ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
ქრისტიანობა, როგორც მისტერიათა მისტერია. |
Feb 25 2012, 03:56 PM
Post
#41
|
|
RED soul Group: Members Posts: 214 Joined: 6-March 10 From: Eurasia Member No.: 6,170 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος...
კარგი თუ არ გინდა თქმა კი ბატონო არ დაგაძალებ მაგრამ ერთს გეტყვი რაღაცას მგონი შენ უპრო გამოგადგება პითაგორას სკოლაში როცა ახალ მოსწავლეს იღებდნენ მისი ერთ ერთი და მთავარი გამოცდა იცი რა იყო? პითაგორა უცბად აძლევდა ძალიან ძნელ დავალებას და მისცემდა 1 დღეს რომ სიმარტოვეში ამოეხსნა მაგრამ საქმე სხვა რამეში იყო, ვიდრე ამის ამოხსნა არ ამოხსნაში როცა ეს მოსწავლე წარსდგებოდა ყველას წინაშე რათა ემსჯელა მის დავალებაზე ყველა დასცინოდა "აი ახალი პითაგორა მოვიდაო" აბა რას გვეტყვი ფილოსოფისო" "სულ ეს არიის" რასაც ზოგი უძლებდა ზოგი კი ვერ და რის შემდეგადაც პითაგორა ეუბნებოდა შენ საკუთარ თავს და ემოციებს ვერ ფლობ და შენი ადგილი აქ არ არისო. საბოლოოდ კი ერთ ერთმა ასეთმა ყოფილმა მოსწავლემ იძია შური მათ სკოლაზე ასე რომ როცა ტონზე საუბრობ და ემოციებზე ჯერ დაფიქრდი და საკუთარი რეაქცია გააანალიზე და მერე სხვას მიხედე. უკაცრავად შენს სიამაყეს თუ შევეხე ჩენი ტონით მაგრამ ჩემს საქციელს ეშველება შენს სიამაყეს კიდევ არა. ეხლა რაც გინდა ის წერე და კიდევ არავითარი შეცვლილი ნიკი არ მაქვს მე მე ვარ. თუ სხვისი აჩრდილი დაგზდევს დღემდე და მაგ აჩრდილმა განაპირობა რომ საეჭვო ადამიანებს ეუბნები მოკეტეო ეს კიდევ შენი სხვა პრობლემაა ასე რომ შენი საქმისა შენ იცი |
|
|
Feb 25 2012, 05:33 PM
Post
#42
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος
კი, ფართოა გზა ჯოჯოხეთისა და ბჭენი მისნი გახსნილი, მომგებიანობაზე გამთვლელთათვის ოხ, როგორ მატკინეთ გული მაგ ირონიით , რატომ ხართ ასე მკაცრი, ბატონო ჩემო. მე კი, რამხელა იმედი მქონდა ხმას შემაწევდით ჯოჯოხეთის ადმინისტრაციასთან ერთი გრილი ადგილისთვის |
|
|
Feb 25 2012, 08:31 PM
Post
#43
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
kate[quote name='kate' date='25th February 2012 - 08:08 AM' post=67487]
ბევრ რამეში გეთანხმები და კარგად მესმის შენი, მაგრამ ვერ გეთანხმები, რომ გულის და გონების გაერთიანება რწმენით თითქმით შეუძლებელია, ყველა აღმსარებლობაში არიან მორწმუნეები, რომლებისთვისაც მათი რწმენა შემეცნების ერთ-ერთი გზაა მრავალთაგან და არა ერთადერთი, ისინი თავს არავის არ ახვევენ თავის რწმენას და არ ლაპარაკობენ ერთადერთი ჭეშმარიტების სახელით, გახსნილები და მაძიებლები არიან და არ განსჯიან სხვაგვარად ან არამორწნუნეებს, არავის ემუქრებიან ჯოჯოხეთით თუ სულის დაკარგვით და არ თვლიან ლუციფერის, სატანის, არიმანის.... ცდუნებულებად თუ მათ რწმენას არ იზიარებენ, ისინი უნარჩუნებენ ეკლესიებს და ტაძრებს დადებით ენერგიას რაც ნამდვილად იგრძნობა, და ეს მარტო ქრისტიანებს არ ეხებათ რა თქმა უნდა, მქონდა ბედნიერება განსხვავებული რელიგიის ასეთ წარმომადგენლებთან ურთიერთობის. საბედნიეროდ გაცილებით