კორონა 2020 |
კორონა 2020 |
Mar 14 2020, 11:10 AM
Post
#1
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი ძვირფასებო
მუდმივად გვაფრთხილებენ, რომ საშიში არაფერია, მარტივად გადასატანი ვირუსია და სანერვიულო არ გვაქვს. ამის მიუხედავად მსოფლიოში ტარდება უპრეცენდენტო ზომები მის შესაჩერებლად.ასევე საქართველოშიც. ე.ი. სჯობს დავფიქრდეთ და მოვერიდოთ. რაც შეეხება საქართველოს ამბობენ, რომ ორშაბათიდან კარანტინი გამოცხადდება და სამსახურები დაიკეტება, ტრანსპორტი გაჩერდება და ა.შ. ვარაუდობენ, შუქის, გაზის მიწოდების შეფერხებებს. ბავშვებიანებმა მაინც სჯობს საკვები და რაღაცეები მოვიმარაგოთ. ორშაბათსვე გაქრება მაღაზიიდან რაღაცეები, თუკი გამართლდა. მოხუცებს წამლები შეუძინეთ და გაუფრთხილდით <3 ახლა, 25 ინფიციირებულის ფონზე ძაან ზღაპრად მეჩვენება ასეთი ცნობები მაგრამ ეგებ აფეთქებას ელიან, იქნებ მოქალაქეები დააბრუნონ ევროპიდან და მათ გამო. არ ვიცი. თქვენც გამოთქვით აზრი უცხო ქვეყნებში მყოფმა გაგვაცანით სიტუაცია და მოგვიყევით თქვენი გამოცდილება წარმატებები ჩვენ. პ.ს. 2012-ის გადამკიდე დიდი ხანია გასაქცევად სოფელში საცხოვრებლად ვემზადებით. ბოლოს და ბოლოს, გამოგვადგება ეს მზადება თუ არა?! -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 14 2020, 11:35 AM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,984 Joined: 25-April 07 From: tbilisi Member No.: 28 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე უფრო მაინტერესებს ნატიფ დონეზე რამ გამოიწვია ამ ვირუსის გაჩენა და არის თუ არა ეს რაღაც მნიშვნელოვანი ცვლილებების წერტილი კაცობრიობის განვითარებაში.
არის ეს წმენდა, არასწორი განვითარების შედეგი და დაგროვილი უარყოფითი ენერგიის მატერიალიზება, თუ სხვა რამ.. ამ კუთხითაც განვავიტაროთ თემა -------------------- know yourself and you will know the universe
It's choice--not chance--that determines your destiny |
|
|
Mar 14 2020, 11:53 AM
Post
#3
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი ბატონო
სამყარო რას ფიქრობს არ ვიცი მე ვფიქრობ მსოფლიო მმართველებშ ფინანსების გადანაწილებისთვის არის ცვლილებებია ხოლმე საჭირო ამისათვის ან ომი, ან ბიოლოგიური ომი -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 14 2020, 12:32 PM
Post
#4
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არ მგონია ასე რადიკალურად გაქრეს ყველაფერი. შვეიცარიაში გუშინ რიგ ქალაქებში ცარიელი დახლები და უსაშველო რიგები იყო მაღაზიებში. ახლობელმა გამომიგზავნა ფოტოები. ქმარი შოკშია ომი დაიწყოო...ეს გამოწვეულია ევროპელების ასე თუ ისე მოწყობილ ცხოვრებას შეჩვეულობით. ჩვენი ხალხი მიჩვეულია მუდმივ კრიზისში ცხოვრებას და ამიტომ უფრო მარტივადვგადავიტანთ. პროდუქტების გაქრობა ხალხის პანიკითაა გამოწვეული. ძაანაც რომ მომინდეს ახლა მარაგებს ვერც გავაკეთებ, მაგრამ სხვა შემთხვევაშიც არ ვარ პანიკის მომხრე... ნატიფ დონეზე საშინელი ენერგიაა გარეთ. ზუსტად ამის გამოა ასე დარეკლამირებული ეს ვირუსი, რომელიც მომავალში, ცოტა შესუსტებული სახით, ჩვეუკებრივ სეზონურ გრიოად დარჩება ჩვენთან.
