ჩაკრები, ვრცლად, ჩამონათვალით |
ჩაკრები, ვრცლად, ჩამონათვალით |
Nov 11 2008, 11:37 PM
Post
#1
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
”ჩაკრა” - მზის - ცაზე მგორავი დიადი ბორბლის - მეტაფორაა. (ბორბალი, დისკო)
ჩაკრები შეიძლება ითქვას არის კარები სხვა განზომილებებში. და გახსნილია მოძრაობისთვის მატერიიდან ცნობიერებისკენ. ჩაკრები იქმნება ორი ძირითადი ვერტიკალური - აღმავალი და დაღმავალი ენერგეტიკული ნაკადების ურთიერთ შეღწევადობით, ჩაკრები შეიძლება გაიხსნას: სხვადასხვა ფიზიკური ვარჯიშებით, მედიტაციით, მკურნალობის მეთოდებით, ცხოვრებისეული გამოცდილებით და ცნობიერების უმაღლეს დონემდე აყვანით. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:38 PM
Post
#2
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჩაკრები ყვავილის მსგავსად შეიძლება გაიხსნას და დაიხუროს, დაჭკნეს და გაიფურჩქნოს - ეს ყველაფერი ცნობიერებაზეა დამოკიდებული.
ჩაკრები ფიზიკურ დონეზე დაკავშირებულია ნერვულ კვანძებთან და ენდოკრინული სისტემის ჯირკვლებთან. ჩაკრები განსაზღვრავენ ფიზიკური სხეულის ფორმასა და ქცევას ისევე, როგორც გონება ზემოქმედებს ემოციებზე. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:39 PM
Post
#3
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
1. მულადხარა _ ეს ხერხემლის ფუძესთან, კუდუსუნის არეში მდებარე ენერგეტიკული ცენტრია. ჩაკრას ოთხი ფურცელი (ენერგეტიკული ძალწირები) აქვს. ფურცლები მუდმივ ბრუნვაშია, და ქმნიან ძაბრისებრ სპირალს, რომლის ცენტრი თავად ჩაკრიდან გამოდის და თანდათან ფართოვდება. როდესაც ფურცლები ბრუნავს საათის ისრის მიმართულებით _ ხდება უჯრედის სიცოცხლის რეალიზება, ხოლო საათის ისრის საწინააღმდეგოდ ბრუნვისას _ რეალიზდება მატერიალური ფორმის (ფიზიკური სხეულის) სიკვდილი. ეს ჩაკრა პასუხისმგებელია სიცოცხლესა და სიკვდილზე. ეს ოთხი ფურცელი არის ჩვენს შიგნით მომუშავე ოთხი სტიქიის _ მიწის, წყლის, ჰაერისა და ცეცხლის ენერგიის ტრაექტორია. ჩაკრაში უზარმაზარი ენერგიაა , რომელიც ჩვენი განვითარების მოცემულ ეტაპზე მიუწვდომელია გამოყენებისათვის. მისი ძალა დაფარულია ჩვენგან, ის მძინარე მდგომარეობაშია. ეს ენერგიაა _ კუნდალინი _ “ოქროს გველი”. მძინარე მდგომარეობაში ყოფნისას ის დახვეულია სამ ნახევარ რგოლად. გაღვიძებისას _ იწყებს ბრუნვას და აყვება არხს რომელიც ხერხემლის ბოძში მდებარეობს.