მეტნი არიან, ვიდრე გვგონია, ყოველთვის აღფრთოვანებაში მოვყავდი და მოვყავარ ასეთ ადამიანებს, მე ვერ შევძელი, თუმცა სიმართლე გითხრა არც ძალიან მიცდია და დამერწმუნე, მე და შენი გზა ამ მხრივ, გაცილებით ადვილი და მომგებიანია ვიდრე მათი. [/quote/] კეიტ აქ საუბარი იმაზე არ მქონდა ვინ როგორი აგრესიულია რომელიმე რელიგიის მიმდევრობისას ან ვინ როგორი შემწყნარებელი და შეგნებული... მე ისეთი მაჰმადიანი მინახავს, თავისი არსით შეგნებულობით და მრწმამსით, ნებისმიერ ქრიასტიან მორწმუნეს გულს აუჩუყებდა მისი ტოლერანტობა და შემწყნარებლობა, რადგან თვლიდა, რომ ნამდვილი მორწმუნე არასოდეს გადაემტერებოდა სხვა რელიგიის წარმომადგენელს, თუ მას ჭეშმარიტად სწამდა ღმერთის... მე უბრალოდ ვსვამ კითხვას, რამდენად შეიძლება რომელიმე ერთ რელიგიის ჩარჩოში მოქცევისას შეძლოს ადამიანმა არა სულიერი სიმშვიდის მოპოვება, ხაზს ვუსვამ ამ სიტყვას, არამედ სამყაროს მთლიანი არსის შეცნობა... არ შეუშლის ნებსმიერ რელიგიაში არსებული დოგმატი ამაში ხელს... ძალიან ვწუხვარ მაგრამ ნებიმსმიერ ყველაზე კარგი გაგებით მორწმუნეში მეეჭვება არ შეგემჩნიოს ის რაღაც დიდი ჩარჩო, რომელიც ძალიან ებევრ რამეს კეტავს... აქ ამაზე მქონდა საუბარი... ამიტომ ვთქვი მეეჭვება სამყაროს მთლიანი გაგება ერთ რომელიმე რელიგიაში ჩაეტიოს მეთქი... ხოლო თავად გონებით და გულით ერთდროული რწმენა კი უკვე თავისი არსით სცილდება თქო რელიგიის ჩარჩოებს... ის პრობლემა, რომ ადამიანი აგრესიულადაა განწყობილი სხვა რელიგიის მიმდევართა მიმართ პრობლემის მხოლოდ ერთი და ყველაზე დაბალი მხარეა... ამაზე არც კი მაქვს საუბარი იმდენად გასაგებია უკვე.... |
|
|
Feb 25 2012, 08:44 PM
Post
#44
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
LAIRA
ხომ გითხაარი დაწყნარდი და ისე წაიკითხე მეთქი სანამ ისტერიკებს გამართავ რამეზე ჯერ გაიაზრე... თუ შენ მხოლოდ ქრისტეს ხსენებაზე გენთება თვალებში წითელი ფერი და მეტს ვერაფერს ხედავ ... ჩემივე ნაწერს დაგიდებ და კიდევ ერთხელ გადაიკითხე სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქრისტეს არაფერი არ შემოუტანია ისეთი, რაც პერსონალურად ქრისტიანობის დამსახურებას შეიძლება მივაწეროთ. ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ესაა სამაყაროსეული ცოდნის ნაწილი, რომლის მარცვლებიც არანაკლებაა გაბნეული სხვა კონფესიებშიც. აქ როგორც ატყობ საუბარი ცოტა სხვა რამეს მოიცავდა... თუ ატყობ.... რითაც ხაზი გავუსვი, რომ მხოლოდ ქრისტიანობის ხედვის კუთხიდან გახედვა მთელ სამყაროში შეზღუდვას გამოიწვევს თქო... ისევე როგორც ნებისმიერი მხოლოდ ერთი რელიგიიდან გახედვა.... ნებისმიერ მათგანში არის ის მარცვალი, რომელთა ნაერთი წარმოადგენს შემეცნებას მთლიანობის და არა რომელიმე მათგანში ჩაკეტვა... და კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ რელიგია თავისი არსით ფარავს და კეტავს ამ მარცვალს... რომლის დანახვაც მხოლოდ თავისუფალ გონებას შეუძლია და არა ჩაკეტილს რომელიმე რელიგირ მიმართულებაში... წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ ნაწილობრივი დანახვა იქნება რაღაცის და არა მთლიანობაში .... ეხლა გასაგებია? |
