ეზოთერული ონ-ლაინ პრაქტიკუმი, ეზოთერიკის შესწავლა ნები |
ეზოთერული ონ-ლაინ პრაქტიკუმი, ეზოთერიკის შესწავლა ნები |
Nov 13 2011, 11:16 AM
Post
#1
|
|
RED soul Group: Members Posts: 120 Joined: 28-October 11 Member No.: 6,599 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოგესალმებით!
1.გაცნობის მიზნით, გთავაზობთ ამონარიდს, პირველი წერილიდან, რომელიც ამ ფორუმის ადმინს მივწერე: QUOTE გამარჯობა! დიდი ხანი უკრაინაში ვცხოვრობდი და შესაბამისად რუსულენოვან საიტებზე ვატარებდი ბიოენერგეტიკისა და იოგის პრაქტიკუმებს. ეხლა, ქართულენოვანი ეზოტერული ფორუმიც აღმოვაჩინე (რისთვისაც მადლობა გეკუთვნის) აქაც შეიძლება უკვე ქართულ ენაზე ჩატარდეს პრაქტიკუმი, ანუ არა უბრალოდ სხვადასხვა ინფორმაცია მივაწოდოთ ფორუმელებს, არამედ ვამეცადინოთ და ვავარჯიშოთ, რომ პრაქტიკული უნარ-ჩვვები შეიძინონ. თუ წინააღმდეგი არა ხარ, მომწერე და დეტალები შევათანხმოთ. თუკი რუსული იცი, ზოგიერთი ჩემი სტატია, ბლოგზე შეიძლება წაიკითხო. http://merlinm.livejournal.com/826.html#cutid1 თავის დროზე, (ასე 7-9 წლის უკან) მოდერატორი ვიყავი და პრაქტიკუმებს ვხელმძღვანელობდი, ისეთ იმდროისათვის წამყვან ეზოთერულ საიტებზე, როგორიც იყო rumagic, ad-store, aworld, alterinfo. თუ ეს რესურსები კიდე არსებობს, შეგიძლია მანდაც ნახო ჩემი პოსტები (ნიკი ყველგან იგივე მაქვს - merlinm). ვმეგობრობდი და ვთანამშრომლობდი ჯგუფთან "Xakeros", ეგენი Xakeri Snovideni-ის მეორე თაობა იყვნენ, ასე რო მათ ვებ-პორტალებზეც შეიძლება რამე იყოს შემორჩენილი. ეს ყველაფერი, იმისთვისაა საჭირო, რომ სანამ ერთმანეტს გავიცნობთ და თავად შეძლებდე ჩემს შეფასებას, წინასწარი აზრი შეგექმნას: შარლატანი ვარ თუ მართლა რაიმეს წარმოვადგენ წარმატებები - merlinm 2. რა არის ონ-ლაინ პრაქტიკუმი და რა სარგებლობა მოაქვს მას? ასევე, მცირეოდენი ინფორმაცია ჩემს შესახებ უდავოა, რომ ეზოთერიკის შესწავლის იდეალური ვარიანტია, როცა გყავს პერსონალური გურუ. (არა ადამიანი, რომელიც თავის თავს უძახის გურუს, არამედ ნამდვილი გურუ ) სამწუხაროდ, ეგეთი ხალხი ძალიან ცოტაა. უდავოა, ისიც, რომ მონდომებულ და ადეკვატურ ადამიანს, დამოუკიდებლადაც შეუძლია დიდი მწვერვალების მიღწევა, მითიმუტეს, რომ ინფორმაცია ბოლო პერიოდში საკმაოდ ბლომად გამოჩნდა. მაგრამ ერთის მხრივ, ეს ცუდიცაა. მაშინ როცა მე ვიწყებდი, ეზოთერიკა, რბილად რომ ვთქვათ, ჩვენი ხელისუფლების საყვარელი მეცნიერებების სიაში არ შედიოდა არსებობდა, თითზე ჩამოსათვლელი, სამიზდატის, დროისგან გაყვითლებული რაგაც წიგნები... მათი საშუალებით ვვარჯიშობდით და ვცდილობდით, ლევიტაცია გვესწავლა ახლა, თანამედროვე პირობებში, საპირისპირო პრობლემაა - არსებულ, უზარმაზარ ინფორმაციულ ოკეანეში, ძალიან ნელია რაიმე რეალურად ღირებულის და მნიშვნელოვანის მოძებნა. უდავოა ისიც, რომ სალმაოდ ბევრია ეზოთერიკით დაინტერესებული ადამიანი. მათთვის ყველაზე რთული პირველი ნაბიჯის გადადგმაა. სანამ ადამიანი საკუთარ გამოცდილებას შეიძენს, მისთვის ზალიან რთულია შეაფასოს ამა თუ იმ მეთოდის, ვარჯიშისა თუ სისტემის ეფექტურობა/დადებითობა. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, რამოდენიმე წლის წინ, ადამიანთა ჯგუფმა, მივიღეთ გადაწყვეტილება მოგვეწყო ონ-ლაინ პრაქტიკუმი დამწყებებისათვის. რა თქმა უნდა, ონ-ლაინ სწავლება ნამდვილ გურუს ვერ შეცვლის, მაგრამ იგი საშუალებას აძლევდა დამწყებებს მიეღოთ ბაზისური ცოდნა და უნარ-ჩვევები, რათა შემდგომ თავად გარკვეულიყვნენ ეზოთერიკის უკიდეგანო ოკეანეში წამოწყებამ ძლიერ გაამართლა. რამოდენიმე პრაქტიკუმის ჩატარების შემდეგ, გაჩნდა იდეა, შეგვექმა გარკვეული სახელმძღვანელოები, რათა ახალი და ახალი პრაქტიკანტებისათვის, ყოველთვის ხელთავიდან არ აგვეხსნა ერთი და იგივე. ეს იდეაც იქნა განხორციელებული. ამ ჯგუფს ერქვა "Fiery" და შესაბამისად პირველ სახელმძღვანელოს დავარქვით: Fiery. Путь в магию - Первые шаги. მეორე: Путь в Магию - Энергетика წიგნები თავიდან მხოლოდ ჩვენი პრაქტიკუმის მონაწილეებისათვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მალე ისეთი პოპულარობა მოიპოვა, რომ რუნეტში არ დარჩენილა ალბათ არცერთი ეზოთერული ვებ-გვერდი, ეგ წიგნები რომ არ ედოს საიტზე. მიუხედავად იმისა, რომ აღწერილი მოვლენებიდან თითქმის უკვე 10 წელი გავიდა, წიგნები დღესაც პოპულარულია და მათი ნახვა ადვილად შეიზლება საძებნი სისტემების გამოყენებით. ეგ ორი წიგნი, არის ბაზისური, დროთა განმავლობაში რამოდენიმე ბროშურაც დავამატეთ. რამოდენიმე წლიანი მუშაობისა და პრაქტიკანტების რამოდენიმე თაობის აღზრდის შემდეგ, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ჯგუფის მუშაობის შეჩერების შესახებ. მითუმეტეს, რომ სამყაროც უკვე, ამ პერიოდისათვის, რბილად რომ ვთქვათ, სხვა რელსებზე გადავიდა. შეიქმნა ბოლო წიგნი: Путь в Магию - Последняя книга Fiery. ზოგიერთი ჩვენი პრაქტიკანტი, უკვე თავად ატარებს პრაქტიკუმებს და შეიძლება ეს პრაქტიკუმები დღესაც მიმდინარეობს. მაგრამ, ჯგუფმა Fiery უკვე კარგა ხანია არსებობა შეწყვიტა. რა თქმა უნდა, შემდეგ გამოჩნდნენ ადამიანები... ზოგი თვითონ იბრალებდა Fiery-ობას, ზოგი აგინებდა ჯგუფს, ზოგი აქებდა, ვინ შრომობდა და ვინ პლაგიატობდა... მაგრამ, ეს ყველაფერი, ინტერნეტ სივრცის თანმხლები მოვლენებია და თანაც არცთუ ისე საინტერესო... დღევანდელი სიტუაცია ისეთია, რომ მე უკვე საქართველოში დავბრუნდი... და რახან აქაც აღმოვაჩინე ეზოთერიკით დაინტერესებულ ადამიანთა ფორუმი და თანაც, ქართულენოვანი ლიტერატურა შედარებით მცირეა, გადავწყვიტე ახალგაზრდობის გახსენება და პრაქტიკუმის მოწყობა, ოღონდ უკვე ქართულ ენაზე... ვფიქრობ, ერთი პოსტისთვის საკმარისი ინფორმაციაა. გაგრძელება იქნება... შემდეგ პოსტში იხილეთ: პრაქტიკუმის დეტალიზებული სქემა -------------------- Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