კუნდალინის აღმასვლა შესაძლებელია ყველა ძალოვანი ცენტრის სრული ჰარმონიის მიღწევისას, ე.ი. ყველა ჩაკრის გახსნისას, ჩვენი ორგანიზმის შიგნით ყველა ენერგიის ჰარმონიული გაერთიანებისას. კუნდალინის აქვს 1000 ენერგეტიკული ძაფი (ძალწირი). სულიერი განვითარების გაგრძელებისას ისინი უერთდება ზედა ძალოვან ცენტრს, რომელიც მდებარეობს თავში (სახასრარა). ულადხარა ჩაკრა არის რა სიცოცხლისა და სიკვდილის სათავეების მფარველი, წარმოადგენს მოწითალო ნათებას, ხოლო ფურცლების ვიბრაციები ქმნიან ქვედა ოქტავის ნოტა დოს მსგავსს ჟღერადობას. ჩაკრის ფუნქცია მიეკუთვნება მინერალურ საუფლოს; მისი ამოცანაა _ კონტროლი თვითგადარჩენის ინსტინქტზე. მულადხარის განვითარების ევოლუციურ პერიოდში კაცობრიობის მთავარი ამოცანა იყო _ გადარჩენა _ მას თავი უნდა დაეცვა გარეული ცხოველებისაგან, არ გაყინულიყო, მოეპოვებინა საკვები და ა. შ. ამიტომ, ამ პერიოდში, წარმოიქმნა ის რელიგიები, რომლებიც ადამიანს უღვიძებდნენ ერთიანობის შეგრძნებას ბუნებასთან, სტიქიებთან (კერპთაყვანისმცემლობა და ინდუიზმის ზოგიერთი მიმართულება). ამ რელიგიათა რიტუალები გულისხმობდა მსხვერპლთშეწირვას ღმერთებისათვის _ სტიქიებისათვის: მიწისთვის, წყლისთვის, ქარისთვის, წვიმისთვის, ცეცხლისთვის და ა.შ. მრავალმა ინდიელთა ტომმა დღემდე შეინარჩუნა საკუთარი რელიგიური შეხედულებები, რომელიც არის მუხრუჭი ევოლუციურ პროცესში, რითაც აიხსნება მთელი ხალხების მასობრივი გაქრობა. არაფერი არ დგას ადგილზე, ყველაფერი ვითარდება კანონის თანახმად, ხოლო ის რაც არ ვითარდება _ ექვემდებარება განადგურებას. ჩვენი ამოცანაა _ გამოვიყენოთ ჩვენი წინაპრების მიერ გასულ საუკუნეებში მოპოვებული გამოცდილება, და გულის გახსნითა და გონების გაწმენდით შევუერთდეთ მინერალურ საუფლოს; დაწყებული ფიზიკურ პლანზე _ დავასრულოთ სულიერი გამოღვიძებით და როგორც შედეგი ამისა _ ვაღიაროთ თავი ამ საუფლოს ნაწილად, დიადი სტიქიების ერთ პატარა ნაწილაკად, და არა მის ბატონად. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:40 PM
Post
#4
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
2. სვადხისტანა _ მეორე ენერგეტიკული ცენტრი. განთავსებულია მუცლის ქვედა ნაწილში. ჩაკრა წარმოადგენს ნარინჯისფერ მბრწყინავ ენერგეტიკულ შედედებას. აქვს ექვსი ენერგეტიკული ძალწირი, ეს ფურცლები განთავსებულია სამი მარჯვნიდან, სამი მარცხნიდან, ვიბრაციათა თანხვედრისას ისინი ქმნიან ენერგეტიკულ ძაბრს, თანაბარი ჟღერადობით ნოტა რეს სიხშირით.
ეს ჩაკრა მიეკუთვნება მცენარეულ საუფლოს და ასრულებს უჯრედის გამრავლების ფუნქციას, პასუხისმგებელია გენეტიკური კოდების შენარჩუნებაზე, ფორმების გამრავლებასა და მრავალფეროვნებაზე. მასთან არის დაკავშირებული სექსუალური აქტივობა, ადამიანთა გვარის გაგრძელება. სვადხისტანას სიმბოლოა მიწაში ჩაგდებული თესლი და გაზრდილი მინერალური საუფლოსა და სტიქიების მიერ. ამ ენერგიის წყალობით ღვივდებიან ცხოვრების უმშვენიერესი ყვავილები ფორმათა მთელი მრავალფეროვნებით. ევოლუციის მეორე ეტაპზე _ ადამიანისთვის აუცილებელი ოყო გამრავლება, სამყარო უნდა აევსო მრავალფეროვანი ფორმებით _ გაჩნდა სხვადასხვა ერები და ეროვნებები, კანის, თმების, თვალების სხვადასხვა შეფერილობით, სხვადასხვა მეტყველებით. დასახმარებლად მიეცათ რელიგია _ იმ ხანად აყვავებული მუსულმანობა, რომელიც მამაკაცს მრავალცოლიანობის უფლებას აძლევდა. ეს სავსებით გამართლებული იყო კაცობრიობის წინაშე დაყენებული ამოცანით. სექსუალურ ენერგიას აქვს კოლოსალური, ჯერ-ჯერობით ჩვენგან დაფარული ძალა. ეს არის არა მარტო გამრავლების ენერგია არამედ შემოქმედების _ დიადი აღმშენებლობითი ძალა, რომელიც მჟღავნდება სექსუალური ენერგიისა და ყელის ცენტრიდან გამომავალი ენერგიის შერწყმით. ჩვენი თაობის ამოცანაა წმინდა სექსუალური ენერგიის და მეხუთე ჩაკრის (ყელის ჩაკრა) ენერგიის გამოყენება შემოქმედებისათვის, აღმშენებლობისათვის, ამ ორი ენერგიის გაერთიანება და სინთეზი, სულიერი ზრდისა და განათებული ცნობიერების გზით. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:41 PM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
3. მანიპურა _ მესამე ენერგეტიკული ცენტრი, ინსტინქტებისა და ემოციური აღქმის ცენტრი. ის განლაგებულია მზის წნულის არეში. ამ ცენტრის ადგილმდებარეობის საპოვნელად მარჯვენა ხელისგული დავიდოთ ჭიპის თავზე და ზუსტად დიდი თითის ქვემოთ აღმოჩნდება ეს ჩაკრა.
