამყაროს გუნები (მოდუსები). თავიდან ჩნდება სათნოების (სატვა) გუნა, შემდეგ ვნების (რაჯა) გუნა, ბოლოს კი უმეცრების (ტამა) გუნა.

მაჰატატვას მდგომარეობას უმეცრების გუნაში ეწოდება ტამასა ბუდჰი (ბუდჰი-გონება, разум). ეს ტამასა-ბუდჰი (გონება უმეცრების გუნაში) წარმოქმნის ცრუ ეგოს. ანუ საკუთარი თავის ცრუ გაიგივებას პიროვნებად. საკუთარი თავის ინდივიდუალური აღქმა ორი სახისაა:

1. ჭეშმარიტი ეგო – ანუ მსახურების სურვილი. ეს არის სულის ბუნებრივი და მარადიული მდგომარეობა. (ამის შესახებ დაწვრილებით მოგვიანებით ვისაუბრებთ).

2. ცრუ ეგო (აჰანკარა) – რომელიც მატერიალური სამყაროს ყველაზე ნატიფი და ღრმა სტრუქტურაა და ყველაფერი მის გარშემო ეწყობა. აჰანკარა უმეცრების გუნაში წარმოშობს უხეშ მატერიალურ ელემენტებს. (როდესაც ჩვენი ცნობიერება ქიმიურ ელემენტებზეა მიჯაჭვული ესეც აჰანკარას დამსახურებაა (უმეცრების გუნაში). აქედან მოდის ყველა ფსიქოლოგიური და სულიერი პრობლემა, არასწორი მიზნები, არასწორი ინტერესები.

როცა ცრუ ეგო ვნების (რაჯა) გუნაშია იბადება გრძნობები, რომლებიც მიისწრაფვიან გრძნობათა ობიექტებისკენ. და იბადება მატერიალური გონება (разум). ვნება (რაჯას) არის მისწრაფება გარეგნული ბედნიერებისკენ, გარეგანი ობიექტებისკენ, ხვალინდელი დღისკენ.

ვნების გუნაში მყოფი ადამიანებისთვის ბედნიერება ყოველთვის ხვალაა (მომავალშია) და არა აქ და ახლა. სათნოების გუნაში მყოფი ადამიანები კი აქ და ახლა არიან ბედნიერები მსახურებით და ამ მსახურების შედეგებზე (ხვალინდელ დღეზე) არ არიან დამოკიდებულნი. უმეცრების გუნაში მყოფი ადამიანის ბედნიერება კი წარსულშია.

აჰანკარა ვნების მოდუსში ბადებს გრძნობებს. აჰანკარა სათნოების მოდუსში ბადებს ჭკუას (რომელიც გონების კონტროლის ქვეშ უნდა იყოს და არა პირიქით). ანუ იერარქია წესით ასეთი უნდა იყოს: სულს უნდა ემორჩილებოდეს გონება, გონებას ჭკუა, ჭკუას გრძნობები.

ჭკუის პირვანდელი ბუნება სათნოების გუნაში ყოფნაა. შეუძლებელია ვნების გუნაში მყოფმა გონებამ დაიმორჩილოს სათნოების გუნაში მყოფი ჭკუა იმიტომ რომ სათნოების გუნა უფრო ნატიფია, ვიდრე ვნების (ისევე როგორც წყალი ვერ დაიკავებს ზედაპირზე ქვას). ამიტომ ადამიანი, რომელიც მატერიალური საქმიანობითაა დაკავებული, ვერ შეძლებს ჭკუის ცონტროლს და შესაბამისად ვერ იქნება ბედნიერი. სწორედ ამ წინააღმდეგობაზეა დამყარებული მატერიალური ცხოვრება.