რაც შეეხება ვირუსის გავრწცელებას. პირველი მიზეზი-დიდი რაოდენობით უარყოდითი ემოციების გენერირება. მეორე მიზეზი- ფინანსური და ეკონომიური პლატფოემების გადათამაშება. მესამე მიზეზი- მასების ფსიქოლოვიურად დაჭერა. გვერდითი ეფექტი- დაავადებული, ასაკიანი და სუსტი ადამიანების მარტივად მოცილება. ამასთანავე ახალი ვაქცინების გასაღების ახალი ბაზარი და ფინანსების მოზიდვის ახალი წყარო. მოკლედ ეს ჯერ არაა საგანგაშო.. გაფრთხილებაა. გირჩევთ ემოციებს არ აყვეთ, რაც ძირითადი დანიშნულებაა ამ ვირუსის. რაც შეიძლება მეტი უარყოფითი ემოციის აკუმულირება მოახდინოს. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 14 2020, 02:09 PM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა რა პანიკაა
მართლა თუ ჩაკეტეს, მერე ნახე D არადა დავირუსებულები დასეირნობენ აქეთ-იქით -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 14 2020, 04:06 PM
Post
#6
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ორშაბათიდან ცოტა გამკაცრდება ზომები, მაგრამ მთლად იზოლაციაში არ ვიქნებით . საზღვრები ჩაიკეტა ახლო მეზობლებთანაც
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 14 2020, 05:05 PM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვირუსი როგორც ამბობენ ძალიან ადვილად ვრცელდება. საბერძნეთში დაიკეტა თითქმის ყველაფერი, გარდა მარკეტების, აფთიაქების, ბანკების... ამბობენ რომ ყველაფერი დაიკეტება.
|
|
|
Mar 14 2020, 05:15 PM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არც საბერძნეთში იყო ბევრი, მაგრამ ბოლო ორ დღეში უცებ გაიზარდა რიცხვი.
ბავშვების მშობლებს ბავშვებზე არ უნდა გეშინოდეთ ისე, როგორც თქვენზე. საშიში ასაკი 50 წელს იწყება(ჩემს ასაკზეა ლაპარაკი )ურო პატარებს როგორც ვიცი არ უნდა შეეშინდეთ, პრობლემა იმაშია ახალგაზრდას შეიძლება ჰქონდეს ვირუსი და დიდს ისე გადადოს, რომ არც იცოდეს დამნაშავე რომ არის. ყველაზე მწარე რაც ამ ვირუსმა მოიტანა, უნდა დავშორდეთ ერთმანეთს და არ ვაკოცოთ არავის, აღარ ჩავეხუტოთ არავის, თორემ შეიძლება გვონდეს, არ ვიცოდეთ და გადავდოთ. საშინელი მდგომარეობაა სუპერ მარკეტებში გაქრა სპირტიანი ხსნარი. 65%-ზე მეტი შემცველობის უნდა იყოს რომ გააკეთო დეზინფექცია. |
|
|
Mar 14 2020, 10:38 PM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გეომეტრიული პროგრესიით ვრცელდება
|
|
|
Mar 15 2020, 01:27 AM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ახლა იმას გეტყვით რომ მეც დავიჯერე თავიდან ხალხის ლაპარაკი, რომ შექმნილი ვირუსია, მაგრამ ვფიქრობ არაა შექმნილი ვირუსი და კლიმატური ცვლილებებით არის გამოწვეული.
