კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
კაჰუნების საიდუმლო ცოდნა |
Feb 7 2013, 09:40 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ ბოლო დროს შეხება მქონდა ჰავაელი შამანების - კაჰუნების სიბრძნესთან და მომინდა თქვენც გაგიზიაროთ...
ჰუნა (კაჰუნების სწავლება, კაჰუნები – საიდუმლოს მცველები) (ჩრდილოეთ ამერიკა, ძველი ეგვიპტე, ჩრდილოეთ აფრიკა (ბერბერები), ინდოეთი, პოლინეზიის კუნძულები, ჰავაი) "ცოტა თუ დაეჭვდება იმაში, რომ თანამედროვე მსოფლიო გადამწყვეტი გარდატეხის და სიცოცხლის სისავსის მოპოვების წინაშე დგას. ცვლილებებისკენ სწრაფვა პლანეტისა და კაცობრიობისთვის სასიკეთოდ და არა მათ წინააღმდეგ ან მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს იპყრობს." ამ სიტყვებით იწყებს თავის წიგნს "ჰავაელი ექიმბაშები: მკურნალობის საიდუმლოებანი" სუზანა ვიგელი, წიგნს, რომელიც დაწვრილებით გადმოსცემს კაჰუნების ცოდნის არსს და პრაქტიკულ მეთოდებს. სახელწოდება "ჰავაი" კაჰუნების გადმოცემით ნიშნავს მიწის ნაგლეჯს საუკუნეების განმავლობაში სიცოცხლის სუნთქვის შესახებ ცოდნის შენარჩუნებისათვის. უძველესი ლეგენდების თანახმად ამჟამინდელი კუნძულები ესაა მთის მწვერვალები ხმელეთის იმ იდუმალი ჩაძირული ნაწილისა, რომელსაც ერქვა ლემურია და რომელსაც მუს ქვეყანასაც ეძახიან. ზოგიერთი ამ მიწას იმ კაცობრიობის აკვანსაც ეძახის, რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ. ამ ლეგენდების თანახმად ლემურიის ჩაძირვისას მოხდა რაღაც ხალხის გადასახლებისმაგვარი და მრავალმა მისმა ბინადარმა გაიარა გზა ამერიკის კონტინენტისა და ევროპასა და ამერიკას შორის მოქცეული ატლანტიდის გავლით, საიდანაც, როგორც ფიქრობენ, უძველესი ცოდნა მთელს მსოფლიოში გავრცელდა. "კა" ნიშნავს "ოსტატს" (мастер), ხოლო "ჰუნა" ნიშნავს "საიდუმლოს", ან "დაფარულ ცოდნას". სავარაუდოდ, კაჰუნა – ესაა მასწავლებელი, რომელიც ეყრდნობა დაფარულ ცოდნას ან განდობილია ამ ცოდნაში. არის მოსაზრება, რომ ამ კუნძულის მცხოვრებლები როგორღაც იყვნენ დაკავშირებულნი უძველეს ეგვიპტელებთან და კოლუმბამდელ ინდიელ ხალხთან ჩრდილოეთ ამერიკაში – ანაზიელებთან და ჰოპებთან, რადგანაც საოცრად ბევრი მსგავსებაა მათ საიდუმლო ცოდნასა და რიტუალებში, საუკუნეების მანძილზე შენახულ სიბრძნესა და წეს-ჩვეულებებში. აფრიკელი ბერბერები რომლებიც ატლასის მთებში ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ აფრიკაში, მაგიაში იმავე სიტყვებს იყენებენ, რომლებსაც ჰავაელი კაჰუნები, თუ რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ განსხვავებას წარმოთქმაში. ჰავაური სიტყვა კაჰუნა ბერბერებში ჟღერს როგორც გუაჰუნა, ხოლო ჰავაური გამოთქმა, რომელიც აღნიშნავს ქალ-კაჰუნას ანუ კაჰუნა ვაჰინის, ჟღერს როგორც გუაჰინი. სიტყვა, რომელიც ღმერთს აღნიშნავს, ორივე ენაში თითქმის ერთაირად ჟღერს: აკუა და ატუა, ისევე როგორც სხვა მრავალი გამოთქმა. ბერბერების გადმოცემის თანახმად უხსოვარ დროს დიდ უდაბნო საჰარაში, იმ დროს მწვანე, წყლით უხვ და ნაყოფიერ ადგილას კაჰუნების თორმეტი ტომი ცხოვრობდა. დროთა