წესით ქალს უფრო მორჩილი ბუნება აქვს ვიდრე მამაკაცს. მას უფრო ნატიფი ჭკუა აქვს, ნატიფი გრძნობები. მამაკაცს კი ესენი უფრო უხეში აქვს... და როგორ შეიძლება ქალი ემორჩილებოდეს მამაკაცს? (ქალი ჭკუის განსახიერებაა, მამაკაცი კი გონების). დჰარმის მიხედვით მამაკაცი ღმერთს უნდა ემორჩილებოდეს, ქალი კი მამაკაცს, მაგრამ როგორ შეუძლია უხეში მატერიალური თვისებებით სავსე მამაკაცმა დაიმორჩილოს ქალი, რომელიც სამყაროს უფრო მკაფიოდ და ნატიფად აღიქვამს? ეს სრული აბსურდია და ძალადობითაა შესაძლებელი... ამიტომ ბუნებრივი მორჩილება და ურთიერთობა მხოლოდ იქაა, სადაც სულიერი ცხოვრება და დჰარმა...

განვიხილოთ განსხვავება სულიერ და მატერიალურ გონებას შორის: სულიერი გონება ეკუთვნის სულს. სულს აქვს ცნობიერება და საკუთარი თავის ჭეშმარიტ ეგოდ აღქმის შეგრძნება. ცნობიერება იყოფა: გონებად, ჭკუად, გრძნობებად და სულიერ ენერგიად.

როცა ვხვდებით მატერიალურ სამყაროში, აქ სულს ქმედება არ შეუძლია, მას მხოლოდ სურვილის შესაძლებლობა აქვს და მას აქვს კონცეფცია, თუ რა უნდა ამ სამყაროში. ამის გამო ღმერთი აკმაყოფილებს რა ჩვენს სურვილებს, ყოველ წამს გვემსახურება. ამისთვის სპეციალურად მოგვცა მატერიალური გონება, რომელიც მოქსოვილია ამ ქვეყნიური ბედნიერების იდეისგან (ანუ ვნების გუნაში იმყოფება). ამიტომ თუ ადამიანის გონება ღმერთისკენ არაა მიმართული, ის განწირულია რომ მარადიულად ამ ქვეყნიური ბედნიერება ეძებოს. ერთადერთი საშუალება, რომ სულიერი გონება გავაღვიძოთ, ჩვენი გონების ღმერთისკენ წარმართვაა.

მატერიალურ გონებას აქვს სამი ბუნება: სათნო, ვნებიანი და უმეცარი ბუნება. ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება მატერიალური გონება იყოს სათნოებაში, თუ ის ვნების გუნისგანაა “მოქსოვილი”? პასუხი: ეს შესაძლებელია, თუ იგი ურთიერთქმედებაში მოდის სულიერ გონებასთან. ამიტომ სათნოების გუნაში ვერ იქნება ადამიანი, ვინც არ სწავლობს სულიერ საკითხებს. ცივილიზაცია, სადაც ახლა ვცხოვრობთ, მატერიალური ცოდნის განვითარებაზეა დაფუძნებული და ვნებისა და უმეცრების მოდუსში იმყოფება. სინდისის (იგივე ზესულის ანუ პარამატმას) ხმას ბოლომდე მხოლოდ ის ადამიანი აღიქვამს, რომელიც სათნოების მოდუსშია. ვნების მოდუსში მყოფი მხოლოდ მაშინ აღიქვამს ამ ხმას, როცა აწყობს, უმეცარს კი სძულს სინდისის ხმა და ყველანაირად ცდილობს გაექცეს. სულიერი პრაქტიკის და ღმერთის ძიების მიზანი დასაწყისისთვის სწორედ სულიერი გონების აღქმის დაბრუნებაა.

პატარა ბავშვებს მატერიალური გონება უმეცრების მოდუსში აქვთ (ანუ გრძნობები იმორჩილებან ჭკუას, ჭკუა კი გონებას), ბავშვს როცა რამეს გამოსტაცებ ხელიდან, ჰგინია რომ სხეულის ნაწილი წაართვეს და ტირილს იწყებს, იმდენად აქტიური აქვს ცრუ გაიგივება სხეულთან და გრძნობათა ობიექტებთან... ახალგაზრდები ძირითადად ვნების მოდუსში არიან. მოხუცებს კი სათნოების მოდუსში (ეს რა თქმა უნდა კარგ შემთხვევებში).