მანიპურას აქვს ათი ენერგეტილული ძალწირი, წყვილწყვილად განლაგებული _ ხუთი მარჯვნივ და ხუთი მარცხნივ. ფურცლების ვიბრაცია ქმნის ნოტა მისთან მიახლოებულ ჟღერადობას. ჩაკრის ნათება მოყვითალო ფერისაა. ეს ჩაკრა მიეკუთვნება ცხოველურ საუფლოს. მისი ფუნქცია იმ ინსტინქტების განვითარებაში მდგომარეობს, რომლებიც ხელს უწყობს მატერიის ცხოვრების გაუმჯობესებას. ესენია _ საკვები, თავდაცვა, საცხოვრებელი, ტანსაცმელი, ნადირობა და სხვა. ჩაკრა მანიპურის განვითარების პერიოდში _ აქტიურად ვითარდებოდა ხელოსნობა; ადამიანთა კეთილდღეობა თანდათანობით იზრდებოდა, ინსტინქტური გონების პირველი ნაპერწკლების წყალობით. გაჩნდა პირველი საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, და კაცობრიობამ დაიწყო გაერთიანება სახელმწიფოებად, ეს უფრო ინსტინქტურად ხდებოდა ვიდრე გონების კარნახით. ამ დროს არ იყო გაცნობიერებული ერთიანობა და მთლიანობა. საზოგადოებაში ყოველთვის შეიმჩნეოდა ლიდერობის, დაპირისპირების, მტრობის სული _ ეს არის ინსტინქტების გამჟღავნების ფაქტორი, რაც ცხოველურ სამყაროს ახასიათებს. მოვლენათა ემოციური აღქმა ცხოველური მდგომარეობის პირველი მახასიათებელია. მანიპურა არის ადამიანისა და ასტრალური სამყაროს დამაკვშირებელი რგოლი. ჯადოქრობა, მკითხაობა და მისთანები _ ეს ასტრალურ სფეროში საქმიანობის შედეგია. ჯადოქრებისა და ექსტრასენსების მომრავლება _ მთლიანობაში საზოგადოების მდგომარეობის მაჩვენებელია და მიუთითებს ევოლუციური პროცესის ამ ეტაპის დასასრულზე. ადამიანებს დასახმარებლად მიეცათ რელიგია _ იუდაიზმი, რომელიც დაეხმარა კაცობრიობას განვითარებაში: სწრაფად განვითარდა ხელოსნობა, მიწათმოქმედება, ვაჭრობა, სავაჭრო კავშირები და სხვა. მოცემულ ისტორიულ მომენტში კაცობრიობის წინაშე დგას ამოცანა _ ისწავლოს ინსტინქტების შეგნებული გამოყენება, დაიქვემდებაროს ისინი და არა ბრმად მიყვეს მათ. არ დახარჯოს ამ ჩაკრის ენერგია ზედმეტ ემოციებზე, არამედ გამოიყენოს ლოგიკური აზროვნების განვითარებისათვის. ეს შესაძლებელია მანიპურის ენერგიის შერწყმისას გულის ცენტრის ენერგიასთან. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:42 PM
Post
#6
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
4. ანახატა _ მეოთხე ენერგეტიკული ცენტრი, სულის ცენტრი, სიყვარულის ენერგია. გამოიყურება როგორც ენერგეტიკული შედედება, მწვანე ნათებით, თორმეტი ენერგეტიკული ძალწირით, ოთხ-ოთხად შეჯგუფებული (სამი ჯგუფი). ფურცლებისგან მომავალი ვიბრაციები, მიახლოებით ქმნიან ნოტი ფას ჟღერადობას. ჩაკრა განლაგებულია გულ-მკერდის ცენტრში, გულის ოდნავ ზემოთ და მიეკუთვნება ადამიანურ საუფლოს.