განმავლობაში მდინარეები დაშრა და ეს ტომები ნილოსის ველებზე გადასახლდნენ. იქ, იყენებდნენ მაგიას, რომლითაც კლდის ქვებს ამუშავებდნენ, მშენებლობის ადგილზე გადაჰქონდათ და გიგანტურ პირამიდებს აშენებდნენ. იმ დროს ეს ხალხი მართავდა ეგვიპტეს და სხვა ხალხებზე თავიანთი მაგიის წყალობით მოიპოვეს უპირატესობა. მათ წინასწარ იწინასწარმეტყველეს, რომ მომავალში დადგებოდა საყოველთაო ინტელექტუალური დაბნელების პერიოდი და მათი საიდუმლო ცოდნა დავიწყებას მიეცემოდა. იმისთვის, რომ ეს ძვირფასი განძი შეენახათ მომავალი თაობებისთვის, ეს თორმეტი ტომი რაიმე განცალკევებული ქვეყნის საძებნელად დაიძრა, სადაც გადაიტანდნენ და შეინახავდნენ საიდუმლოს (ჰუნას), სანამ დრო იმდენად არ შეიცვლებოდა, რომ მსოფლიოსთვის მისი დაბრუნება გახდებოდა შესაძლებელი. შორ მანძილზე ხედვის პარაფსიქოლოგიური უნარის მეშვეობით მსოფლიო ოკეანეში ნაპოვნი იქნა უკაცრიელი კუნძული, რომელიც მათ ჩასვლას ელოდებოდა. თერთმეტმა ტომმა წითელი ზღვიდან დინების მეშვეობით გადაცურა და შემდეგ აფრიკისა და ინდოეთის სანაპიროს გავლით წყნარ ოკეანეს მიაღწია. მრავალი წელი გავიდა და მათგან ცნობა არ მოდიოდა, ყოველ შემთხვევაში დარჩენილი მეთორმეტე ტომისთვის. ეს ტომი გაურკვეველი მიზეზების გამო ჩრდილოეთით გადასახლდა ატლასის მთებში. ზუსტად ასეთივე ისტორიას ჰყვებიან ჰავაიზე მცხოვრები კაჰუნებიც. თაობიდან თაობამდე გადაცემული ცოდნა რომ შეენარჩუნებინათ, კაჰუნები დღესაც კი ირჩევენ მოსწავლეებს და ასწავლიან არანაკლებ ოცი წლის განმავლობაში. ყოველ კაჰუნს მხოლოდ ერთი მოსწავლე ჰყავს. როგორც წესი ეს ადამიანი გაცილებით უფრო ახალგაზრდაა მასზე და ავლენს უნარს – შეინახოს და მოუფრთხილდეს ძველ სიბრძნეს ისე, რომ საკუთარი ინტერესებისთვის ბოროტად არ გამოიყენოს იგი. ისინი სწავლობენ დაკვირვებას, იმახვილებენ სმენას და ითვისებდნენ მათ გარშემო სიცოცხლის აღქმას. მოსწავლეებს არასოდეს კიცხავდნენ ან აკრიტიკებდნენ! სამაგიეროდ ხშირად ეუბნებოდნენ გამამხნევებელ სიტყვებს: "ასე განაგრძე!", "კიდევ უფრო ღრმად შეისწავლე!", "უსმინე ბუნებას!" ისინი სწავლობდნენ ზღვასთან, ხეებთან, მცენარეებთან, ქვებთან საუბარს და თავიანთი არსების ისე გახსნას, რომ მათიპასუხებიც გაეგოთ. ყველაფერი მათ გარშემო სიცოცხლის სუნთქვითაა სავსე, და თავად ისინი არიან – სიცოცხლის სუნთქვის ნაწილნი. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Feb 11 2013, 12:10 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,579 Joined: 5-June 12 Member No.: 6,820 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ადამიანის მდგომარეობა განკურნების შემდეგ აღინიშნება სიტყვით ჰოო-ლა, რაც ნიშნავს ჩვეული მშვიდი კონტაქტის აღდგენას სინათლესთან, ანუ უმაღლეს "მე"-სთან. ჰოო-ლა – ნიშნავს განკურნვას. სიტყვის მარცვალი მიანიშნებს იმაზე, რომ მთლიანობაში იგი ითარგმნება როგორც "სინათლის მოხმობა, მის მიზეზად ყოფნა". ამიტომ სინათლის "ანთება", ანუ უმაღლეს "მე"-სთან ჩვეული კონტაქტის დამყარება, მკურნალობის პროცესის ძირითადი ფაქტორების განმსაზღვრელია.
