კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 7 2011, 01:37 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კრისტალების გასუფთავება და განმუხტვა
ასეული წლების განმავლობაში ამერიკელი ინდიელები კრისტალების გასაწმენდათ ხმარობდნენ ეგრეთწოდებულ წმინდა ბალახებს. ამ ტრადიციის მიხედვით ყველაზე ძლიერი არომატული სამკურნალო მცენარეებია კედრი და სალბი. როდესაც ამ მცენარეთა წვის დროს გამოიყოფოდა არომატული კვამლი, ინდიელები კრისტალებს ათავსებნენ ამ კვამლში. ეს აირები საუკეთესოდ ასუფთავებენ სამკურნალო კრისტალებს. მიზანშეწონილია, რომ თითოეული სამკურნალო სეანსის დასაწყისში და დამთავრების შემდგომ ეს კრისტალები გაატაროთ ხოლმე ამ კვამლში. რაც ხელს შეუწყობს არა მარტო კრისტალების გასუფთავებას, არამედ მის გარშემო ატმოსფეროს გაწმინდვას დარჩენილი გვერდითა მოვლენებისაგან. ეს მშვენიერი არომატი აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა განწმენდი პრაქტიკის დროს. მაგალითად მედიტაციის, ორთქლის აბანოებში, საუნებში, სიტუაციის გასაწმენდათ კონფლიქტებისა და კამათის შემდეგ, ანდა წინა ნეგატიური ენერგეტიკული ნაშთებისგან განთავისუფლებისას. სხვა მეთოდს კრისტალების და ქვების გასუფთავლებლად და გადამუხტვისთვის წარმოადგენს მათი განთავსება პირამიდის ქვეშ. პირამიდის უნიკალური გეომეტრიული ფორმა ატარებს კოსმიურ ენერგიებს, რომელიც ასუფთავებსა და აჯერებს ყველაფერს, რაც განთავსებულია მის შიგნით. განთავსება დაზიანებული, დასხივებული ანდა გამოფიტული კრისტალების დიდი ხნის ვადით პირამიდის ქვეშ აღადგენს მის სამკურნალო უნარებს და აწინასწორებს მის პოტენციალურ ენერგეტიკულ თვისებებს.. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 05:14 PM |