კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 9 2011, 12:43 AM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
თავის დასახელება ამ მინერალმა მიიღო ინგლისური სახელიდან (Sodium- ნატრიუმი) მისი მოპოვება ხდება ბრაზილიაში, აშშ- ში, კანანადაში, ინდოეთში, ბირმასა და ნამიბიაში. სოდალიტი არის ბუნებაში არის თეთრი, ლურჯი, წითელი და უფერო. საინტერესოა რომ, მზის სხივების ზემოქმედების შემდგომ ეს მინერალი იცვლის ფერს. მაგალითად მიწის ზედაპირიდან მოპოვებული ღია - წითელი ნიმუშები, გარკვეული დროის შემდეგ იღებენ ნაცრის ფერს და ხდებიან შეუხედავი. ამოღებული სიღრმიდან ვარდისფერი სოდალიტი შეიძლება გახდეს თითქმის შავი ფერის. ქინბირის მთებში არსებობს სოდალიტი, რომელის შემადგენლობაში არის ატომური ნახშირბადი. ამ მინერალს მეორე ნაირად შეარქვეს ”გაკმანიტი”. ფინელი მკელევარის ვიქტორ გაკმანიტის საპატივცემლოდ. გაკმანიტიც მზის სხივების ზემოქმედების შედეგად იცვლის ფერს. ინდოელი იოგების მოძღვრების მიხედვით ამ მინერალი გამოიყენება სამედიტაციო ქვად. მათი აზრით ეს ”მესამე თვალის” ერთერთი ქვაა. რომელიც ასუფთავებს გონებას, მიმართავს შინაგან ხედვისკენ და ინტუიციური ცოდნის შეძენისკენ. პრაქტიკულ მაგიაში სოდალიტი ითვლება აშლილი ფსიქონევროტიკული მდგომარეობისას კარგ სამკურნალო ქვად. მისი ტარება სასარგებლოა შინაგანი ჰარმონიის დასამყარებლად. ის განეკუთნება აჯნას და ვიშუდჰას ჩაკრებს. მისი ენერგია მიმღებია ”ინ” საწყისის. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 01:52 PM |