|
|
Feb 25 2012, 08:56 PM
Post
#45
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
hermes
აი მატერიალიზმს თუ დამაბრალებდა ვინმე არ მეგონა თუმცაღა რამის შევეჩვიე ჩემს არასწორ გაგებებს გთხოვთ კიდევ ერთხელ გადაიკითხოთ ეს არის ზოგადად ეზოტერიკა – დაფარული, მაღალენერგეტიკული ინფორმაციის შემცველი ცოდნა. მაგალითად.... რომ არაფერი ვთქვატ უფრო მაღალენეგრეტიკულ მოვლენებზე და ძალიან მარტივი გაგალითით შემოვიფარლო როცა მაღალენერგეტიკულ ინფორმაციაზე ვსაუბრობდი უნდა მიმხვდარიყავით რომ მატერიალისტურად უბრალოდ ვერ მივუდგებოდი ამ საკითხებს აქ ხაზგასმით ვთქვი, რომ ეს მხოლოდ ძალიან მარტივი მაგალიტებია, რადგან უფრო გასაგები ყოფილიყო და პარალელი გავლებულიყო.. დაფარულის ვისთვის? ფიზიკური თვალისთვის, რომელსაც მხოლოდ ფიზიკურის დანახვა ძალუძს. ეზოთერიკაში მთავრდება მატერიალური აზროვნება, ისევე როგორც თევზისთვის მთავრდება საცხოვრისი წყლის ზედაპირით. სულიერი უხილავი სამყაროს აღსაქმელად სხვა აღქმის ორგანოებია საჭირო, მერწმუნეთ ამის თქმა ნამდვილად არ მჭირდება... რადგან აბსოლიტურად ვიზიარებ ამას და უფრო მეტიც ასე ვუყურებ სამყაროს... |
|
|
Feb 25 2012, 09:30 PM
Post
#46
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
LAIRA ხომ გითხაარი დაწყნარდი და ისე წაიკითხე მეთქი სანამ ისტერიკებს გამართავ რამეზე ჯერ გაიაზრე... თუ შენ მხოლოდ ქრისტეს ხსენებაზე გენთება თვალებში წითელი ფერი და მეტს ვერაფერს ხედავ ... ჩემივე ნაწერს დაგიდებ და კიდევ ერთხელ გადაიკითხე აქ როგორც ატყობ საუბარი ცოტა სხვა რამეს მოიცავდა... თუ ატყობ.... რითაც ხაზი გავუსვი, რომ მხოლოდ ქრისტიანობის ხედვის კუთხიდან გახედვა მთელ სამყაროში შეზღუდვას გამოიწვევს თქო... ისევე როგორც ნებისმიერი მხოლოდ ერთი რელიგიიდან გახედვა.... ნებისმიერ მათგანში არის ის მარცვალი, რომელთა ნაერთი წარმოადგენს შემეცნებას მთლიანობის და არა რომელიმე მათგანში ჩაკეტვა... და კიდევ ერთხელ ვამბობ, სამწუხაროდ რელიგია თავისი არსით ფარავს და კეტავს ამ მარცვალს... რომლის დანახვაც მხოლოდ თავისუფალ გონებას შეუძლია და არა ჩაკეტილს რომელიმე რელიგირ მიმართულებაში... წინააღმდეგ შემთხვევაში ეს მხოლოდ ნაწილობრივი დანახვა იქნება რაღაცის და არა მთლიანობაში .... ეხლა გასაგებია? ზე წყნარად ვარ ხაზი არ გაუსვა მეტჯერ ქრისტიანობა ბოლო მოდელი იყო და თუ მას მერე კიდევ მოვიდა ქრისტე გისმენთ ყურადღებით საინტერესო იქნება ამის აღმოჩენა რომ კიდევ მოვიდა ახალი ფორუმულა რელიგია კი არ კეტავს ადამიანი კეტავს რელიგიაში და მერე რელიგიას აბრალებს სიმართლის მარცვალი ყოველთვის რელიგიებში იყო და არა რომელიმე კერძო მეცნიერებებში. ეხლა გამეორება მეზარება და თუ გინდა დაგიკოპირებ გუშინდელი მსჯელობიდან,ხელახლა ვერ დავწერ სხვა რა გიოთხრა, ვერანაირად ვერ არის გასაგები რადგან სუბიექტური მოსაზრებაა რაც ბრძანეთ -------------------- |
|
|
Feb 25 2012, 09:36 PM
Post
#47
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος...