კათჰა უპანიშადში ადამიანი ეტლთანაა შედარებული. ცხენები გრძნობებია, რომლებიც გრძნობათა ორგანოებისკენ მიისწრაფვიან. აღვირი (იგივე საჭე) ჭკუაა, მეეტლე გონებაა. “სპიცები” რომლებიც ბორბლებშია, ჰაეროვანი ნაკადებია (პრანა), და როცა ცხენები დაუმორჩილებელია და ბორბალი ზედმეტი სიჩქარით არასწორ ადგილებში მოძრაობს, პრანა ირღვევა და ჩნდება ავადმყოფობები. და საერთოდ თითქმის ყველა ავადმყოფობა უკონტროლო გრძნობებითაა გამოწვეული. ბორბლები ცოტა სხვა ჭრილშიცაა შედარებული და წერია, რომ ბორბლის ზემოთ ღმერთისკენ სწრაფვაა, ქვემოთ კი უღმერთობა, და როცა პრანა ზემოთ მიემართება, ადამიანი რელიგიურობისკენ ისწრაფვის, ხოლო როცა ქვემოთ მიემართება, უღმერთობისკენ. კათჰა უპანიშადში წერია, რომ მიზანი, რომლისკენაც მეეტლე წარმართავს ცხენებს, ღმერთი უნდა იყოს და არა მატერიალური ღირებულებები.

პატანჯალის იოგა სუტრებში ნათქვამია, რომ ცნობიერება (ჩიტტა) ადამიანში მოქმედებს როგორც ზესულის (პარამატმას) ფუნქცია. მხოლოდ ზესულს შეუძლია მოიცვას სხეული ცნობიერებით, იმიტომ რომ სულსაც აქვს ცნობიერება, მაგრამ მას აქვს დაქვემდებარებული (მორჩილი) ბუნება. ჩვენი სხეულის მოქმედება, ზესულის ენერგიითაა განპირობებული. ანუ სულის სურვილის შესაბამისად მოქმედებს ზესულის (და არა სულის) ენერგია ცნობიერების სახით.

არსებობს ცნობიერების სხვადასხვა დონე:

1. ანა – მაია, (სხეულებრივი ცნობიერება), როცა ცნობიერება უხეშ მატერიასთან ურთიერთქმედებს, ანუ ცნობიერება საკუთარ თავს მატერიალურ სხეულთან აიგივებს. როცა ცნობიერებას სხეულისკენ წარვმართავთ, შესაბამისად მიზანი სხეული ხდება. ანა - მაია ნიშნავს – მე მინდა ჭამა, ძილი, თავდაცვა, სექსი. და მთელი ენერგია ამ სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიდის. ასეთი ცნობიერების დონეზე იმყოფებიან ხეები, მცენარეები, სიცოცხლის ნაკლებადმოძრავი ფორმები... ადამიანში ეს დონე შეესაბამება ახალშობილის ასაკს.

2. პრანა – მაია, როცა ცნობიერება ურთიერთქმედებს მატერიალურ სამყაროში აქტიურობის სურვილთან. ასეთი ცნობიერებისთვის ბედნიერებაა ამ სამყაროში წარმატების მიღწევა, შრომა (ფიზიკური), სპორტი, ცხოვრების ჯანმრთელი წესი, ყოველ დილით სირბილი და ა.შ. მოკლედ ყველაფერი რაც აქტიურ მოქმედებასთანაა დაკავშირებული. ანუ ცხოვრების ისეთი ფორმა, რომელიც ჭამაზე, ძილზე, თავდაცვაზე და სექსზე უფრო ამაღლებულია. “ჭამა ცხოვრებისთვის და არა ცხოვრება ჭამისთვის”. ასეთი ცნობიერების დონეზე იმყოფებიან ცხოველები, რომლებიც უფრო განვითარებულნი არიან აქტიურობის თვალსაზრისით (ძაღლები, ირმები, კატები...) ადამიანში ეს დონე შეესაბამება ბავშვობის ასაკს.

3. მანა – მაია (მანას – ჭკუა), როცა ცნობიერება მიჯაჭვულია ჭკუაზე. ანუ ბედნიერებას თავისივე ჭკუაში ეძებს. პოეზია, ხელოვნების სიყვარული, მეცნიერება (განსაკუთრებით თეორიული მეცნიერებებისადმი სიყვარული). ადამიანში ასაკობრივად ეს შეესაბამება ჭაბუკობის (მოსწავლეობის) ასაკს.