კაცობრიობის წინაშე დასმული ამოცანები, ამ ჩაკრასთან დაკავშირებით, მდგომარეობს სიყვარულის ენერგიის აზრისა და მნიშვნელობის შემეცნებაში. ევოლუციის მოცემულ ეტაპზე მრავალი ჩვენთაგანი უკვე მივიდა ამ მეტად რთული ამოცანის უშუალო გადაწყვეტასთან. მისი გადაწყვეტა შეუძლებელია ბუნების სამი ქვედა საუფლოს გაერთიანების გარეშე. მხოლოდ განვითარების ამ სტადიის გავლის შემდეგ შეუძლია ადამიანს თანდათან გამოვიდეს ცხოველური მდგომარეობიდან და გადავიდეს ადამიანურის სტადიაზე. ჩაკრის ფურცელთა პირველი ჯგუფი იშლება საწყისი ფაზის გასვლის შემდეგ, მერე ამოცანა რთულდება, და დგება საკუთარ საუფლოში სწორი ურთიერთობების სწავლის აუცილებლობა, რომელიც დაეფუძნება სიყვარულს, ურთიერთგაგებას, დახმარებასა და მხარში დგომას. ამისათვის გვეძლევა რელიგია _ ქრისტიანობა. ათი მცნება არის სწორი ურთიერთობების საფუძველი. რელიგიას მიახლებული ადამიანი თავისთავში განავითარებს ინსტინქტური, გაუთვითცნობიერებელი სიყვარულისა და რწმენის გრძნობას, ამასთან იშლება ფურცელთა მეორე ჯგუფი. აქ აუცილებელია მცირეოდენი განმარტება, სულიერი განვითარების სწორედ ამ სტადიის შესახებ, რადგან, მრავალი ჩვენთაგანი იმყოფება სწავლების სწორედ ამ საფეხურზე. ფურცლების მეორე ჯგუფი პასუხისმგებელია სულის გამოღვიძებაზე. ორი ათასი წლის წინ ქრისტე მოვიდა დედამიწაზე, რათა ეჩვენებინა ადამიანური საუფლოს განვითარების გზა. მან მთელი თავისი სიცოცხლით ხორცი შეასხა სიყვარულისა და მსახურების გზას. სიყვარულის გზა მიიღო კაცობრიობამ, ცდილობდა ამ გზით სიარულს, ხოლო რელიგია ხელს უწყობდა. მაგრამ ეს გაუთვითცნობიერებლად, ინსტინქტურად ხდებოდა, ე.ი. რწმენით. რას ეყრდნობოდა რწმენა _ ბრმა ინსტინქტურ გრძნობას. ადამიანს სჯეროდა სიკვდილის შემდეგ უკეთესი და მარადიული სიცოცხლის, ხოლო დედამიაზე ის ითხოვდა თავისი ცხოვრების შემსუბუქებას. ყველა ლოცვა ფაქტიურად შეიცავს თხოვნას, რომელიც ეფუძნება მოთხოვნილებებსა და სურვილებს. თავად ქრისტეც ამბობს: “ითხოვეთ და მოგეცემათ...” მაგრამ რა უნდა ვითხოვოთ? სულიერი თვალის ახელვა, სულის გამოღვიძება. თხოვნას არ უნდა ჰქონდეს პირადული ხასიათი, არაფერი საკუთარი თავისთვის. და ეს არის შემდეგი _ რწმენის შეგნებული ეტაპი _ მსახურებისა და თავგანწირვის გზა ყველას სასიკეთოდ _ ქრისტეს გზა. იმ შორეულ დროს კაცობრიობას მთლიანობაში არ შეეძლო ბოლომდე გაეგო ეს დიადი სწავლება, თუმცა მის წინაშე არც მდგარა ამდაგვარი ამოცანა. გაცნობიერებული სიყვარული და გაცნობიერებული რწმენა შესაძლებელია მხოლოდ სუფთა, ემოციების ტყვეობისაგან განთავისუფლებული გონების მუშაობის დროს. ეს კი განვითარების იმ პერიოდში შეუძლებელი იყო, რადგან კაცობრიობა მთლიანად იმყოფებოდა ინსტინქტების ტყვეობაში. და