![]() |
![]() |
![]()
Post
#1
|
|
![]() YELLOW soul ![]() Group: Members Posts: 695 Joined: 31-January 07 Member No.: 4 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
გჯერათ თუ არა სიზმრების? და რა სიზმრები გესიზმრებათ? აი მე გუშინ მაგარი ეზოთერიული სიზმარი დამესიზმრა, განსაკუთრებით სიზმრის კონცოვკა მომეწონა)) ნახევარი დამავიწყდა მაგრამ მთავარს მოვყვები. მოკლედ რაღაც თამაშის გმირი ვიყავი და სხვა დონეზე ვერ გადავდიოდი და უეცრად ვიღაცამ 2 ოქროს ბეჭედი მომცა და მითხრა ეს ფარაონების ბეჭდები არისო და დაგეხმარებიანო ბოლომდე გასვლაშიო. ჩემ მარჯვენა ხელს რომ შევხედე ისე რეალურად დავინახე ეს 2 ბეჭედი, გრავიურები ქონდა ეგვიპტური სიუჟეტებით და იმათი ღმერთი ანუბისი გავარჩიე (რომელიც მკვდრების მფარველი და წამლების და შხამების დამცველი იყო, ოოოოოოოოოი). ჰოდა მერე რაღაც პრავალი მაქვს მეხსიერებაში, მაგრამ დამთავრდა მაგრად სასაცილოდ, რაღაც გაზეთი გაიჩითა და რომ გადავფურცლე ძროხის ნაკელი გაიჩითა
![]() ![]() -------------------- Logic will get you from A to B. Imagination will take you everywhere
|
|
|
![]() |
![]()
Post
#2
|
|
RED soul ![]() Group: Members Posts: 173 Joined: 25-January 07 Member No.: 3 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა ![]() |
ლაშარელა, მეცნიერეულ კვლევებზე გეთანხმები. სამწუხაროდ მეცნიერება არ არის ისე განვითარებული, რომ რაღაც სერიოზული არგუმენტი წარადგინოს ამ მიმართულებით. თუმცა მორწმუნე ადამიანისთვის ყველაზე კარგი არგუმენტი იმის საწინააღმდეგოთ, რომ სიზმარი მხოლოდ ტვინის და ქვეცნობიერის მუშაობის შედეგი არ არის ალბათ ბიბლიაა, სადაც ბევრჯერ არის ნახსენები რომ ღმერთი ელაპარაკება ვიღაცეებს სიზმრების მეშვეობით. ოღონც მე ეხლა პრეტენზია კი არამაქვს იმაზე, რომ ღმერთი მელაპარაკება, უბრალოდ ბიბლიურად (ვისთვისაც ეგ არგუმენტია) მისაღებია, რომ რაღაც ძალა სიზმრების მეშვეონით კონტაქთში შევიდეს ადამიანთან, და რაღაც ინფო გადასცეს. ok. მაინც რელიგიამდე მივედით... მართმადიდებლური სწავლების თანახმად არის 3 სახის სიზმრები. 1. არის ის რაზეც მე ვსაუბრობდი... ანუ უბრალოდ ქვეცნობიერის ნამოქმედარი... 2. არის ხილვა ღვთისგან 3. სიზმარი ეშმაკისგან... ეხლა რატომ ამბობს ეკლესია რომ სიზმრებს არ მიაქციო ყურადღებაო. ადექი და დაივიყწეო. იმიტომრომ ჩვეულებრივ ადამიანს ძალიან გაუჭირდება გაარჩიოს რა იყოს მისი ქვეცნობიერის ნამოქმედარი, რა იყოს ეშმაკისგან (თუნდაც ისე შეფუთული რომ ან ღვთიური ხილვა გონებოდა ან შენი ქვეცნობიერის არაჩვეულებრივი მონაპოვარი) და ა.შ. ყველა ვერ ფლობს იმ მადლს რომ "კეთილი აიღოს და ჯერკუალი განაგდოს" ანუ გაარჩიოს კარგი და ცუდი...ამას დიდი სიბრძნე და მადლი ჭირდება... (იგივე გრიგოლ ხანძთელი მრავლად კითხულობდა თუნდაც წარმართულ წიგნებს, ფილოსოფიურ ნაშრომებს და ა.შ. მაგრამ ის იმდენად მყარი იყო თავის რწმენაში და იმენად ბრძენი რომ შეელო ამ ინფორმაციიდან მხოლოდ სასარგებლო და სასიკეთო გამოერჩია) ხშირად ეშმაკი მოავლენს ისეთ სიზმრებს რომ ადამიანს ან დიდი განსაცდელში ჩააგდებს, ან დიდი ცდუნების წინ დააყენებს..ან ადამიანს ეგონება რომ ანგელოზი ვარ და ხილვა მქონდაო და პატივმოყვარეობის ცოდვაში ჩავარდება – ეს რა წმინდა ვყოფილვარ რომ ღმერთმა ხილვის ღირსი გამოხადაო... მოკლედ ეს რაც შეეხება სიზმრების რელიგიურ ნაწილს... ზოგადად მე მართმადიდებელი ვარ და ამ ფორუმზე ყველგან გაზრახ ვერიდები რელიგიურ საკითხებზე საუბარს. რადგან 1. ჩვეულებრივ საერო პირს არააქვს უფლება იკამათოს ან იმსჯელოს საეკლესიო თემებზე. ამით ან შეიძლება თავისი რწმენა დააზარალოს ან სხვა... (მე ხო ერთი ცოდვილი ადამიანი ვარ რომელსაც არც ცოდნა, არც მადლი არ მაქვს იმისთვის რომ ვინმეს ამ საკითხებზე ვესაუბრე და მითუმეტეს ვეკამათო) ამიტომაც არ შეიძლება რელიგიურ თემებზე საუბარი და კამათი რელიგიური პირის დასწრების გარეშე... |
|
|
![]() ![]() |
Lo-Fi Version | Time is now: 28th June 2024 - 01:27 AM |