|
|
Nov 13 2011, 06:45 PM
Post
#2
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ინწირესნა..
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Nov 13 2011, 07:13 PM
Post
#3
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
merlinm
Ra saxis magiazea saubari? |
|
|
Nov 15 2011, 02:00 AM
Post
#4
|
|
RED soul Group: Members Posts: 120 Joined: 28-October 11 Member No.: 6,599 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მაგიის დაყოფა თეთრ, შავ, წითელ და ლურჯ ფერებად თითიდან გამოწოვილ თემად მიმაჩნია... მაგალითად, რა ფერისაა ბოქსი ან კარატე? თუ აპერკოტს ვინმეს დასაყაჩაღებლად გამოიყენებ შავი და თუ ვინმეს დასაცავად თეთრი?
ანაც ემსახურება თუ არა სიკეთეს, ვთქვად ადამიანის ანატომიის ღრმად ცოდნა? თუ ამ ცოდნას ქირურგი იყენებს სიცოცხლის გადასარჩენად კი ბატონო. მაგრამ, თუ ჯალათი იყენებს მსხვერპლისთვის მაქსიმალური ტკივილის მისაყენებლად, წამების დროს? იმის თქმა მინდა, რომ მოვლენები, ნივთები, სწავლებები თავისთავად არც ცუდია და არც კარგი... არც დადებითი, არც უარყოფითი - მათ ასათებად ჩვენი მათდამი დამოკიდებულება აქცევს. მაგიაც ზუსტად ისეთივე სწავლება, მეცნიერება, ცოდნა (რაც გნებავთ ის დაარქვით) არის, როგორც ვთქვათ ზემოთნახსენები ანატომია. მხოლოდ, ფიზიკური სხეულის მაგიერ, შეისწავლის შინაგან სამყაროს, ბევრად უფრო ნატიფ და ღრმა მოვლენებს, კანონებს... აყენებს პიროვნებას თვითშემეცნების გზაზე. ხოლო, თუ ვინ როგორ გამოიყენებს ამ გზით მიღებულ ცოდნასა და შესაძლებლობებს, ეგ უკვე კონკრეტული პიროვნებების გადასაწყვეტია... ცოტა გავაღრმავოთ თემა და თან ჩვენი პრაქტიკუმის ასპექტისაკენაც წავიჩოჩოთ გარკვეული გზის გავლისა და გამოცდილების მიღების შემდეგ, ნათელი ხდება, რომ ყველა ეზოთერულ მოძღვრებას ძირითადად ერთნაირი საფუძველი უდევს და ისინი ძალიან მსგავსია. მაგრამ, ამის აღქმა მხოლოდ ცოდნის გარკვეული სიმაღლიდანაა შესაძლებელი, თავიდან ყველა სისტემა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებული ჩანს. პრინციპში, ისინი არიან კიდეც განსხვავებული, მაგრამ მხოლოდ მეთოდებში, ტერმინებსა და თავიანთი ცოდნის სისტემატიზაციაში, მაგრამ სიღრმისეული დედააზრი, როგორც რუსები იტყვიან "суть", ძალიან მსგავსია. ამ ყველაფრის ასახსნელად, ძალიან კარგი შედარება მომივიდა აზრად. ვთქვათ, ადამიანებს სურთ პირამიდის მწვერვალზე ასვლა. ზოგი ამ ადამიანებიდან პირამიდის ერთ კიდესთან ცხოვრობს, ზოგი - მეორესთან, ზოგი მესამესთან და ზოგიც მეოთხესთან. პირამიდა უზარმაზარია, ამდენად მის ერთ მხარეს ცხელა, მეორე მხარეს - ცივა, მესამე წყლის ნაკადებითაა დაფარული, მეოთხესთამ კი მუდმივი ქარი მძვინვარებს. თავისთავად ცხადია, რომ ამ განსხვავებული პირობების გამო, სხვადასხვა კუთხეში მცხოვრები ხალხი, პირამიდაზე