21 დეკემბერი, 2012 წელი |
21 დეკემბერი, 2012 წელი |
Feb 9 2013, 11:06 PM
Post
#441
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 813 Joined: 18-January 12 From: Mirkwood Member No.: 6,696 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნეტა ჩემთვისაც თუ ბოლო ინკარნაციაა, არ მინდა თქვენ გარეშე
|
|
|
Feb 10 2013, 12:41 AM
Post
#442
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორ იხდიან კარმულ ვალებს?
|
|
|
Feb 10 2013, 04:34 PM
Post
#443
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნეტა ჩემთვისაც თუ ბოლო ინკარნაციაა, არ მინდა თქვენ გარეშე სულიერი ნათესაობა არსად არ იკარგება, არც ფიზიკურ და მით უფრო, არც სულიერ პლანზე. მწამს, ასეთი კავშირების მარადიულობის! -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Feb 11 2013, 12:00 PM
Post
#444
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Feb 11 2013, 01:10 PM
Post
#445
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
earth
QUOTE რატომ მეგონა უფრო დიდი ასაკისა ჩემი თავი? იმიტომ რომ გაცილებით მეტი ასაკის ვართ, ან უფრო სწორად არ გვაქვს ასაკი, დრო აქ, ამ რეალობაში არსებობს, ყველაზე ძნელი ეზოთერულად, თუნდაც წმინდა ფიზიკურად, დროის განსაზღვრაა. რომ წარმოიდგინო საბავშვო კარუსელი - მბრუნავი დისკი, ცხენებით და ირმებით (უკეთესი შედარება ვერ მოვიფიქრე ) და დროდ კარუსელის ტრიალი ჩავთვალოთ, ჩვენ ამ კარუსელზე 200 000 წლის წინ ავედით, ვტრიალებდით ცხენებს და ირმებს ვცვლიდით და ახლა ჩამოვალთ იგივე წამს და იგივე ადგილას სადაც დავჯექით, რადგან მხოლოდ კარუსელი (დრო) ტრიალებდა და არა ირგვლივ მთელი სამყარო |
|
|
Feb 11 2013, 02:14 PM
Post
#446
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დროდ კარუსელის ტრიალი ჩავთვალოთ, ჩვენ ამ კარუსელზე 200 000 წლის წინ ავედით, ვტრიალებდით ცხენებს და ირმებს ვცვლიდით და ახლა ჩამოვალთ იგივე წამს და იგივე ადგილას სადაც დავჯექით, რადგან მხოლოდ კარუსელი (დრო) ტრიალებდა და არა ირგვლივ მთელი სამყარო -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Feb 11 2013, 09:47 PM
Post
#447
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,157 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Lashapoli
შენ ცხენების კარუსელი დადე, ირმები სადაა? (შუტკა) kate QUOTE ყოველდღიური ცხოვრებით, ყოველდღიური ურთიერთობებით უხეში მაგალითი რომ მოვიყვანო, ვისაც წინა ცხოვრებაში უსამართლოდ მოექეცი ან დაასახიჩრე, ამ ცხოვრებაში შეიძლება შენი ხეიბარი შვილი ან ზედმეტად ჭირვეული მეუღლე იყოს.... ეეჰ, რა ძნელია ეს კარმული ვალი, მართლაც ვერაფრით ვერ შველი ვერაფერს. ასეთი შემთხვევები, მთელი ცხოვრება გტანჯავს QUOTE იმიტომ რომ გაცილებით მეტი ასაკის ვართ, ან უფრო სწორად არ გვაქვს ასაკი, დრო აქ, ამ რეალობაში არსებობს, ყველაზე ძნელი ეზოთერულად, თუნდაც წმინდა ფიზიკურად, დროის განსაზღვრაა. რომ წარმოიდგინო საბავშვო კარუსელი - მბრუნავი დისკი, ცხენებით და ირმებით (უკეთესი შედარება ვერ მოვიფიქრე ) და დროდ კარუსელის ტრიალი ჩავთვალოთ, ჩვენ ამ კარუსელზე 200 000 წლის წინ ავედით, ვტრიალებდით ცხენებს და ირმებს ვცვლიდით და ახლა ჩამოვალთ იგივე წამს და იგივე ადგილას სადაც დავჯექით, რადგან მხოლოდ კარუსელი (დრო) ტრიალებდა და არა ირგვლივ მთელი სამყარო კარგად ახსენი ქეთი, ჩვენ ვართ დასაბამიდან, პირველი აფეთქებიდან, როგორც ამბობენ მეცნიერები სამყაროს შექმნაზე არავინ იცის როდის და როგორ შეიქმნა სამყარო, მაგრამ როგორც შეიქმნა იქიდან ვარსებობთ, შეიძლება სხვა სახით, მაგრამ ვარსებობდით. |
|
|
Feb 15 2013, 08:51 PM
Post
