კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
კრისტალები, ქვები, მინერალები, ენერგეტიკული ზემოქმედება |
Aug 5 2011, 08:19 PM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები და მინერალები
აღმოსავლეთ სიბრძნე გვკარნახობს, რომ ჯამრთელობისკენ ერთად ერთი სწორი გზაა - სიცოცხლის დაკარგული ენერგიის და სამყაროსთან ჰარმონიის აღდგენა ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ დონეებზე ერთდროულად. დღეისათვის საკმაოდ პოპულარულია ჯამრთელობის პროფილაქტიკისათვის ჩაკრა სტოუნ მასაჟი. - რომელიც წარმოადგენს ენერგეტიკულ მასაჟს თბილი მინერალების გამოყენებით. სწორედ ძველი ქვები , რომელთაც ათასწლეულების მანძილზე შესრუტული აქვთ მიწის, მზის და წყლის ენერგიები, არიან ადამიანთათვის პოზიტიურ ენერგიის მატარებლები. ისინი ანთავისუფლებენ მას ნეგატიური მუხტისგან, ზემოქმედებენ რა, ადამიანის ფსიქიკასა და სხეულზე განმკურნავი პოზიტიური ენერგიით. გამოყენების მეთოდები ენერგეტიკულ ცენტრებზე (ჩაკრებზე) მასაჟირება გამთბარი მინერალებით წარმოქმნის ენერგეტიკული ნაკადების ბალანსირებულ გადანაწილებას და ქმნის მნიშვნელოვან საწყისებს ადამიანის ჯამრთელობისთვის. პროცედურა შეიცავს გამთაბარი მინერალების განთავსებას ადამიანის სხეულზე, ჩაკრების განლაგების ადგილებზე. ამ დროს ისინი პოზიტიურად ზემოქმედებენ ამ ცენტრებზე და გამოიწვევენ ღრმად განთავსებულ კუნთების ინტენსიურ დამამშვიდებელ ეფექტს. ეს მასაჟი მიმდინარეობს რელაქსაციური მუსიკის ქვეშ და შესაბამის ეთერზეთების გამოყენებით. თუ, თქვენთვის ცნობილია, რომელი ჩაკრის ენერგია არის დაუბალანსირებული მდგომარეობაში, შეიძლება მის აღსადგენად გამოყენებული იქნას მინერალების ზემოქმედების შემდეგი მეთოდი. - დაწექით ისე, რომ ხერხემალი იყოს სწორ მდგომარეობაში. განათავსეთ გამთბარი მინერალები ჩაკრების ადგილმდებარეობაზე. თუ, გაგაჩნიათ ჩაკრების გახსნის სამედიტაციო დისკი ჩართედ ნებისმიერი მათგანი. ანდა ჩართედ ნებისმიერი კასეტა იმ სამედიტაციო ან კლასიკური მუსიკით, რომელიც თქვენში იწვევს სასიამოვნო შეგრძნებებს. მოეშვით, დამშვიდით და ყური მიუგდეთ თქვენს სხეულს. ყველაზე მთვარი ამ ლითო თერაპიულ მეთოდში არის ზუსტად განსაზღვროთ ამ, თუ იმ მინერალის ”ინი” და ”იანის” ენერგეტიკა და მისი შესაბამისობა კონკრეტულ ჩაკრასთან. იხილეთ: www.aura-help.ge/node/65 www.aura-help.ge/node/52 |
|
|
Aug 9 2011, 06:32 PM
Post
#2
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 374 Joined: 21-June 11 Member No.: 6,495 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სერპენტინიტი თავის გარეგანი შეხედულობით წააგავს ნეფრიტს. მაგრამ ეს სრულიად სხვა სახის მინერალია. (ლათინურად serpens - "გველი"). ასეთი დასახელება მიუთითებს ქვის ფერის დამახასიათებელ შეფერილობას. რომელიც შესაძლებელია იყოს მომწვანო-ყვითელი ან მუქი-მწავნე დამახასიათებელი ლაქებით. ისინი აძლევენ მინერალს მსგავსებას გველის ტყავის შეფერილობასთან. ეს მინერალები ნეფრიტთან ერთად დიდი რაოდენობით მოიპოვებიან ჩინეთში. ხშირად ადამიანები ცვლიდნენ შედარებით უფრო ძვირფას ნეფრიტს ამ მინერალით. ძველი ლეგენდის თანახმად ადამს ვაშლის მეშვეობით, აკრძალული ცოდნის შეძენის მცდელობისას, პირიდან გადმოუარდა სერპენტინიტის ნატეხი. ამიტომაც ამ მინერალს თვლიან მზაკრულ ქვად. ვნებების და ხშირად ცოდვის სიმბოლოდ. ზოგჯერ მას ატარებენ ის ადამიანები, რომლებიც ცდილობენ შეგნებულად შეიყვანონ გარშემონი შეცდომაში. ძველი ცოდნის მცოდნე ადამიანები ამტკიცებენ, რომ, სერპენტინიტისგან შექმნილ სამკაულების ტარება რეკომენდირებულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც სურთ აიცდინონ ცხოვრების გზიდან მოსალოდნელი საშიშროებები. მონღოლეთში ნეფრიტის მსგავსი სერპენტინიტი (ტოლიგორი).ითვლება გველის და ქვეწარმავლების კბენებისგან დამცველ ქვად. ადგილობრივი ადამიანების აზრით, ამ ქვას გააჩნია უნარი მისი პატრონი დაიცვას სხვა ადამიანების ნეგატიური ზემოქმედებისაგან. ზოდიაქოს მიხედვით ეს ქვა ეკუთნის ქალწულს. პლანეტა- მერკური, ნეფპტუნი. ჩაკრა - ანაჰატა, მანიპურა. ენერგია პროექციული ”იანის” |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 04:47 PM |