ქრისტეს მაკროკოსმიური არსიდანაა თუკი რაიმე არსებობს პრაცნობიერების სამყაროში ... და კრიშნას ან ბუდას მაკროკოსმიური არსიდან არაა? ყველა მის ბატონს მიჰყვება. თავის უფლები კი ქრისტეს გამჭოლ მიდიან პრაცნობიერების სიმაღლემდე და ვერ ხვდები რომ ბატონის სახელი შეცვალე უბრალოდ და შენც ბატონს მიყვები? |
|
|
Feb 25 2012, 09:59 PM
Post
#48
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
LAIRA
კი მარა მაინცდამაინც ქრისტე უნდა დაარქვა რამეს მისი რომ გაიგო? ქრისტიანობამდე რაც იყო არც იმას დაუკარგია ჯერ თავისი არსი და მნიშვნელობა .. თუ შენ ძალიან გინდა სადმე ჩაკეტვა... შენი არჩევანია... ფორმულებით ცხოვრება კი ცოტა სხვა რამეა...ყველაზე ცუდი ისაა რომ ყველაფერს მხოლოდ ფორმულებით იგებენ... და ბოლოს რომ აჯაფსანდალის მოდელი შემგტავაზონ თავისი ფორმულით, მერე იმას გაყვები? კიდევ ერთხელ გეუბნები, ან კარგად წაიკითხე რა მიწერია, ანარადა არგაგებულიდან დასკვნების გამოტანით საუბარს არ ვარ ჩვეული... და მითუმეტეს დემაგიოგიას, რმელსაც უკვე მიმართავთ რომელიმე კერძო მეცნიერება არც მიხსენებია, ის მაგალითი კი რაც მოვიყვანე წვიმაზე, ძაალიან მარტივი გასაგები რომ ყოფილიყ მხოლოდ იმიტომ, და ნებისმიერ თავისუფალ გონებას პარალელის დაჭერა არ გაუჭირდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს ესეც ძალიან რთული აღმოჩნდა ზოგიერთისთვის... აი კიდე სავალალო შედეგი დოგმის გავლენისა .. დამისახელე ერთი რელიგიური მიმდინარეობა რომელმაც ეს არ გააკეთა... დიახ ადამიანები კეტავენ და მერე რელიგია ერქმევა ამ საქციელს მათსას.. |
|
|
Feb 25 2012, 10:01 PM
Post
#49
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
LAIRA
არსი არსიიი ... ამის გაგებაა მთავარი... სხვაგვარად გაჭირდება ძალიან თორე მაინცდამაინც რომელიმე რელიგიის წარმომადგენელზე აქ არ მაქვს საუბარი... კიდევ ერთხელ ვიმეორებ არ შეიზლება სამყაროს არსის მხოლოდ ერტი ხედივის კუტხიდან ყურებაა |
|
|
Feb 25 2012, 10:06 PM
Post
#50
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 30-October 11 Member No.: 6,600 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
litasi
QUOTE ... და კრიშნას ან ბუდას მაკროკოსმიური არსიდან არაა? რა, სამყარო? არა. სამყარო არის მეორე ლოგოსიდან. ანუ ქრისტედან. წაიკითხეთ, გეთაყვა სახრება. იოანე 1. 1. 1.2. 1.3 ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილ არს. ძვირფასო ლიზი -------------------- ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
|
|
|
Feb 25 2012, 10:12 PM
Post
#51
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
litasi
ქრისტიანობამდე რაც იყო არც იმას დაუკარგია ჯერ თავისი არსი და მნიშვნელობა .. თუ შენ ძალიან გინდა სადმე ჩაკეტვა... შენი არჩევანია... ფორმულებით ცხოვრება კი ცოტა სხვა რამეა...