პირველ, მოსამზადებელ ნაბიჯს ავადმყოფის განკურნებაში მისი ფიზიკური ან გონებრივი ნაკლოვანებებისგან, ან მისი მომავლის უკეთესობისკენ ცვლილებისთვის წარმოადგენს კა-ლა, ანუ განთავისუფლება დსანაშაულის გრძნობისგან და სხვა ფსიქიკური ფაქტორებისგან, რომლებიც პაციენტის უმაღლეს "მე"-სთან თავისუფალი კონტაქტის გზებს "ბლოკავენ". საჭიროა შევწყვიტოთ ახლობლების წყენინება, ძველი შეცდომები კი უნდა გამოვასწოროთ. სულებმა, რომლებიც ადრე პაციენტის თხოვნით ცდილობდნენ შური ეძიათ წყენების გამო, უნდა შეწყვიტონ თავიანთი თავდასხმები, თუ ისინი აქმდე ჯერ კიდევ დასდევდნენ დამნაშავეს. ამაშია პატიების არსი, რადგანაც მიტევებით ჩვენ ვწვეტთ ენერგიეს კარგვას, რომელიც აქამდე ჩვენში წყენის გრძნობის შენარჩუნებაზე იხარჯებოდა, ჩვენს დაბალ "მე"-ს ბლოკავდა, ლონოს უფერხებდა გზას კანესკენ და ყრუდ გვაქცევდა როგორც შუა, ასევე მაღალი "მე"-ს "ხმებისადმი". და ასეთი სულიერი სიყრუის შედეგად, ვკარგავთ რა კავშირს ლონოსთან და კანესთან, კიდევ უფრო მეტ ზიანს ვაყენებდით საკუთარ თავს, ვიდრე ის, ვინც გვაწყენინა. მას შემდეგ რაცე ს გაგებულ და გაკეთებულ იქნა სიმბოლური ბილიკი იხსნება და ამის შედეგად ადამიანის ფსიქიკა ნორმას უბრუნდება, მას შეუძლია თავისი ლოცვითი თხოვნების ფორმულირება მოახდინოს. ამ მიზნით საჭიროა სამი ქმედების შესრულება და სამი პირობის დაცვა: 1) მკურნალმა კაჰუნამ საკუთარ თავში დიდი რაოდენობით სასიცოცხლო ძალა უნდა დააგროვოს; 2) ლოცვა უნდა გამოითქვას ძალიან დეტალურად და კონკრეტულად, რის შემდეგაც აუცილებელია მისი სამჯერ გამეორება, რათა აზროფორმებმა ძლიერი ფორმა მიიღონ და სისავსით მიაღწიონ უმაღლეს "მე"-ს. 3) აუცილებელია მოვაგვაროთ კავშირი უმაღლეს "მე"-სთან, ძალიან მკაფიოდ ვიგრძნოთ იგი და გავუგზავნოთ ლოცვები ნატიფ თოკზე გამავალ სასიცოცხლო ძალის ტალღაზე. ჰოო-ლა ასევე აღნიშნავს "სიცოცხლის მიცემას". მარცვალი სიტყვისა ო-ლა მიანიშნებს, რომ სიცოცხლე დამოკიდებულია სიმბოლურ ქმედებაზე (ო) უმაღლეს "მე"-სთან შეხებაში (ლა). კაჰუნება არ იცოდნენ ისეთი ცნებები, როგორიცაა "ხსნა", "ცოდვების გამოსყიდვა", რომლებიც მრავალი რელიგიისთვისაა დამახასიათებელი. მათთვის "ხსნა" წარმოადგენს ჩვეულ, ნორმალურ მდგომარეობას, რომელშიც ადამიანს გამომუშავებული აქვს კონტაქტი თავის უმაღლეს "მე"-სთან როგორც ფიზიკურ ცხოვრებაში, ასევე სიკვდილის შემდეგ. თუ ლოცვა წარმოადგენდა თხოვნას წარმავალ ღირებულებებზე, კაჰუნი ამას ლა-კო-ს უწოდებდნენ, რაც ნიშნავს "სინათლის სამფლობელოში ცხოვრებას". მათ სჯეროდათ, რომ უმაღლეს "მე"-ს შეუძლია ყველანაირი ცხოვრებისთვის აუცილებელი სიკეთე მოგვცეს და კარგი განწყობა მისცეს დაბალ "მე"-ებს, თუკი ისინი მასთან თავისუფალ კონტაქტში იქნებიან. -------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th June 2024 - 09:19 PM |