ასვლის სხვადასხვა მეთოდიკას შეიმუშავებს და ისიც თავისთავად ცხადია, რომ ეს მეთოდები ერთმანეთისაგან ძლიერ განსხვავებული იქნება. მაგრამ რაც უფრო მაღლა შეძლებს, კონკრეტული მაძიებელი პირამიდაზე ასვლას, მით უფრო დაუახლოვდებიან სხვადასხვა კუთხიდან წამოსული მაძიებლები ერთმანეთს, ხოლო ისინი ვისაც ეყოფათ ძალა, ნებისყოფა და მონდომება მწვერვალს მიაღწიონ, გააანალიზებენ, რომ ყველანი ერთი და იგივეს ესწრაფვოდნენ და აკეთებდნენ, მაგრამ სხვადასხვა კუთხეებიდან და სხვადასხვა მეთოდებით იმედია, ამ მეტაფორით, საკმაოდ ადვილი გასაგებია, რისი გადმოცემაც მინდა... როცა ჯგუფი Fiery პრაქტიკუმებს ატარებდა, სათაურად ბიოენერგეტიკის პრაქტიკუმს ვარქმევდით. ამ პრაქტიკუმებზე განიხილებოდა და შეისწავლებოდა ის ბაზისური ტექნიკები და მეთოდიკები, რომლებიც საჭირო და დაჟე აუცილებელიცაა, ნებისმიერი სისტემისათვის. ისევ მაგალითი რომ მოვიყვანოთ, ვთქვათ, თუკი ადამიანს სურს შეისწავლოს აღმოსავლური ორთაბრძოლები, მაგრამ ჯერ არა აქვს გადაწყვეტილი, კონკრეტულად რომელი სტილი უნდა. თუ ამ ადამიანს, ჩვენ ვავარჯიშებთ ზოგადი ფიზიკური განვითარებისათვის, განვუვითარებთ მას ფიზიკურ ძალას, გამძლეობას, სისწრაფეს და ასე შემდეგ, ცხადია ეს თვისებები ნებისმიეტ სტილში გამოადგება. დაახლოებით, მსგავსი არის ჩვენი პრაქტიკუმის I კურსი, მასზე ისწავლება ნებისმიერი ეზოთერიკოსისათვის აუცილებელი მეთოდიკები, როგორიცაა:რელაქსაცია, სწორი სუნთქვა, ნებისყოფის წვრთნა, ემოციების სრული კონტროლი, კონცენტრაცია, ვიზუალიზაცია, აზრების შეჩერება ანუ შინაგანი სიჩუმის მიღწევა, მედიტაცია, საკუთარ სხეულში ენერგიის შეგრძნება და მართვა. მხოლოდ, ამ ეტაპის წარმატებით ათვისების შემდეგ, დაიშვებიან კურსანტები ძირითადი პრაქტიკუმის 3 სხვადასხვა დონეზე, რომლებიც უშუალოდ კავკასიური იოგის 3 ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენენ, მაგრამ ამაზე უკვე შემდეგ პოსტში. თუ ბი კონტინიუდ... -------------------- Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
|
|
Nov 15 2011, 02:49 AM
Post
#5
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,489 Joined: 9-November 11 From: გზაზე.. Member No.: 6,612 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩამწერეთ )))))
-------------------- Дыхание — это процесс, обеспечивающий метаболизм живых организмов из окружающей среды кислородом (О2) и отводящий в окружающую среду в газообразном состоянии некоторую часть продуктов метаболизма организма (СО2, H2O и др[1]). Дыхание — основная форма диссимиляции у человека, животных, растений и многих микроорганизмов. При дыхании богатые химической энергией вещества, принадлежащие организму, окисляются до бедных энергией конечных продуктов (диоксида углерода и воды), используя для этого молекулярный кислород.