ეს ფიქრი მომეცა, როცა „შავი ჭირის“ეპიდემიის ისტორია წავიკითხე: https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%...%83%A0%E1%83%98 „როგორც ჩანს, გავრცელდა ბუნებრივი კერიდან გობის უდაბნოს ტერიტორიაზე ევრაზიაში კლიმატის მკვეთრი ცვლილების შედეგად, რაც გამოწვეული იყო მცირე გამყინვარების პერიოდით. თავიდან მოიცვა ჩინეთი და ინდოეთი, შემდეგ კი მონღოლთა ჯარებსა და სავაჭრო ქარავნებთან ერთად შეიჭრა ევროპაში[⇨]. “ როგორ გავს მოვლენები, სასწაულად. თუ წაიკითხავთ... მაშინ შავი ვირთხა იყო და რწყილი დაავადების გადამტანი. ახლა ღამურა და ვინ იცის... |
|
|
Mar 15 2020, 01:31 AM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
„შავი ჭირის პირველი შემთხვევა ევროპაში 1347 წლის ოქტომბერში დაფიქსირდა. 12 იტალიური გემი შავ ზღვაში მოგზაურობიდან ბრუნდებოდა და და სიცილიის პორტ მესინაში შემოვიდა. თორმეტივე გემის ეკიპაჟი და მგზავრები გემბანზევე დაიხოცნენ.“
ეს მაინც? ახლაც ხომ პირველი იტალიაში გავრცელდა. ბევრი უცნაური დამთხვევა. |
|
|
Mar 15 2020, 01:39 AM
Post
#12
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო, პანიკა არ შეიძლება, ამით ჩვენი ჩაკრები იხსნება და არ გვაქვს ბუნებრივი დაცვა, მაგრამ ცოდნა აუცილებელია. უცოდინრობით ბევრ შეცდომას ვუშვებთ. არ მიეკაროთ ადამიანებს ორ მეტრამდე მანძილზე, ხელები მუდმივად დაიბანეთ და მოერიდეთ სახეზე ხელის შეხებას. შეეცადეთ არ იყოთ ხალხმრავალ ადგილებში, გაუფრთხილდით დიდი ასაკის ხალხს, მოერიდეთ, ნუ მიუახლოვდებით.
საბერძნეთში ამბობენ მაისში ან ივნისში დამთავრდებაო... ეს იმიტომ რომ ვიტამინი დ გაიზრდებაო. მზის გამო. |
|
|
Mar 15 2020, 11:49 AM
Post
#13
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვისაც სჯერა, რომ მსოფლიოს მმართველები ხელოვნურად აწყობენ რაღაცეებს, ეგ დამთხვევებიც ხელოვნური ჰგონიათ. სპეციალურად რომ ამთხვევენ.
შეიძლება წარმოუდგენლად სჩანს, რომ ამდენი ხალხი როგორ უნდა მართოს რამდენიმე ადამიანმაო, მაგრამ ადამიანების გონება სხვა საზრუნავითაა დაკავებული და გარე ფაქტორებს - რეკლამებს და სხვა მართულ ინფორმაციებს იოლად ემორჩილება. მათ შორის ამ დამთხვევებს - ისტორიულს, ასტროლოგიურს, ჭორ-მარტლას. -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 15 2020, 11:50 AM
Post
#14
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო, პანიკაზე რა გითხრა. მომზადებულები ვიყოთ <3
-------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 15 2020, 02:36 PM
Post
#15
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორ ხართ?
მე თურქეთში ვარ ორი დღეა ახალი ამბები არ მიყურებია ბოლოს როგორს ვიცი ხუთამდეა დაინფიცირებული, საქართველოსთან სარფის საზღვარი იკეტება, საჰაერო ღიაა აქ ოჯახებში ადეკოლონს იყენებენ, საერთოდ ასეთი ტრადიციაა სტუმარი რო მოვა ყველას სათითაოდ კოლონიას ასხამ ხელებზე, დღეს ბაზარში ვიყავი მიუხედავად რომ ამ ქალაქში ვირუსი არაა ხალხი ერთმანეთს ხელს აღარ ართმევს მისალმებისას, უბრალოდ გულზე მიიდებენ ხელს და ასე ესალმებიან, რაც შეეხება ვირუსის გავრცელებას ვფიქრობ დაიკლებს და პრეპარატი შეიქმნება |
|
|
Mar 15 2020, 02:50 PM
Post
#16