ყველაზე ცუდი ისაა რომ ყველაფერს მხოლოდ ფორმულებით იგებენ... და ბოლოს რომ აჯაფსანდალის მოდელი შემგტავაზონ თავისი ფორმულით, მერე იმას გაყვები? ვაიმე საერთოდ ვერ გაიგე რა ვთქვი რა. ფორმულაში ის კი არ იგულისხმება რასაც დაგიწერს და უნდა აასრულო ეპოქას გააჩნია თავის გამოწვევა,დრო ვითარდება და ადამიანის გონიერება აღარ ერგება ძველ წესებს და საჭიროა განახლება. ერთი ცივილიზაციის მანძილზე მრავალჯერ შეიძლება სხვადასხვა ხალხებში განახლება მოხდეს და მიეცეს ზუსტი ინსტრუქცია თუ რა გზით უნდა იაროს ცივილიზაციამ რომ არ მიაღწიოს ძცელი ცივილიზაციების მსგავსად თვითგანადგურებას. რელიგიები იყო და არის დღემდე სწორედ ამ ინსტრუქციების გამტარი. სხვა რომელიმე კერძო მეცნიერება არ არსებობს. საყოველთაოდ ცნობილია რომ სიმართლის ამრცვლები არის ბუდიზმშიც,ისლამშიც და ყველა ძირითად რელიგიაშიც,მაგრამ ისინი შედარებით ძველია და ისეთი სიზუსტით არ მოქმედებს როგორც ვადაგასული წამალი ისეა სწორედ. ადამიანის განვითარებამ მიაღწია ისეთ საფეხურს რომლის შესაბამისი ფორმულა მოეცა კვლავ კაცობრიობას. ეს ის ბერკეტებია რომლის საშუალებით ცივილიზაციამ უნდა გაიაროს გარკვეული გზა. დანმისახელე ეხლა სად ვახსენე ამ მსჯელობისას ქრისტე ისე რატომ უნდა გაღიზინებდეს ადამიანს ეს სახელი არ მესმის. მილიონჯერ რომ ვთქვა დღეში არ მომბეზრდება იმდენად მიყავრს ის -------------------- |
|
|
Feb 25 2012, 10:19 PM
Post
#52
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος...
ვაიმე რა შინაურული გარემოა... სადაცააა სუფრას გავშლი და დაგპატიჟებთ იმდენად შინაურები ხართ როგორც ეტყობა ... საინტერესოა ეს სახელი საიდან იცით .... მშვენივრად მაქვს გადაბულბულებული ბილბია და არამარტო ბილბია... უძვირფასესო ... სახელი არ ვიცი შენი და ერთი რამ მინდა გითხრა, ბიბლიაში არსებული ინფორმაცია საკმაოდ არასრული ფორმითაა მოცემული და შენ წესით ეს უნდა იცოდე... ხოლო იქიდან რა არის ამოღებული, სახეცვლილი, რატო, როგორ და ასე შემდეგ, წესით შEნთან არ უნდა მჭირდებოდეს ამაზე საუბარი ... |
|
|
Feb 25 2012, 10:24 PM
Post
#53
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος... ვაიმე რა შინაურული გარემოა... სადაცააა სუფრას გავშლი და დაგპატიჟებთ იმდენად შინაურები ხართ როგორც ეტყობა ... საინტერესოა ეს სახელი საიდან იცით .... მშვენივრად მაქვს გადაბულბულებული ბილბია და არამარტო ბილბია... უძვირფასესო ... სახელი არ ვიცი შენი და ერთი რამ მინდა გითხრა, ბიბლიაში არსებული ინფორმაცია საკმაოდ არასრული ფორმითაა მოცემული და შენ წესით ეს უნდა იცოდე... ხოლო იქიდან რა არის ამოღებული, სახეცვლილი, რატო, როგორ და ასე შემდეგ, წესით შEნთან არ უნდა მჭირდებოდეს ამაზე საუბარი ... ეგრე ხომ იეღოველებსაც აქვთ გადაბულბულებული სხვათაშორის ეხლა ახალი დაიწერეს თავისთვის არასრული ფორმით იყო ისო მსგავსი რამ არ მომხდარა 2000 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა რომ ამ ტექსტს ვინმემ რამე დაუმატა შეცვალა შეკვეცა და ასე შემდეგ სახელი გაიმეორა მე მგონი უბრალოდ -------------------- |
|
|
Feb 25 2012, 10:30 PM
Post
#54
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
LAIRA