მის წინაშე იდგა ამოცანა ინსტინქტების დონეზე განევითარებინა სიყვარულის გრძნობა, რასაც მან უკვე გაართვა თავი ჩვენს დროში. სულის გამოღვიძება შედგა, მაგრამ ინსტინქტურად, გაუცნობიერებლად. შემდეგი ეტაპი უნდა იყოს მსახურების გზა _ გაცნობიერებული სიყვარული, გააზრებული რწმენა, თავისი ამოცანის წმინდა ცოდნაზე და ღრმა გაგებაზე დაფუძნებული. თითოეული შეგნებულად უნდა შედგეს მსახურების გზაზე, ქრისტეს გზაზე. სულის გაცნობიერებულ გაღვიძებას _ საკუთარი ღვთიურობის შეგნებას _ მივყავართ სულის გაღვიძებამდე. ამაზე პასუხისმგებელია გულის ცენტრის ფურცელთა მესამე ჯგუფი. სამივე ჯგუფის ფურცლების ენერგიის გახსნისას იღვიძებს სულის ენერგია და ადამიანი ეუფლება მთლიანი ცენტრის ენერგიას _ სიბრძნეს, რომლის საფუძველია სიყვარულის ცხოვრებისეული პრინციპი. სქემატურად ეს ასე გამოიყურება: სული (სამშვინველი) + სიყვარული და გაცნობიერება = სული და სიყვარულის სიბრძნე. ჩაკრა ანახატა, როგორც თავად ადამიანი, არის დამაკავშირებელი რგოლი მატერიალურ სამყაროსა და სულიერ სამყაროს შორის. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ ყველა საუფლოს, მათ შორის ადამიანურის ერთიანობა და ღვთაებრივი ბუნება. უნდა ვისწავლოთ საკუთარი სხეულის აღქმა სულიწმინდის ჭურჭლად და არა საკვების გადამამუშავებელ და ცხოველურ სურვილთა დამაკმაყოფილებელ მანქანად. რთული გადასვლა ელოდება მთელს კაცობრიობას, რომელიც აუცილებლად დასაძლევია, სხვაგვარად ევოლუციის პროცესი გაჩერდება და შემდგომი თაობები განწირულნი იქნებიან დასაღუპავად. ამჟამად ფასეულობათა ექვივალენტია სიმდიდრე, გამოხატული ფულად ერთეულთა ფორმით, მათი გამოუნთავისუფლებელი ენერგიები ინსტინქტურად იზიდავენ ადამიანებს და დაფასებასაც აიძულებენ. მომავალში ფასეულობათა ექვივალენტი იქნება სუფთა გამონთავისუფლებული ენერგიები. და თუ ჩვენ არ ვისწავლით ჯერჯერობით ადამიანში დაფარული ენერგიების გამოყენებას, კაცობრიობას გადაგვარება ელოდება. თითოეულმა უნდა შეაფასოს თავისი როლი ევოლუციურ პროცესში და გააცნობიეროს ჩვენს წინაშე დაყენებული ამოცანის მნიშვნელობა. თითოეული ჩვენთაგანი იმყოფება განვითარების პირად გზაზე, ევოლუციის პირად საფეხურზე. ყველას, გამონაკლისების გარეშე, შეუძლიათ ამ ასწლეულში უზარმაზარი ნაბიჯის გაკეთება საკუთარ ფორმირებაში. ამას გარდა, გარე ენერგიები გვიწევენ დიდ დახმარებას, და ის, რის შემეცნებასაც წინათ საუკუნეები სჭირდებოდა, ახლა ჯამდება და გვეძლევა სწრაფი აღქმისთვის განკუთვნილი, შემჭიდროებული ფორმით. საჭიროა მხოლოდ გარკვეული ძალისხმევის გამოყენება, რათა ავიღოთ ეს ცოდნა, შევიმეცნოთ და გამოვიყენოთ პრაქტიკაზე. ეს ჩანართი იმისათვის გაკეთდა, რომ გამოგვეყო ანახატა-ჩაკრას ზოგადი