#448
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აღარ დავწერ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება მოხდეს, დროის იმ მცირე მონაკვეთში, რომელსაც შესაძლებლობათა ფანჯარა გვაძლევს, რადგან ამის შესახებ ადრეც ბევრი ვისაუბრეთ - გლობალური კატასტროფა, სიბნელის სამი ღამე, ფიზიკური ტრანსფორმაცია.... რომელსაც ჩვენი, როგორც ადამიანური რასის ფიზიკურ პლანზე განადგურება შეიძლება მოყვეს, ამ შემთხვევაში დედამიწის ცივილიზაციას არა მხოლოდ სულიერად სხვა, არამედ ფიზიკურადაც სხვა არსებები გააგრძელებენ, და სავარაუდოდ ეს არსებები იქნებიან ისინი, ვისაც თოვლის კაცის, იეტის, სასკვაჩის, მეჩანის..... და კიდევ სხვა სახელებით ვიცნობთ, რომლებსაც დედამიწის თითქმის ყველა კუთხეში ხვდებიან, თითქმის ყველა კულტურა იცნობს, მაგრამ რეალურად მისი არსებობის დამტკიცება ვერ შეძლეს დღემდე, თუ არ ჩავთვლით ახლახან გახმაურებულ დნმ-ის ანალიზს, რომელიც აქამდე უცნობ ჰუმანოიდურ არსებას ეკუთვნის......, ჩვენი ცივილიზაციის და ადამიანთა გადარჩენილი მცირე ნაწილი, კი, მათთვის რელიგიისა და ღმერთების ფუძემდებელი გახდება....... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია
თუ ყველაფერი გლობალური კატასტროფის გარეშე წარიმართა, ბუნებრივი კატაკლიზმები მაინც გაგრძელდება და უფრო ინტენსიურიც გახდება, პოლუსთა ცვლილებასაც აუცილებლად ექნება ადგილი და კონტინენტთა კონტურებიც შეიცვლება, ეს უკვე მრავალჯერ მოხდა დედამიწაზე და აუცილებლად განმეორდება, მაგრამ ეს არ იქნება გლობალური და "არსებობის დასასრული", მაგრამ ორივე შემთხვევაში, დედამიწის ცივილიზაცია ახლანდელზე გაცილებით ნაკლებად აგრესიული და ჰარმონიული იქნება, (თუმცა იმ დროისათვის ჩვენ, ანუ ჩვენი ცნობიერება, უკვე აღარ ვიქნებით დედამიწაზე , აქ სხვა სულიერი არსებები იქნებიან, მაგრამ ეს ჩვენ მოვიყვანეთ აქამდე ეს პროცესი), რადგან უკვე სხვა ენერგეტიკაა წარმმართველი, აქამდე დომინანტი მამაკაცური აგრესიული ენერგია უკვე ჩაანაცვლა შედარებით რბილმა ქალურმა ენერგიამ, ფიზიკურ პლანზე ეს ცვლილება შეუქცევად პროცესებს დაიწყებს, ცოტა ხანში, თუმცა ეს ცოტა ხანი ერთი ორი დღე ან წელი არ არის , რადიკალურად შეიცვლება ადამიანთა შორის დამოკიდებულებები, მეცნიერების თითქმის ყველა დარგი, ტექნოლოგიები, მედიცინა....., იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე დიდი კატასტროფა მოხდა, პოსტაპოკალიფსური პერიოდი ისეთი არ იქნება, როგორიც წარმოგვიდგენია ან როგორსაც ჰოლივუდი წარმოგვიდგენს -- არსებობისათვის ბრძოლა სასტიკი და სისხლიანი ნაკლებად იქნება, უფრო თანაბრძნობით, ურთიერთდახმარებით, ერთმანეთისათვის ხელი გაწვდით ეცდებიან და შეძლებენ დანგრეულის აღდგენას. ნელნელა დაიშლება მაკონტროლებელი ინსტიტუტები, უსაზღვრო სამხედრო ძალაუფლებაც დაიწყებს პოზიციების დათმობას, თანდათან ჩაცხრება და გაქრება ომისა და კონფლიქტის პატარ-პატარა წყაროები და საბოლოოდ - ყოველგვარი ომის საშიშროება, დედამიწაზე ცხოვრება ჰარმონიული გახდება, დადგება ე.წ. "ოქროს ხანა" და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ქალური ენერგია არ აიღებს ხელში მთლიან ძალაუფლებას და არ გადაფარავს მამაკაცურს, დომინანტობა და ძალაუფლება ახლა ქალურ ენერგიას გახდის აგრესიულს და დამანგრეველს..... თუმცა დაახლოებით 26 000 წელი ამის საშიშროება არ არის, მერე კი ისევ ახალი ციკლი დაიწყება..... |
|
|
Feb 15 2013, 09:03 PM
Post
#449
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 762 Joined: 19-January 12 Member No.: 6,697 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაში გამომადგება მაგის ცდონა ჩემს ხანმოკლე ცხოვრებაში?