სხვა რომელიმე კერძო მეცნიერება არ არსებობს. რა მეცნიერებაზე მესაუბრები და რატომ მოიყვანე მეცნიერება, რომელიც არც კი მიხსენებია ... პრობლემა იცი რა არის ლაირა? პრობლემა ის კი არაა რომ რომელიმე რელიგიას უნდა მისდევდე მინცდამაინც ... გინდა ძველს და გინდა ახალს... ეს საერთოდ რომ აფერხებს ადამიანის აზროვნებას ამაშია საქმე ... ვერ ხვდები რომ აქ ცოტა ირონიით ვსაუბრობ ზოგადად რელიგიურ მიმართულებებზე? რატომ უნდა მიყვე ან კრინაიზმს და ან ბუდიზმს, ან თუნდაც მაინცდამაინც ქრსტეს? მე ეს სახელი კი არ მაღიზიანებს, არამედ ის რომ არ მიმაჩნია სწორად ამ სახელზე ჩამოკიდება ეპოქას გააჩნია თავის გამოწვევა,დრო ვითარდება და ადამიანის გონიერება აღარ ერგება ძველ წესებს და საჭიროა განახლება. ვაიმე ამს რას მოვესწარი ეგრე რა... აი ეხლა ამ აზრს ჩაეჭიდე და გაყევი... და მაინცდამაინც ნუ დაელოდები რამეს რომ ჩაანაცვლოს ძველი და შენ კიდე გაყვე... სამყაროს კანონზომიერება უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე მიმდინარეობის მიყოლა... ეხლა გასაგებად ვთქვი? შEნი თავისუფალი აზროვნება, აი ესაა ერთადერთი რაც მოითხოვება... ეს ფორუმი ეზოთერულია... ეზოტერიკა კი გაცილებით დიდია ლაირა და ფართო, ვიდრე რომელიმე რელიგია... სულერთია თუნდაც უახლესი იყოს და ჩაანაცვლოს თუნდაც ქრისტიანობა... |
|
|
Feb 25 2012, 10:34 PM
Post
#55
|
|
RED soul Group: Members Posts: 131 Joined: 10-March 10 From: in my soul Member No.: 6,174 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეგრე ხომ იეღოველებსაც აქვთ გადაბულბულებული ერთი ეგენი არიან რა კიდე აბა ტვინგაჭედილობა მანდ უნდა ნახო ... სახელი გაიმეორა მე მგონი უბრალოდ როგორმე ვხვდები უბრალოდ ვიხუმრე მსგავსი რამ არ მომხდარა 2000 წლის მანძილზე ეს პირველი შემთხვევაა რომ ამ ტექსტს ვინმემ რამე დაუმატა შეცვალა შეკვეცა და ასე შემდეგ ვერ დაგეთანხმები ჩემო კარგო შუა საუკუნეებში იყო ეს ძვირფასი მოვლენა , როცა გარკვეული ტექტსები არაკანონიკურად გამოაცხადეს .. და ფაქტიურად მიუღებლადაც კი ... და არამხოლოდ გარკვეული ტექსტები... ეს სწორედ ის ტექსტებია, დღეს რომ ბიბლიის ამომავალ წერტილადაა მიჩნეული |
|
|
Feb 25 2012, 11:29 PM
Post
#56
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 30-October 11 Member No.: 6,600 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
litasi
QUOTE რატომ უნდა მიყვე ან კრინაიზმს და ან ბუდიზმს, ან თუნდაც მაინცდამაინც ქრსტეს? მე ეს სახელი კი არ მაღიზიანებს, არამედ ის რომ არ მიმაჩნია სწორად ამ სახელზე ჩამოკიდება მერე რატომ ეკიდებით სახელს? ქრისტე არის ღმერთი. მეორე ლოგოსი. ხოლო კრიშნა, ბუდა, და ა.შ. უდიდესი ხელდასხმულები. სხვაობას ხედავთ? კიდევ ერთი - ქრისტეს ნუ აიგივებთ რელიგიასთნ. ეს შეცდომაში შეგიყვანთ. ბატონო ვისვამა მსურდა ამ თემის განგრძობა- განვრცობა. ისევე როგორც სხვა თემებისა სადაც შევეხე. მაგრამ არ სურთ ჩენელინგ პროგრამის მონაწილეებს, რომ სიმართლე გაჟღერდეს. ეს მათს ილუზიას უპირისპირდება, რითაც აქამდე მოვიდნენ და რითაც ცხოვრობენ აქამომდე. ბატონო ვისვამა ჩვენ ვიცით რომ ძალა ხნავს ამა სოფელს. მაგრამ ისიც ვიცით, რომ ხნულში რაც ჩაითესება, ის აღმოცენდება. ისიც ვიცით, რომ თესლს მიწა ჭირდება იმისათვის რათა მოკვდეს. მთვარე- რათა დაიბადოს ხოლო მზე - რათა იზარდოს, იყვავილოს, იმსხმოიაროს, მოიღოს ნაყოფი კეთილი. სამივე უსათუო და აუცილებელია, ბატონო ვისვამა, იცით თქვენ ეს. აუცილებელია, რადგან რომელიმეც რომ გამოაკლდეს, ვეღარ მივიღებთ ჩვენ იმ სიცოცხლის მართლზომიერ ზრდასა და ნაყოფიერებას, რომლის