ფრინველების და თევზებიც მასიური სიკვდილის ფენომენი |
ფრინველების და თევზებიც მასიური სიკვდილის ფენომენი |
May 28 2012, 08:04 PM
Post
#321
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
natuka
ბუნებრივია, რომ ჩვენი ხელი ურევია, აბა უზენაესი ძალები შხამ-ქიმიკატებს არ აფრქვევენ და გენმოდიფიცირებულ მცენარეებს არ ამრავლებენ დედამიწაზე... მწერები თუ გაწყდნენ, მერე არც გენმოდიფიცირებული პროდუქტები აღარ გვექნება, ბუნებრივზე რომ აღარაფერი ვთქვათ... -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jun 2 2012, 11:02 PM
Post
#322
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მგონი ენშტეინი ვარაუდობდა ამას... კი, აინშტაინი წერდა, რომ, თუ ფუტკრები მთლიანად გადაშენდებიან პლანეტიდან, რამოდენიმე წელიწადში ადამიანებიც შეწყვეტენ არსებობასო. ფუტკრების გადაშენება იწინასწარმეტყველა ვანგამ. უფრო სწორად მისი წინასწარმეტყველებით დედამიწაზე ბევრი ცოცხალი არსება, ცხოველები და მცენარეები გადაშენდებიან და ეს პროცესი ფუტკრების გადაშენებით დაიწყებაო. ასევე დენ დაიმმა, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის "შორი ხედვის" ექსპერტმა "დაინახა", რომ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისიდან ფუტკრები "დაბრმავდებიან" და გადაშენებას დაიწყებენ. ფუტკრების მასიური გადაშენება დაიწყო თუ შეამჩნიეს 2005 წლიდან, მას შემდეგ მათი რაოდენობა ევროპაში 50 პროცენტით, ამერიკაში კი თითქმის 70 პროცენტით შემცირდა, და პროცესი გრძელდება. არავითარი ახალი დაავადება ან ახალი პარაზიტი, რომელიც ფუტკრებს ანადგურებს არ უპოვიათ, ვარაუდობენ რომ შედარებით ახალი საწამლავი ე.წ. ნიკოტინოიდური პესტიციდები იწვევს ფუტკრების დახოცვას, მაგრამ ისეთი ადგილებიდანაც ქრება ფუტკრები, სადაც ახლომახლო ამ ქიმიკატს არ იყენებენ, არის ვერსია მზის ინტენსიურად გაზრდილი გამოსხივება ხელს უშლით ფუტკრებს ორიენტაციაში (რადგან ძირითადად მუშა ფუტკრები "ქრებიან", მეპატრონეს სკაში მხოლოდ დედა ფუტკარი და მცირე რაოდენობის სხვა " არა მუშა" ფუტკარი ხვდება), ან არეული ელექტრო-მაგნიტური ხაზები, მოკლედ ჯერჯერობით არავითარი სერიოზული ვერსია არ არსებობს, თუმცა ამ მოვლენას სახელი უკვე შეარქვეს "კოლონიის დაღუპვის დისორდერი" თუ რაღაც ამგვარი. და ეს ერთერთი სერიოზული პრობლემაა დღედღეობით, რომელმაც ადამიანზე შეიძლება მართლაც დამღუპველი გავლენა იქონიოს. საქმე ისაა, რომ თაფლი ყველაზე მცირე საჩუქარია, რასაც ამ უჩვეულო მწერებიდან ვიღებთ, მათი მთავარი ფუნქცია აგროკულტურის განაყოფიერებაა, და სწორედ ეს ქონდა მხედველობაში აინშტაინს როდესაც იმ ფრაზას წერდა. მსოფლიოში არსებული აგროკულტურის, ანუ იმ მცენარეების, რომელსაც ადამიანი საკვებად იყენებს, 70 პროცენტი (!), დამოკიდებულია ფუტკარზე, თუმცა მარცვლეულის 30 პროცენტი ჰაერით, ქარით ნაყოფიერდება, მათ გარეშე ეს მცენარეები, ჩვენი საკვების 70%, არათუ ნაყოფს ვერ მოგვცემენ, არამედ რამოდენიმე წელიწადში გადაშენდებიან, მათთან ერთად გადაშენდება ის ცხოველები და ფრინველები, შინაური თუ გარეული, რომლებიც ამა თუ იმ მცენარეზე არიან დამოკიდებული, მოკლედ თუ ფუტკრები მანამდე გადაშენდებიან, სანამ არ გამოჩნდება, უფრო სწორად არ გაიზრდება რომელიმე სხვა "გამანაყოფიერებელი" მწერების რაოდენობა აუცილებელ კრიტიკულ ზღვრამდე (რომლებიც ან გადაშენდნენ ან მინიმალურად შემცირდნენ, მას შემდეგ რაც ადამიანებმა ფუტკარი "მოაშინაურა" და აგროკულტურების პლანტაციებთან მათი დიდი კოლონიები მოაშენა), ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეგვექმნება. |
|
|
Jun 3 2012, 12:14 AM
Post
#323
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მიყვარს ფუტკარი... |
|
|
Jun 3 2012, 12:20 AM