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც შეეხება 2020 წელს ვფიქრობ და ვგრძნობ რომ ეს არის გარდამავალი პერიოდი, მაქვს ბევრი უცნაური სიზმარი როგორიც ადრე არ მქონია, თან იმის ფონზე რომ არანაირ პრაქტიკების არ ვაკეთებ, ვგრძნობ რომ ჩემი დამხმარე სული მელაპარაკება, გუშინ ღამე გამეღვიძა და ავდექი ვგრძნობ ფიქრის სახით როგორ შემოდის სიტყვები, მე ვარ, ეს მე ვარ, ვინ ვარ მე? რატომ ვარ აქ, ისეთი არაფერია, ზედმეტად ნუ შეიჭერი როლში, ყველაფერი გაცილებით მარტივია, შენ არ ხარ დედაშენი, შენ არ ხარ შენი და, შენ არ ხარ შენი ქმარი, შენ არ ხარ სხვა, მე _ აი მთავარი რასაც უნდა დაკვირვება. მე რას გეუბნება, გახსოვს პირველად როდის იგრძენი? ხო მაშინ ხუთი წლისაც არ ვიქნებოდი, ვიცი მე მე ვარ და არ ვარ ჩემი და, ან დეიდაშვილი ან დეიდა ან ვინმე სხვა, მე მე ვარ, მაშინ სიტყვებით ვერ გადმოვცემდი რა სისულელეა ან ეს რა აღმოჩენა კია მაშინ ასე ვფიქრობდი, მაგრამ ახლა როცა ამდენი სწავლება არსებობს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ვინ ვარ მე, რაოდენ მნიშვნელოვანია "შეიცანი თავი შენი"
რამდენი კატასტროფა მოხდა რამდენი რამე გვახსენებს რომ ყველაფერი აქ წარმავალია რომ დრო მიდის და დროა დავფიქრდეთ რა არის ყველაზე მთავარი, ვინ ვარ "მე" |
|
|
Mar 15 2020, 04:24 PM
Post
#17
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ano
გარდამავალი დროა, კი... არჩევანის დროა -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Mar 15 2020, 07:54 PM
Post
#18
|
|
GREEN soul Group: Members Posts: 1,004 Joined: 9-February 11 Member No.: 6,383 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
როგორ ხართ?
კორონას შიშით ვეღარ დამოხველებიაპო, მამაჩემი მეჩხუბა დღეს. ასაკოვანია, 81 წლის და მეშინია. რა ვიცი, მთალად კლიმატის ცვლილებების ამბავს ვერ ვიჟერებ. აინშტაინის არ იყოს, მესამე მსოფლიო ომს ნუ მკითხვათ და მეოთხე კი ვიცი ჯოხებით და ქვებით იქნებაო, და ესეც ერთერთი ვარიანტის ჟურნალი მგონია. ადრე, ჩემ ბავშვობაში, რომ ფილმებს ჟურნალი ქონდათ წინ... რარაცის რეპტიცია, ან სულად გენერალური რეპეტიცია. ქათმის გრიპი - მამლის წელში, ღორის გრიპი - ღორის წელში, ვირთხის გრიპი - ვირთხის წელში, მომავალშ ხარის წელია და ხარის გრიპი შემოვარდება აურზაურით. რაც ეს აჟიოტჟია ატეხილი იმის მერე ვიძახი, რასაც ამბობენ იმას მეტ ნაკლებად შევეგუე, რასაც არ ამბობენ და ასაიდუმლოევებენ იმის შიში უფრო მაქვს. ან კიდე იმხელა თურქეთსა და რუსეთში თუ ცალეკეული შემთხვევებია, ესეც მეტნაკლებად მაფიქებს, მოკლედ მომკალით და მაინც ხელოვნური მგონია ეს ვირუსი და არ იქნება ბოლო, კიდევ გამოჩნდება -------------------- მე ვითხოვე ძალა... ხოლო ღმერთმა მე მომცა სიძნელეები, რომელთა გადალახვით მე გავხდი ძლიერი.
|
|
|
Mar 15 2020, 08:01 PM
Post
#19
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 5,348 Joined: 25-April 09 From: italia Member No.: 5,947 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
elli
გავავრცელებ ფეისზე შენს მიგნებას :დ ცხოვეური გრიპები ასწორებს -------------------- FORZA ROMA
|
|
|
Mar 15 2020, 09:00 PM
Post
#20
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th October 2024 - 10:35 PM |