|
|
|
Feb 15 2013, 09:05 PM
Post
#450
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate, სულ ყოველთვის მაინტერესებდა როგორი შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, ან ის არსება, რომელიც უშუალოდ გააგრძელებს კაცობრიობას, ვგულისხმობ გენეტიკური ხაზით. თქვენ თქვით, ჩვენი ცნობიერება _ ის, რაც დღეს გვაქვს _ მომავალში აღარ იარსებებს და მას უფრო მაღალი ცნობიერება ჩაანაცვლებს, ნამდვილად შეუქცევადი პროცესია. მხოლოდ წარმოდგენა შემიძლია, როგორი იქნება ადამიანი მომავალში, რა თქმა უნდა, გაზრდილი შესაძლებლობებითა და იმგვარად მოდიფიცირებული, როგორიც სამყარო იქნება, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ასი და უნდაც ათასი წლის შემდეგ, გაცილებით მეტი სულიერი განვითარება და ფიზიკურ პლანზე შეცვლილი გარეგნობა ექნება ადამიანს.
-------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Feb 15 2013, 09:33 PM
Post
#451
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Dondariable QUOTE რაში გამომადგება მაგის ცდონა ჩემს ხანმოკლე ცხოვრებაში? ნამდვილად არა მგონია რამეში გამოგადგეს , უბრალოდ ყველაფერს გამოყენების კუთხით ვერ შეხედავnarilla QUOTE ჩვენი ცნობიერება _ ის, რაც დღეს გვაქვს _ მომავალში აღარ იარსებებს და მას უფრო მაღალი ცნობიერება ჩაანაცვლებს, ნამდვილად შეუქცევადი პროცესია ჩვენი ცნობიერება არსად არ გაქრება, ასეთი რამე შეუძლებელია, იარსებებს რეალობის სხვა უფრო მაღალ საფეხურზე. ჩვენი ადამიანური, homo sapiens-ის სხეულით ისარგებლებს სხვა სულიერი არსებების ცნობიერება. .ცხოვრება იმიტომ კი არ შეიცვლება და უფრო ჰარმონიული გახდება, რომ უფრო მაღალი სულიერი განვითარების არსებები შემოვლენ დედამიწის პლანზე, არამედ იმიტომ რომ დედამიწაზე ახლა უკვე შეცვლილი ენერგეტიკაა და ცივილიზაცია თავიდანაც რომ დაიწყოს, პირველყოფილი ტომებისგან, მაშინაც კი მათი ურთიერთობები არ იქნება აგრესიული და ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული, არამედ შემყნარებლური და ჰარმონიული . |
|
|
Feb 15 2013, 11:14 PM
Post
#452
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ნელნელა დაიშლება მაკონტროლებელი ინსტიტუტები, უსაზღვრო სამხედრო ძალაუფლებაც დაიწყებს პოზიციების დათმობას, თანდათან ჩაცხრება და გაქრება ომისა და კონფლიქტის პატარ-პატარა წყაროები და საბოლოოდ - ყოველგვარი ომის საშიშროება, დედამიწაზე ცხოვრება ჰარმონიული გახდება, დადგება ე.წ. "ოქროს ხანა" და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ ქალური ენერგია არ აიღებს ხელში მთლიან ძალაუფლებას და არ გადაფარავს მამაკაცურს, დომინანტობა და ძალაუფლება ახლა ქალურ ენერგიას გახდის აგრესიულს და დამანგრეველს..... თუმცა დაახლოებით 26 000 წელი ამის საშიშროება არ არის, მერე კი ისევ ახალი ციკლი დაიწყება..... Kate, მომავალი სამხედრო ინსტიტუტების გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ? აი ისეთი მსოფლიო წესრიგი, არც ერთი სამხედრო რომ არ იქნება და არც სახელმწიფო საზღვრები რომ არ იარსებებს... QUOTE დომინანტობა და ძალაუფლება ახლა ქალურ ენერგიას გახდის აგრესიულს და დამანგრეველს..... რა განსხვავებაა ქალურ და მამაკაცურ ენერგიებს შორის? ქალური ენერგია პირიქით, მამაკაცური ენერგიის საპირისპირო ტენდენტიებს არ მოიტანს? მშვიდობა და საყოველთაო ჰაემონია, სამყარო სავსე სიყვარულით... -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Feb 16 2013, 11:19 PM