ტოტებში ზეციური ანგელოსნი დაიბუდებენ. და ეს სამივე გაერთიანდა. აქ, დედამიწაზე - ადამიანში. დედამიწაზე (წმინდა სულის ფორმა) აღსდგა უხრწნელი და მარადიული ფანტომი, მზისა და მთვარის (ძისა და მამის) მისტერიებში - ადამიანში. როცა ადამიანში ღმერთი შემოვიდა. ეს მანამდე არასოდეს არ მომხდარა დედამიწის ისტორიაში, ბატონო ვისვამა. მანამდე ადამიანისა და კაცობრიობის წარმმართველობა გარედან ხორციელებოდა აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მისტერიებში. არმმათველობას ახორციელებდნენ ადეპტები, მათს უკან მდგომი იერარქიული არსებების მეშვეობით. მაგრამ, მოხდა ის, რომ თავად სამყაროს შემოქმედი ძალა შემოვიდა ადამიანში და იმიერიდან სამივე კუთხის -აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მისტერიები მასში გაერთიანდა. მთელი მაკროკოსმიური სიბრძნე, რაც მოედინებოდა ადეპტების უკან მდგომი იერარქიული არსებებიდან, ამ ერთში - ადამიანში ინკარნირებულ ღმერთში შემოიქცა! ეს ნიშნავს: იმიერიდან ყველა ადამიანმა თავის თავში მიიღო ყველა მანამდე არსებულ მისტერიათა სიბრძნის გასაღები. და იმიერიდან ადამიანს წარმართავენ არა იერარქიული ძალები, არა ადეპტები, არა სხვადასხვა ჯურის მოძღვრებები, არამედ ქრისტე- მასში! იმიტომ, რომ ქრისტე -ადამიანში არის მისი მარადიული უკვდავი და უხრწნელი ფანტომის აღდგომის ძალები და ერთადერთი გარანტია. გემშვიდობებით კეთილი სურვილებით ბატონო ვისვამა. ერთ ფოტოს დაგიტოვებთ სახსოვრად -------------------- ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
|
|
|
Feb 25 2012, 11:33 PM
Post
#57
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 35 Joined: 9-February 12 Member No.: 6,717 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Τρισμέγιστος
ხალხს აინტერესებს მედიტაცია, ენერგეტიკული ვარჯიშები, სამყაროს შემეცნება და მისი გადარჩენა, ყველანაირი მაგია (იმის გაუთვალისწინებლადაც რომ ადამიანი ისედაც მაგიურია თავის ქმედებებში) და ა.შ და ა.შ. ძალიან ცოტას ესმის თუ რას ნიშნავს: " და კაცს მტრებად ვუქციო მისი სახლეულნი" (მათე 10,36) და თუ ესმის კიდევ უფრო ცოტას უნდა ეს. იგივე: " ვინც ჩემი გულისათვის დაჰკარგავს თავის სულს, მოიპოვებს მას." (მათე 10, 39) არ აინტერსებს ხალხს, არ უნდა. უნდათ რელიგია ან მაგია ან რაღაც სხვა. მაგრამ ქრისტე არ უნდათ. ეს მათი თავისუფალი არჩევანია. "ვინც ჰპოვებს თავის სულს, დაჰკარგავს მას" (მათე 10,39) ასე იხრჩობა ბუზიც თაფლში. სული ტკბილია. |
|
|
Feb 25 2012, 11:40 PM
Post
#58
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 30-October 11 Member No.: 6,600 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამი მაგი - აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის, დასავლეთის მისტერიების მონაგარის თავმოყრა ერთის წინაშე, ვინც მისი მფლობელი და განმკარგველია. სამი მაგი- დედამიწის წინა სამი პლანეტარული მდგომარეობის კვინტესენციის განზავება მეოთხეში. გემშვიდობებით კეთილი სურვილებით, ბატონო ვისვამა. -------------------- ქრისტიანული ეზოთერიკა დედამიწაზე შემოაქვს თავად ღმერთს- ქრისტეს. სხვა ყველა დანარჩენი შემოსულია ადეპტების მეშვეობით.