|
|
|
Nov 15 2011, 12:23 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დავინტერესდი. ველი გაგრძელებას
-------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 15 2011, 08:18 PM
Post
#7
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი ხანია მინდა ინფორმაცია კავკასიურ იოგაზე და მგონი როგორც იქნა მომეცა შანსი გავიგო და შევისწავლო მეც თქვენთან ვარ
|
|
|
Nov 15 2011, 08:29 PM
Post
#8
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,276 Joined: 11-April 10 From: Kazbegi Gergeti Member No.: 6,199 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოა და კარგი თემაა
-------------------- ქარისგან რთველი იხარებს საიდუმლოდ T-ეს ერთიანობაშია. |
|
|
Nov 15 2011, 10:13 PM
Post
#9
|
|
RED soul Group: Members Posts: 120 Joined: 28-October 11 Member No.: 6,599 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
15-მდე მაინც უნდა შევგროვდეთ, რომ ჯგუფი შეიქმნას და პრაქტიკუმი ოფიციალურად გაიხსნას
-------------------- Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
|
|
Nov 15 2011, 10:18 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Root Admin Posts: 2,942 Joined: 24-January 07 From: astral Member No.: 1 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
15 ადამიანი მემგონი შეგროვდება. დაწერეთ აბა ვინ აპირებთ კიდე
1.ანა 2.mamu_ka 3.zet ??? -------------------- |
|
|
Nov 15 2011, 10:36 PM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1.ანა
2.mamu_ka 3.zet 4. old_man -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 15 2011, 11:15 PM
Post
#12
|
|
RED soul Group: Members Posts: 112 Joined: 4-March 10 From: Tbilisi Member No.: 6,167 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1.ანა
2.mamu_ka 3.zet 4. old_man 5.HERMES555 6.??? |
|
|
Nov 15 2011, 11:33 PM
Post
#13
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,268 Joined: 12-March 11 From: დედამიწა :) Member No.: 6,417 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩამწერეთ
-------------------- |
|
|
Nov 16 2011, 01:58 AM
Post
#14
|
|
RED soul Group: Members Posts: 232 Joined: 28-November 09 From: ASGARD Member No.: 6,083 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც ჩამწერეთ
|
|
|
Nov 16 2011, 02:28 PM
Post
#15
|
|
RED soul Group: Members Posts: 120 Joined: 28-October 11 Member No.: 6,599 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე, ყოველთვის ეზოთერიკულ პრაქტიკას უფრო მეტ დროს ვუთმობდი, ვიდრე მის ისტორიას, მაგრამ როცა რაიმე საქმეს იწყებ, მიმსი ისტორიის მთლიანად უგულვებელყოფა მიზანშეუწონელია.
