ძილის პარალიჩის ეზოთერული ახსნა |
ძილის პარალიჩის ეზოთერული ახსნა |
Apr 26 2018, 10:40 AM
Post
#1
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რა თქმა უნდა, იცით ძილის პარალიჩის მნიშვნელობა და ბევრს გამოგიცდიათ.
მე დამემართა დაახლოებით 2 წლის წინ. შუაღამეს გამომეღვიძა (გამომეღვიძა თუ არა ეგეც საკითხავია, მაგრამ საოცრად რეალურად იყო ყველაფერი), ვიყავი ძალიან შეშინებული. სხეულს და კიდურებს ვერ ვამოძრავებდი. არადა თვალებს იქით-აქეთ ვაცეცებდი და აშკარად მეღვიძა. შემდეგ ზემოდან დავინახე რომ რაღაც ნაცრისფერი თუ მოშავო არსება მიახლოვდებოდა. რაც უფრო ახლოვდებოდა, მით უფრო მიჭირდა სუნთქვა, თითოს მკერდზე მაწვებოდა. დავიწყე სწრაფად სუნთქვა და ლოცვა რომ დამთავრებულიყო ეს ყველაფერი. რამდენი ხანი გაგრძელდა არ ვიცი, მაგრამ ჩემთვის საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა. მერე როგორც იქნა ავმოძრავდი და მეშველა )))) ამ მოვლენას მედიცინურად ძალინ იაფფასიანად ხსნიან. მაგრამ მე რაც ვიგრძენი, ეს არ იყო უბრალოდ ნევროზის, გადაღლის ბრალი. ის რაღაც მძლავრი და ძალიან ძლიერი იყო, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება მემახსოვრება. რა არის რეალურად ძილის პარალიჩი და თქვენც თუ გქონიათ მსგავსი რამ? |
|
|
Apr 26 2018, 12:16 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს ხდება როდესაც ასტრალური სხეული გასულია,
ამ დროს შეგიძლია ისარგებლო მომენტით და დახელოვნდე გაცნობიერებული სიზმარხილვის პრაქტიკით, განსაკუთრებით ეს მომენტი ხშირია დილას როდესაც ძილს შეიბრუნებ, ამის შესახებ პრაქტიკები მაქვს აქ დადებული, ანუ სხეულიდან გასვლის პრაქტიკები ძილღვიძილის დროს |
|
|
Apr 26 2018, 02:22 PM
Post
#3
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 485 Joined: 14-July 17 Member No.: 7,641 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგიის თემით როდესაც დავინტერესდი და წიგნებს ვკითხულობდი, მახსოვს ერთ ღამეს შავი რაღაც როგორ მიმათრევდა ფეხით საწოლიდან, მექაჩებოდა რეალურად ვიგრძენი ყველაფერი.
რავი შეიძლება ეს ამ თემასთან არაა კავშირში მაგრამ გამახსენდა. ისე ფაქტია რომ ორ სამყაროს შორის არცთუ ისე სქელი კედლია, შეცვლილი ცნობიერებით შეგიძლია იქეთაც შეიხედო, მაგრამ გამოხედვაც უნდა იცოდე ადამიანმა |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 20th October 2024 - 12:17 AM |