კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 7 2011, 01:16 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზეციური კრისტალები (ანგელოზთა საჩუქარი)
ზეციური კრისტალები, უფრო მეტად ცნობილია როგორც სტრუქტურირებული ბროლი. ეს ბროლის განსაკუთრებული კრისტალები, არის საჩუქარი შემოტანილი ჩვენს პლანეტაზე, რათა ხელი შეეწყოს ადამიანთა მოდგმის გაწმენდას, განმკურნებასა და კაცობრიობის გამოფხიზლებას მთელ პლანეტაზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს. მას თან მოაქვთ ძლიერი ძალა. კერძოდ, აუცილებელი ძალა ადამიანის ემოციათა ტვირთის გადალახვისათვის. ზეციურ კრისტალებს საკუთარ თავში კოდირებული აქვთ, თვით ფიზიკური არსი სინამდვილის და ამავე დროს განწყობილი არიან ანგელოზთა ვიბრაციებზე. მათი საწყისები ცდებიან დროის საზღვრებს. ისინი წარმოშობილი არიან ზეციური სფეროდან. როდესაც მოხდა ზეციური ძალების მატერიალიზაცია ფიზიკურ დროსა და სივრცეში.ზეციური კრისტალები წარმოშობა მოახდინა ოთხი ელემენტის გაერთიანებამ. ბევრი მათგანი გვეჩვენება შეკვალული, ვინაიდან თან ატარებენ ცეცხლის ელემენტს და ხშირად იღებენ ნამდვილ დაბურულ ფერს. ეს კრისტალები ამოდიან, რა დედა- მიწის წიაღიდან, ფიზიკური თვალსაზრისით არიან უსუფთავესნი. როგორც წესი ისინი იზრდებიან სხვა კრისტალებიდან განცალკევებულად. მათ პოულობემ სუფთა წყაროებთან ანდა წყლის ახლო მიდამოებში. ხშირად ისინი ჰგვანან გამდნარ ბროლს. არა თუ, იშვიათად გაჯერებული არიან წყლის ბუშტუკებით. ზეციური კრისტალები ხდებიან მომაკვდავთა უდიდესი დამაწყნარებლები. ადამიანებს ეხმარებიან სიკვდილთან დაკავშირებულ შიშებისგან განთავისუფლებაში, რათა მოახდინონ სულის უკვდავების ინდენტიფიკაცია. წარმოქნილი თვითონ მიწიდან, ხელს უწყობენ ადამიანებს, მიწიდან სიცოცხლის ენერგიის შესრუტვაში და მოაქვთ ამ სამყაროს გაწონასწორების და კეთილდღეობის შეგრძნებები. ფორმის მიხედვით ზეციური კრისტალები არ გვანან არც ერთ ბროლის სხვა სახეობას. კრისტალის სხეული ბოლოვდება ბუნებრივი მწვერვალით და როგორც წესი მათ არ გააჩნიათ გლუვი ანდა გადახრილი წახნაგები. ამის გამო ისინი შეუდარებლად ნათლად ბრწყინავენ. განსხვავებით ჩვეულებრივი ბროლისგან, ზეციური კრისტალებს გააჩნიათ ერთი ან რამოდენიმე, მწვერვალი. ან, ანდა საერთოდ არ ააქვთ ის. ყველაზე ნათლად დამახასიათებელ თვისებას წარმოადგენს ის რომ, მრავალ წამონაზარდებით და შეზნექილობებით გააჩნიათ ფენოვანი სტრუქტურა. ზეციური კრისტალები დალაგებულია გეომეტრიული ფორმებით, რომლებიც გამოხატავენ სამყაროს ფუძემდებელ კანონებს. ამ კრისტალების ფორმაში თითქოსდა ჩაბეჭდილია კოსმოსური ანბანის ასოები. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 10:07 PM |