ამდენად, მცირეოდენი ისტორიული ექსკურსი, კავკასიური იოგის შესახებ. დასაწყისისათვის, ორიოდე სიტყვა უნდა ვთქვათ, თვით ტერმინზე "კავკასიური". ჩვენთვის, ანუ კავკასიის რეგიონში მცხოვრები ხალხისათვის, ამ ტერმინს სულ სხვა დატვირთვა აქვს, ვიდრე დანარჩენი მსოფლიოსათვის. ჩვენ, გასაგები მიზეზების გამო, ამ ტერმინს აღვიქვამთ, როგორც რაიმეს დაკავშირებულს კავკასიასთან, ანუ ჩვენს რეგიონთან. თუმცა, დანარჩენი მსოფლიოსათვის, ტერმინი კავკასიური ეს არის რაიმე დაკავშირებული თეთრ რასასთან, რადგანაც მთელს მსოფლიოში თეთრი რასის ოფიციალური სახელწოდებაა, კავკასიური რასა. ეს მეცნიერული, დადასტურებული ფაქტია. თუკი ვინმეს გიმუშავიათ უცხოეთში ან უცხოურ კომპანიებთან და შეგივსიათ რაიმე ოფიციალური ფორმულარი, სადაც რასაა მისათითებელი, მიაქცევდით ალბათ ყურადღებას, გრაფას "Caucasian Race" ამდენად, საბოლოოდ ჯერ კიდე არ არი დადასტურებული, რა იგულისხმა კოლონა ვალევსკიმ, ტერმინში "კავკასიური იოგა". იოგა კავკასიის რეგიონიდან თუ თეთრი რასის, ანუ იგივე კავკასიური რასის იოგა. არსებობს როგორც პირველი, ასევე მეორე ვერსიის როგორც დამადასტურებელი, ასევე საწინააღმდეგო არგუმენტები, თუმცა მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს. პრინციპში, ეს არც არის გადამწყვეტი ფაქტორი, მაგრამ მოსახსენიებლად ღირდა... ისე, მე როგორც ქართველი, უპირატესობას რა თქმა უნდა პირველ ვერსიას ვანიჭებ ბევრად უფრო საინტერესოა, კავკასიური იოგის საწყისები, მისი წარმომავლობა, ანუ ისტორია იმის შესახებ, თუ ვინ მიცა კაცობრიობას ეს ცოდნა. ამ ასპექტში, კავკასიური იოგა, ორგანულად ჯდება მთელი ეზოთერიკის ისტორიულ კანვაში. არსებობს მოსაზრება, რომ მთელი ეზოთერული ცოდნა, რომელიც თანამდეროვე კაცობრიობას გააჩნია, მიღებული აქვს ჩვენს ცივილიზაცია არიული რასისაგან. ძალიან გთხოვთ, ნუ გააიგივებთ ამ რასას გერმანელებთან, ეს ჰიტლერის პროპაგანდისტული სვლა იყო, გაეიგივებინა არიული რასა გერმანელებთან. როგორც ტრადიციული ისტორიული წყაროებიდანაა ცნობილი, არიელები იყვნენ იმ ისტორიული პერიოდისათვის ზედმეტად განვითარებული ხალხების ერთობა, რომელთა დანამდვილებით დედამიწაზე გამოჩენას და შემდეგ გაქრობასაც ვერ ხსნიან. ცნობილია, რომ არიელებმა დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გადაიარეს მთელი ევრაზია და დაიპყრეს აბსოლუტურად ყველა ხალხი, ვინც კი გზაზე შეხვდათ. მაგრამ, ჩვეულებრივი დამპყრობლებისაგან განსხვავებით, ისინი არ ანადგურებდნენ დამარცხებულ ერებს, არ ერჩოდნენ მათ კულტურასა და რელიგიურ შეხედულებებს, არ ახვევდნენ თავს საკუთარი ცხოვრების წესს. პირიქით, აძლევდნენ ცოდნას, თანაც ამ კონკრეტული ხალხის გეოგრაფიული პირობების, ტრადიციების, რელიგიური შეხედულებების და ა.