4. ვიგიანა – მაია (ვიგიანა – გონება). როცა ცნობიერება გონებაზეა კონცენტრირებული დამ ის განვითარებას ცდილობს. მხოლოდ ამ დონეზე იწყებს ადამიანი ჭეშმარიტ ცხოვრებას. ამ დროს იწყებს სული გამოღვიძებას. ამ დროს იწყება გონების განწმენდა მატერიალური მიჯაჭვულობებისგან და ძალაში შემოდის სულიერი გონება. მხოლოდ ვიგიანა მაიას დონეზეა შესაძლებელი გონების სათნოების გუნამდე აყვანა. ამ დროს იწყება მატერიალურ დროზე დამოკიდებულებასთან ბრძოლა, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი იწყებს დღის რეჟიმის დაცვას, დილით ადრე ადგომას, სურვილების ცონტროლს...

5. ანანდა – მაია, (ანანდა – ნეტარება) როცა გონება გაიწმინდა, ცნობიერებას უკვე შეუძლია ზესულის (პარამატმას, იგივე სულიწმიდას) დანახვა. კათჰა უპანიშადში ნათქვამია, რომ ხეზე 2 ჩიტი ზის. ერთია ზესული, იგი მეორე ჩიტს (ატმას უყურებს) და ყველა სურვილს უსრულებს მას, ბედნიერება უნდა მისთვის და ემსახურება თავისი ენერგიით, მეორე ჩიტი კი (ატმა, ანუ სული), ამ ხეზე ნაყოფებს ეძებს და მათკენ იყურება, ზესულს კი ყურადღებას არ აქცევს. ეს ნაყოფები გარედან ტკბილია, შიგნით კი მწარე და რაც უფრო მეტს ჭამს ამ ნაყოფებს, უფრო და უფრო მწარე ხდება. მერე ერთი ნაყოფიდან მეორეზე გადავდივართ და მისი გასინჯვა გვინდება, თავიდან ისიც ტკბილია, მერე კი მწარდება (შეადარეთ სამოთხის ვაშლებს). და სანამ მეორე ჩიტისკენ არ გავიხედავთ და მას არ მივაპყრობთ მთელ ყურადღებას ასე გაგრძელდება. პირველი შეხება ზესულთან მაშინ ხდება, როცა სულიერ პრაქტიკას ვიწყებთ. ანანდა – მაიას სულიერი ბუნება აქვს და არავითარი კავშირი არა აქვს მატერიასთან.


--------------------
ჰარერ ნამა ჰარერ ნამა ჰარერ ნამაივა კევალამ
კალაუ ნასტი ევა ნასტი ევა ნასტი ევა გატირ ანიათჰა



«კალის ამ ეპოქაში არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა, არ არსებობს სხვა გზა თვითრეალიზაციის მისაღწევად, გარდა უფალი ჰარის წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა, წმინდა სახელის გამეორებისა»
Go to the top of the page
 