Post
#324
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 637 Joined: 20-March 12 From: tbilisi Member No.: 6,761 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არადა ძალიან მიყვარს თაფლი
-------------------- |
|
|
Mar 18 2013, 11:37 PM
Post
#325
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Mar 19 2013, 07:52 AM
Post
#326
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 302 Joined: 13-January 12 From: NY Member No.: 6,690 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate
პაპაჩემს რამდენი ხანია ფუტკრები ყავს ალბათ რაც ომიდან დაბრუნდა იმის მერე. ერთი 30 წელია ჩანაწერებს სულ აკეთებს ყოველდღე. რა ხდება როგორ ხდება, რომელმა სკამ რა ქნა და სადაა მამრი და მდედრი და ეგეთები. მოკლედ აღრიცხვას აწარმოებს სულ. დაახლოებით მაგ პერიოდიდან სულ ამბობდა რო ეს სკა გაწყდა, ის სკა გაწყდა ძალიან შემცირდა ფუტკარიო. მიზეზი არ იცოდა ხან რას დააბრალა ხან რას მაგრამ ფაქტია რო რაც ყავდა ფუტკრები ის აღარ ყავს |
|
|
Jun 23 2015, 06:11 PM
Post
#327
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
http://alioni.info/science/dedamiwaze-saxe...dgureba-daiwyo/
სიჩქარე რითაც პლანეტაზე ცხოველები ნადგურდებიან, მიუთითებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ სახეობათა ახალი მასიური განადგურების პერიოდში - რიგით მეექვსეში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მეცნიერები მეხიკოს ავტონომიური უნივერსიტეტის და აშშ-ს რამდენიმე უნივერსიტეტის ბიოლოგების ჯგუფი. „თუკი მიმდინარე ტემპები გაგრძელდება, სიცოცხლეს მრავალი მილიონი წელი დასჭირდება რათა აღადგინოს დაკარგული ბიომრავალფეროვნება. ჩვენი საკუთარი სახეობაც, შესაძლოა სწრაფად გაქრეს“, - ამბობს გერარდო სებალოსი, მეხიკოს ავტონომიური უნივერსიტეტიდან. ეყრდნობა რა ბუნების დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებს, მეცნიერებმა შეადარეს უკანასკნელ 100 წელიწადში ძუძუმწოვართა განადგურების ტემპები ე.წ. „ფონურ“ სიჩქარეს. ესაა სახეობების გადაშენების მაჩვენებელი დედამიწის გეოლოგიურ და ბილოგიურ ისტორიაში ანტროპოგენეზისამდე (ადამიანის გაჩენის პერიოდამდე). როგორც აღმოჩნდა გასულ საუკუნეში დედამიწაზე ცხოველები 114-ჯერ უფრო სწრაფად ნადგურდებიან, ვიდრე წინა ხუთ, მასიურ განადგურების პერიოდებში. ბიოლოგების დათვლით, ხერხემლიანები „ფონური“ სიხშირით რომ იღუპებოდნენ, იმ სახეობების განადგურებისათვის, რომლებიც ბოლო ას წელიწადში გადაშენდნენ, 800-დან 10 000 წლამდე იქნებოდა საჭირო. მიღებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ადრინდელი გათვლები, რომლებსაც აკრიტიკებდნენ პესიმიზმის გამო, მართალი აღმოჩნდა. შეგახსენებთ, რომ ყველაზე ცნობილი და დრამატული სახეობათა განადგურება - მასიური პერმული გადაშენება - 252 მილიონი წლის წინათ მოხდა. ითვლება, რომ მაშინ ხერხემლიანთა 70% გაწყდა. პერმული კატასტროფის შედეგები იმდენად მძიმე იყო, რომ 15 მილიონი წლის მერეც ეკოსისტემის სახეობათა მრავალფეროვნება კიდევ არ იყო აღდგენილი. სულ უკანასკნელი 500 მილიონი წლის მანძილზე ცხოველთა ხუთი მასობრივი გადაშენება მოხდა, რომელთა შედეგად ცხოველთა სახეობების 95% გადაშენდა. --- დედამიწა იცვლება ჩვენ კი ვეწინააღმდეგებით რაც შეგვიძლია ცვლილებებს მაგრამ ბუნებას იცის თავისი საქმე. მთავარია კატები არ გადაშენდნენ სანამ მე ცოცხალი ვარ -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Jun 23 2015, 08:54 PM
Post
#328
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახალი სახის რამე სცოცხლე თუა გამოჩენილი? აი ეს კითხვა მაქვს.
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th October 2024 - 08:59 PM |