შ. გათვალისწინებითა და შენარჩუნებით. პრიმიტიულად რომ ვთვათ, ისინი მოევლინენ კაცობრიობას როგორც გამოცდილი მშობლები, ჯერ კიდე ჩამოუყალიბებელი, განუვითარებელი და ველური ბავშვების ბრბოს. ჯერ კარგად მიტყიპეს ეს ბავშვები, რომ ჭკუაზე მოეყვანათ, მერე კი მთელი მონდომებითა და პასუხისმგებლობით შეუდგნენ მათ აღზრდა-განათლებას ამდენად, არიულმა რასამ კაცობრიობას მიცა ეზოთერული ცოდნა. თანამედროვე დედამიწაზე არსებულ დამწერლობებს შორის, არიულთან ყველაზე ახლოს დგას სანსკრიტი, იმდენად ახლოს, რომ შეიძლება თითქმის არიელების დამწერლობად მივიჩნიოთ. ცნობილია ისიც, რომ თანამედროვე პირობებში, ყველაზე მეტად ეზოთერული ცოდნა აღმოსავლეთ აზიაშია შემონახული, კერძოდ ინდოეთი, ტიბეტი, ჩინეთი, იაპონია. ეს ორი ფაქტიც ორგანულად ჯდება, არიული რასის ზემოტ ნახსენებ ისტორიაში. ჯერ ერთი, როგორც უკვე აღინიშნა, ისინი მოძრაობდნენ დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ და ყველაზე დიდხანს სწორედ აღმოსავლეთ აზიაში დაყვნენ, როგორც ასე ვთქვათ მარშრუტის საბოლოო წერტილში. მეორეც, არიელების გაქრობის შემდეგ, როგორც ცნობილია კაცობრიობის ისტორია გაგრძელდა და დროთა განმავლობაში წარმოიქმნა 3 უმთავრესი რელიგია: ბუდიზმი, ქრისტიანობა და ისლამი. ამ სამიდან, მხოლოდ ბუდიზმი აღმოჩნდა ტოლერანტული ეზოთერიკისადმი და მეტიც, შეიძლება ითქვას ბუდიზმი გარკვეულწილად შეერწყა-შეეხმატკბილა ეზოთერულ ცოდნას და თავის თავში მიიღო იგი. მაშინ როდესაც დანარჩენმა ორმა რელიგიამ, ქრისტიანობამ და ისლამმა ცეცხლით და მახვილით დაიწყეს ყველა იმ შეხედულების, სწავლებისა და სისტემის განადგურება, რომლებიც ოდნავ მაინც განსხვავდებოდნენ ამ ორი რელიგიისაგან. (საკმარისია გაიხსენოთ ინკვიზიცია, Молот ведьм და ა.შ.) ყოველივე ზემოთქმულიდან გასაგებია, რომ აღმოსავლეთ აზიაში, ბუდიზმის გავრცელების პირობებში, ყველაზე მეტად შემოინახა ეზოთერული ცოდნა. მაშინ როცა ევროპასა დ შუა აზიაში, ქრისტიანობამ და ისლამმა თითქმის მთლიანად გაანადგურეს იგი. შესაბამისად, ამ ორ რეგიონში, ეზოთერული ცოდნა ან საიდუმლო ორდენებსა და დახურულ სკოლებში ინახებოდა, ანაც გეოგრაფიულად მიუდგომელ და მიუწვდომელ ადგილებში შემორჩა. ერთ-ერთ ასეთი ადგილია კავკასიის მთიანეთი. ყველასათვის ცნობილია, რომ მაგალითად სვანეთში, მიუხედავად მათი გაქრისტიანებისა, დღემდე შემორჩენილია წარმართული რიტუალები (ლამარიობა, გვარის მფარველი გველის არსბობა და ასე შემდეგ). ცნობილია ისიც, რომ კავკასიელ მთიელ ხალხთა საბოლოო დამორჩილება და "თავის ჭკუაზე მოყვანა" ვერც ერთმა მმართველმა ვერ მოახერხა, თვით სტალინმაც კი. ამდენად, ამ რეგიონის გეოგრაფიული ჩაკეტილობა და მიუდგომლობა, ქმნიდა ყველა პირობას, რომ შემონახულიყო, არიელების მიერ გადმოცემული უძველესი ეზოთერული ცოდნა და გადარჩენილიყო ეს ცოდნა ქრისტიანობის, კომუნისტების და სხვათა და სხვათა დევნისაგან. შემდეგ პოსტში, ვისაუბრებთ კავკასიური იოგის ძირითად პრინციპებზე, მის ფილოსოფიაზე და მათ განსხვავებაზე ინდური იოგის ფილოსოფიისაგან. -------------------- Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