|
|
|
Feb 25 2012, 11:40 PM
Post
#59
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 46 Joined: 3-January 12 Member No.: 6,676 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE სამყაროს კანონზომიერება უფრო მეტია, ვიდრე რომელიმე მიმდინარეობის მიყოლა... ეხლა გასაგებად ვთქვი? შEნი თავისუფალი აზროვნება, აი ესაა ერთადერთი რაც მოითხოვება... ეს ფორუმი ეზოთერულია... ეზოტერიკა კი გაცილებით დიდია ლაირა და ფართო, ვიდრე რომელიმე რელიგია... სულერთია თუნდაც უახლესი იყოს და ჩაანაცვლოს თუნდაც ქრისტიანობა... საიდან მოდის ეს თქვენი ცოდნა ? სამყაროს კანოონზმიერება უფრო მეტია ? ვინ შექმნა ეს კანონზომიერებანი, ვინ დგას ამაზე მაღლა ? ამას გასცმეთ პასუხს ? ნუ ამოიჩემეთ ტერმინი ქრისტიანული რელიგია, საუბარია ქრისტიანულ ეზოთერიკაზე , რომელიც უპრო მეტი ვიდრე რელიგია, ამიტომ სიტყვა რელიგის ჩართვით ნუ ცდილობ რაიმესთვის ან ვინმესთვის ჩრდილის მიყენებას და ამაზე შემდეგ საპასუხო წერილი მომზადებას. იაფასიანი ხერხია და მეორე. ეზოთერიკაში ზედაპირულად გარკვეულ ადამიანს შეუძლია დააპირისპიროს ერთმანეთს კრიშნა, ბუდა თუ სხვა დიდი ხელდასხმულები და შემდეგ ქრისტეს დაუპირისპირონ. მარტო ეს დეტალიც კმარა იმის დასადგენადაც რა დონეზეა ადამიანი ეზოთერიკაში ჩახედული რამდენად აქვს თავის თავი შემეცნებისთვის დათმობილი. steward ადამიანო, თუ კითხვების დასმა გინდოდა შემოსულიყავი და დაგესვა. მეორე, გასაგებია რომ პითაგორას სკოლის შესახებ წაგიკითხავთ ხელდასხმულებში , მარა თქვენს კითხვას ისეთ სახეს რატომ აძლევთ თითქოს კითხვის ადრესატს ეს არ აქვს წაკითხული? რა დაინახე წინააღმდეგობრივი მის დაწერილსა და შენს ცოდნას შორის ? და თუ რამ დაინახე და შემეცნება გაინტერესებს, დასვი რა კითხვა აჯაფსანდალს ნუ გააკეთებ. |
|
|
Feb 25 2012, 11:50 PM
Post
#60
|
|
YELLOW soul Group: Banned Posts: 795 Joined: 12-October 11 Member No.: 6,582 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სამი მაგი - აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის, დასავლეთის მისტერიების მონაგარის თავმოყრა ერთის წინაშე, ვინც მისი მფლობელი და განმკარგველია. სამი მაგი- დედამიწის წინა სამი პლანეტარული მდგომარეობის კვინტესენციის განზავება მეოთხეში. გემშვიდობებით კეთილი სურვილებით, ბატონო ვისვამა. ამის არ დანახვა როგორ შეიძლება მადლობა ბერძნულნიკიანო :* -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 20th October 2024 - 12:31 AM |