+Quote Post

Posts in this topic
Atman   ოლეგ ტორსუნოვი   Oct 29 2009, 08:06 PM
Atman   დავიწყე ტორსუნოვი...   Jan 27 2010, 02:32 PM
Atman   2. Сила страсти http://www.bin.ge/file...   Jan 27 2010, 04:03 PM
Atman   3. Сила невежества http://www.bin.g...   Jan 27 2010, 05:16 PM
Atman   4. Закон пожертвования http://w...   Jan 27 2010, 06:09 PM
Atman   5. Закон аскез http://www.bin.ge/file/1...   Jan 27 2010, 07:01 PM
sentimennte   ძალიან მაგარი კაცი...   Jan 27 2010, 09:13 PM
Atman   6. Закон жертвоприношения ht...   Jan 28 2010, 07:18 AM
Atman   7. Знание сила http://www.bin.ge/file/1...   Jan 28 2010, 08:42 AM
Atman   8. Служение истине http://www.bin.g...   Jan 28 2010, 09:47 AM
Atman   ვიწყებ ტორსუნოვის ...   Feb 9 2010, 03:05 PM
sentimennte   Atman გაიხარეეეე უფ უ...   Feb 9 2010, 03:15 PM
Atman   ვიწყებ ტორსუნოვის ...   Feb 9 2010, 03:53 PM
Atman   Лечение через органы чувст...   Feb 22 2010, 09:26 AM
Atman   ვიდეოროლიკები ტორ...   Feb 22 2010, 09:30 AM
Atman   ტორსუნოვის რამდენ...   Feb 22 2010, 09:41 AM
Atman   ძალიან კარგი წიგნი...   Feb 22 2010, 09:59 AM
Atman   ტორსუნოვის ძალიან ...   Feb 27 2010, 07:27 PM
Atman   როგორ მოვიშოროთ ზე...   Mar 17 2010, 02:09 PM
Atman   Приметы и предзнаменования...   Mar 17 2010, 02:42 PM
Atman   გადავწყვიტე დავიწ...   May 12 2010, 11:20 AM
Atman   ვედებში აღწერილია ...   May 12 2010, 12:26 PM
Atman   მატერიალური გონებ...   May 12 2010, 02:25 PM
ინა   ეს რა შემოგვაპარე :...   May 12 2010, 02:39 PM
Atman   სემინარის მეორე დღ...   May 13 2010, 11:14 AM
Atman   იმისათვის, რომ გონ...   May 13 2010, 03:01 PM
Atman   სემინარის მესამე დ...   May 14 2010, 11:57 AM
jgvenza   :l_book: :good:   May 14 2010, 06:43 PM
Anna   Atman Good job :flowers: კითხვე...   May 15 2010, 04:32 PM
Atman   Anna კითხვებიც გამიჩ...   May 15 2010, 05:13 PM
Atman   სემინარის მეოთხე დ...   May 15 2010, 06:15 PM
Atman   პასუხები შეკითხვე...   May 15 2010, 06:36 PM
Anna   Atman სემინარის მეორე ...   May 16 2010, 10:31 AM
Atman   Anna არ შეიძლება არ ი...   May 16 2010, 09:11 PM
Atman   [b]დღის რეჟიმი (მოკლ...   Aug 27 2010, 02:46 PM
tikoroma   Atman ბოლო სამ ადგილზ...   Sep 2 2010, 04:38 PM
Atman   tikoroma თუ მაგ რეჟიმით ...   Sep 4 2010, 10:09 AM
Atman   .   Sep 4 2010, 10:10 AM
ირმა   Atman ვიდეოროლიკები ტ...   Sep 4 2010, 10:42 AM
ირმა   ხო, Atman დიდი მადლობა ...   Sep 4 2010, 10:44 AM
Atman   ირმა არაფერს :) აქ ...   Sep 4 2010, 11:56 AM
Atman   Вопрос: А почему есть мясо к...   Sep 10 2010, 07:52 PM
Atman   7 წუთიანი ვიდეო ვეგ...   Sep 13 2010, 08:27 AM
Atman   ტუბერკულოზის მკურ...   Sep 13 2010, 09:13 AM
Atman   ვარიკოზის გამომწვ...   Sep 13 2010, 09:48 AM
Atman   ოლეგ ტორსუნოვის ვი...   Oct 7 2010, 08:29 AM
Anna   Atman გაიხარე, დილით რ...   Oct 8 2010, 11:34 AM
მზეონა   [url=http://allshares.ge/download.php?id=4360D7642...   Oct 10 2010, 07:38 PM
Atman   Atman ვისიამოვნე და ვ...   Oct 11 2010, 07:51 AM