|
|
Nov 16 2011, 08:22 PM
Post
#16
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ონ-ლაინ პრაქტიკუმი - ვერ გავიგე, ვიდეო დაიდება თუ როგორ მოხდება?
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 18 2011, 03:48 PM
Post
#17
|
|
RED soul Group: Members Posts: 120 Joined: 28-October 11 Member No.: 6,599 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ონ-ლაინ პრაქტიკუმი - ვერ გავიგე, ვიდეო დაიდება თუ როგორ მოხდება? ვიდეო ნაკლებად. პრაქტიკანტებს ეძლევათ ინფორმაცია და ვარჯიშები შესასრულებლად. კვირაში ერთხელ წერენ რაპორტს, საკუთარი მდგომარეობის, წარმატებებისა თუ წარუმატებლობის შესახებ. სვამენ ვარჯიში პროცესში წარმოქმნილ შეკითხვებს. პრაქტიკუმის წამყვანი აანალიზებს ამ ინფოს, აძლევს რეკომენდაციებს, შემდგომ დავალებებს და ა.შ. -------------------- Сил мне, чтобы изменить то, что не приемлю, и принять то, что не могу изменить, а также разума, чтобы отличить одно от другого!
|
|
|
Nov 18 2011, 11:01 PM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
merlinm
QUOTE 15-მდე მაინც უნდა შევგროვდეთ, რომ ჯგუფი შეიქმნას და პრაქტიკუმი ოფიციალურად გაიხსნას სჩანს მეტი აღარ შეგროვდება. და გასაგებია, ცოტა ხალხია ამ ფორუმზე. სულ 7 მსურველია. რაოდენობას რა მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ პრაქტიკუმი. აბა როდემდე უნდა ვუცადოთ? )) -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Nov 18 2011, 11:31 PM
Post
#19
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
merlinm
პმ-ზე მიპასუხე რა, თუ დრო არ ჭირდება მეც შემოგიერთდებით old_man მგონი პმ-ები იკარგება ამ ბოლო დროს, შეიძლება არც მისვლია ჩემი მესიჯი, შეიძლება ტექნიკურად გასწორება ? -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Nov 18 2011, 11:43 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
tikoroma
QUOTE მგონი პმ-ები იკარგება ამ ბოლო დროს, შეიძლება არც მისვლია ჩემი მესიჯი, შეიძლება ტექნიკურად გასწორება ? ვაჰ მართალი გითხრა არ ვიცი. ზეტის ხელშია ფორუმის ტექნიკური მხარე. მე ერთი უბრალო მოდერი ვარ )) ისე როცა პმ-ს გააგზავნი პოსტის ქვეშ მონიშნე პწიჩკა Add a copy of this message to my sent items folder. რაც ნიშნავს რომ შეინახავს შენს გაგზავნილს და თუ შეინახა ე.ი. გაიგზავნა კიდეც.. -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 03:39 PM |