Post
#453
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
narilla
QUOTE მომავალი სამხედრო ინსტიტუტების გარეშე უნდა წარმოვიდგინოთ? აი ისეთი მსოფლიო წესრიგი, არც ერთი სამხედრო რომ არ იქნება და არც სახელმწიფო საზღვრები რომ არ იარსებებს... დადგება დედამიწაზე ის პერიოდი, ის "ოქროს შუალედის" ხანა, როცა არ იქნება საჭირო არც სამხედრო და არც არანაირი ძალისმიერი ინსტიტუტები, თუმცა ასეთი დრო ხანგრძლივი არ იქნება QUOTE რა განსხვავებაა ქალურ და მამაკაცურ ენერგიებს შორის? ქალური ენერგია პირიქით, მამაკაცური ენერგიის საპირისპირო ტენდენტიებს არ მოიტანს? მშვიდობა და საყოველთაო ჰაემონია, სამყარო სავსე სიყვარულით... კარგი კითხვაა, და ნაწილობრივ პირველთან კავშირში. ერთის მხვრივ პასუხი მარტივია: მთავარი მათ შორის განსხვავება კი არ არის, არამედ ის რომ რეალურად ერთი ენერგიის ორი პოღლუსია, მშვიდობას, ჰარმონიასა და სიყვარულს ვერც ერთი და ვერც მეორე ერთმანეთის გარეშე ვერ მოიტანს, ჰარმონიას მხოლოდ მათ შორის ბალანსი ქმნის, მათი ურთიერთანასწორობა, გავიხსენოთ ინ-იანის სიმბოლო, როდესაც ორივე მხარე თანაბარია ეს არის ზუსტად "ოქროს შუალედი", როგორც კი რომელიმე მათგანი გადაწონის - დისბალანსი იწყება. მეორე მხვრივ, კი, და რაც მთავარია, ჩვენ ვცხოვრობთ დუალისტურ სამგანზომილებაში, რომელიც დროით არის შემოსაზღვრული, ამიტომაც "ოქროს შუალედის" დიდხანს შენარჩუნება არ შეგვიძლია. ჩვენი სამყაროს პირველი კანონი დუალიზმია, კეთილი-ბოროტი, ცივი-ცხელი, სიყვარული -სიძულვილი........, ამის გამოა ერთი შემოქმედი ენერგია ორად გაყოფილი - ქალურად და მამაკაცურად, აქ, რადგან დრო განუწყვეტლივ მიედინება, ორ პოლუსს შორის ბალანსი მხოლოდ დროებითია (ალქიმიის მიხედვით, სამყაროს აგებულების ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, ქანქარას პრინციპია, რომელიც მუდმივად მოძრაობს მარჯვნიდან მარცხნივ, ყოველ სვლაზე აღწევს წამიერად სრულ ბალანსს, და მთელი მისი მოძრაობა ამ ბალანსის მიღწევაა). ჩვენ რომ შევძლოთ თუნდაც მცირე ხნით, საკუთარ თავში დავაბალანსოთ ყველა ენერგია, ყველა გრძნობა და ემოცია, დროის საზღვრებიც დაირღვევა და იმდენად აიწევს ჩვენი ვიბრაცია, რომ, ამ ფიზიკური რელობიდან უბრალოდ გავქრებით და სხვა რეალობაში ავღმოვჩნდებით, ძალიან იშვიათად, მაგრამ იყვნენ და ახლაც არიან მაღალგანვითარებული ადამიანები, ვისაც შესწევს ამის უნარი. |
|
|
Feb 16 2013, 11:35 PM
Post
#454
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE ჩვენ რომ შევძლოთ თუნდაც მცირე ხნით, საკუთარ თავში დავაბალანსოთ ყველა ენერგია, ყველა გრძნობა და ემოცია, დროის საზღვრებიც დაირღვევა და იმდენად აიწევს ჩვენი ვიბრაცია, რომ, ამ ფიზიკური რელობიდან უბრალოდ გავქრებით და სხვა რეალობაში ავღმოვჩნდებით -------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 27th September 2024 - 11:30 AM |