რეზო ჩხეიძე, რეჟისორი |
რეზო ჩხეიძე, რეჟისორი |
May 4 2015, 12:31 AM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
2015 წლის 3 მაისი 22 საათი 89 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ქართველი რეჟისორი რევაზ ჩხეიძე ის დაიბადა 1926 წლის 8 დეკემბერს ქალაქ ქუთაისში ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი, სსრკ სახალხო არტისტი (1980), პროფესორი. გადაიღო მხატვრული ფილმები: „ჩვენი ეზო“ (1956, ოქროს მედალი, I პრემია და დიპლომი მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI მსოფლიო ფესტივალზე 1957), „მაია წყნეთელი“ (1959), „განძი“ (1961; დიდი პრიზი დელის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, 1961), „ზღვის ბილიკი“ (1962), „ჯარისკაცის მამა“ (1964, პრემია კორკში (ირლანდია) X საერთაშორისო კინოფესტივალზე, დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის საერთაშორისო კინოფესტივალებზე, პრიზი რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე, ოთხივე 1965), „ღიმილის ბიჭები“ (1969 საქართველოს კომკავშირის პრემია „ჯარისკაცის მამასთან“ ერთად, 1970), „ნერგები“ (1972; დიპლომი მოსკოვისა და ტაშკენტის საერთაშორისო კონოფესტივალებზე, ორივე 1973), „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ (1980; მთავარი პრიზი და დიპლომი ვილნიუსის XIV საკავშირო კინოფესტივალზე, 1981; ლენინური პრემია, 1986; 1991 - უარი განაცხადა) და სხვა. მის ფილმებს ახასიათებს მაღალი იდეურობა, სიახლის გრძნობა,.... მისი ფილმები რაღაცნაირად გულს გაგითბობს და მოგანდომებს მოქმედებას რომ რაღაც კარგი გააკეთო არ ვიცოდი ახლა გავიგე მისი გარდაცვალების შესახებ, დღეს გადიოდა მისი ფილმი „მშობლიურო ჩემო მიწავ!“ რომელსაც პირველად ვუყურე ძალიან მომეწონა რომ ვუყურებდი ნეტავ ასეთი რომ გვყავდეს ვინმე მთავრობაში თქო... ამ ფილმის შემდეგ მეც მომინდა რაიმეს გაკეთება, ხშირად უნდა აჩვენონ მისი ფილმები რომ ხალხს გულები გაუთბეს |
|
|
May 4 2015, 08:00 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მართლაც კარგი რეჟისორი....
|
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th October 2024 - 10:11 PM |