Atman   აუდიო-ლექცია თანაგ...   Oct 13 2010, 11:09 AM
Atman   აუდიო-ლექციებია ოჯ...   Oct 13 2010, 12:12 PM
მზეონა   აუდიო-ლექციებია ოჯ...   Oct 16 2010, 10:34 PM
Atman   სემინარი ხასიათის ...   Oct 15 2010, 12:18 PM
Atman   მეორე ნაწილი: 13. Чист...   Oct 15 2010, 04:28 PM
მზეონა   საინტერესო ლეკციე...   Oct 17 2010, 02:06 PM
Atman   მზეონა მანდ ბევრი ...   Oct 17 2010, 02:25 PM
Atman   Молитва и правила Молитвы. (...   Oct 26 2010, 08:21 AM
ever   ეხლა აღმოვაჩინე ეს...   Feb 13 2011, 02:39 AM
Atman   ever თუ რომელიმე ლინ...   Feb 13 2011, 07:24 AM
elli   Atman თუ რომელიმე ლინ...   Feb 13 2011, 10:13 AM
Atman   elli ამ ლინკზეა ბევრ...   Feb 13 2011, 11:16 AM
ever   Atman თუ რომელიმე ლინ...   Feb 13 2011, 01:55 PM
Atman   ოლეგ ტორსუნოვის მო...   Feb 16 2011, 08:00 AM
Atman   ცინცხალი ლექცია დღ...   Feb 18 2011, 04:05 PM
Emigranti   ცინცხალი ლექცია დღ...   Mar 9 2011, 06:59 PM
მზეონა   მაგარი ლექციაა! :) ...   Feb 19 2011, 11:01 AM
Atman   მზეონა მაგარი ლექ...   Feb 19 2011, 02:03 PM
მზეონა   დღის რეჟიმი ვიგული...   Feb 19 2011, 03:01 PM
Atman   დღის რეჟიმი ვიგული...   Feb 19 2011, 03:22 PM
Atman   ტორსუნოვის უახლეს...   Apr 29 2011, 02:44 PM
Atman   ტორსუნოვის უახლეს...   Apr 29 2011, 02:50 PM
Atman   აუ ახლა ვუსმენ და დ...   Apr 29 2011, 03:11 PM
მზეონა   მადლობა Atman მაგარი ...   Apr 30 2011, 04:52 PM
Atman   მზეონა ჰოლოტროპულ...   Apr 30 2011, 07:04 PM
kate   Atman ვერაფრით ვერ ვხ...   Apr 30 2011, 07:10 PM
Atman   kate ვერაფრით ვერ ვხს...   Apr 30 2011, 07:13 PM
Atman   kate აბა აქედან სცად...   Apr 30 2011, 07:50 PM
kate   Atman მადლობთ, სიმართ...   May 2 2011, 08:02 PM
Atman   kate გმადლობ შეფასებ...   May 2 2011, 08:20 PM
kate   Atman მეც მეორე გაცილ...   May 2 2011, 10:35 PM
Atman   kate გონოროთ და პრეტე...   May 3 2011, 05:50 AM
Barmalei   დავიწყე მოსმენა და...   May 8 2011, 01:20 PM
Atman   Barmalei კორექტული იყა...   May 8 2011, 01:29 PM
Barmalei   Barmalei კორექტული იყა...   May 8 2011, 01:34 PM
მზეონა   ჰო, ყველაფერი სუბი...   May 8 2011, 01:46 PM
Atman   კიდევ ერთი ახალი ს...   May 10 2011, 05:17 PM
moxetiale poeti   Barmalei Rogor, ver xvdebi?! Mag dros metyvel...   May 11 2011, 12:25 AM
Emigranti   ტორსუნოვი ვიტამინ...   Aug 6 2011, 09:07 PM
kate   თითქმის იგივეს ვა...   Aug 6 2011, 09:43 PM
td.........   ეს კაცი ჭკვიანურ რ...   Aug 6 2011, 11:17 PM
Atman   ეს კაცი ჭკვიანურ რ...   Aug 7 2011, 06:36 AM
ირმა   თანაც კარგია თუ თა...   Aug 7 2011, 08:56 AM
td.........   ირმა კი უნდა მოგწო...   Aug 7 2011, 12:00 PM
I AM   http://www.youtube.com/watch?v=Hry79-Nr-f8...featu...   Nov 8 2011, 10:16 PM
ano   ახლა აღმოვაჩინე ეს...   Jan 31 2015, 01:45 PM
earth   td......... ეს მართლა კარ...   Jan 31 2015, 09:36 PM
INA   მომწონს ეს ადამიან...   Apr 7 2018, 01:28 PM


Reply to this topicStart new topic
1 User(s) are reading this topic (1 Guests and 0 Anonymous Users)
0 Members:

 



Lo-Fi Version Time is now: 26th June 2024 - 12:16 PM