ამოცანა, ვინაიდან, როდესაც ვერ ხედავ მთავარს, შეუძლებელია გაერკვე დეტალებში. განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, ჩვენს დასახმარებლად მოგვეცა ქრისტეს ახალი ლოცვა _ გარე ენერგიების დიადი მოხმობა, რომელიც არ შეიცავს არანაირ პირად თხოვნას, არამედ გამოხატავს კაცობრიობის საერთო ამოცანას. ეს მოწოდება უნდა გახდეს სამედიტაციო პრაქტიკის ერთადერთი ლოცვა. ეს მოწოდება მოგვეცა გულის ცენტრის გასახსნელად და სულის გასაღვიძებლად. გულის ცენტრი არის ამოსავალი წერტილი სულიერი სამყაროსაკენ, ღვთიური სამყაროსაკენ. ეს არის სამყარო წმინდა სამებისა _ მამა ზეციერი, ძე კაცისა და სული წმინდა, დაბადებული ჩვენს გულში. წმინდა სამება განუყოფელია. გზა ნაჩვენებია ადამიანთა ძეთაგან უდიდესის _ ქრისტეს მიერ. მან პირველმა გაიარა ამ გზით და ჩვენც გვაჩვენა მამასთან შეერთების გზა. ასეთია ანახატა-ჩაკრას გზა, ძალიან რთული და ჩვენი ევოლუციის მოცემულ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:42 PM
Post
#7
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
5. ვიშუდხა _ მეხუთე ძალოვანი ცენტრი, ცოდნის აქტიური გამჟღავნების ენერგია. ის განლაგებულია კისრის ძირში, ჩაღრმავებაში, ფარისებრი ჯირკვლის ქვემოთ და ჰქვია ძალის ყელის ცენტრი. აქვს ცისფერი ნათება და თექვსმეტი ენერგეტიკული ძალწირი (ფურცელი), ოთხ ჯგუფად განლაგებული ოთხ-ოთხი ფურცელი. ჩაკრა მიეკუთვნება სულიერ საუფლოს და მისი ამოცანაა მიღებული ცოდნის რეალიზაცია. ყელის ცენტრის მნიშვნელობაზე და მის მუშაობაზე ჩვენ უკვე გვაქვს წარმოდგენა (საკმაოდ დაწვრილებით განიხილებოდა თემა წინა თავებში და პრაქტიკულ სამუშაოში).
ჩაკრის გახსნა ხდება ოთხივე ჯგუფის ფურცლების თანაბარი ვიბრაციისას. ფურცლების რხევისას გამოიყოფა ნოტა სოლთან მიახლოებული ჟღერადობა. პირველ ძალწირთა ჯგუფი პასუხისმგებელია დაგროვილ ცოდნაზე. როგორც წესი ის არის ყველაზე დაჩაგრული და არ გამოყოფს სწორ ვიბრაციებს, იმიტომ რომ ჩვენს მიერ მიღებული ცოდნა, უმეტეს შემთხვევაში, არასწორად აღიქმება ან არ მიიღება (ენერგეტიკულად). ფურცელთა მეორე ჯგუფი პასუხისმგებელია მიღებული ცოდნის ხმოვანი გაჟღერებისათვის. მესამე _ ცოდნის მარცვლოვანი წყობისა და გამოხატვისათვის. მეოთხე _ მეტყველების აზრობრივი (ემოციური) წყობისათვის. რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში ადამიანს Aშეუძლია შეგნებულად გახსნას ჩაკრა. ჩაკრის სწორი მუშაობის დროს შესაძლებელია ცხოვრებიეული პროგრამის _ “სიყვარულის პრინციპი” _ რეალიზაცია. რელიგია, მოცემული ვიშუდხას განვითარებისათვის _ ბუდიზმია, რომელიც შეიცავს ყოფაქცევის ყველა ძირითად პრინციპსა და წესს _ ბუდას რვა წესი _ “ოქროს შუაგულის პრინციპი”. ამ წესების შესრულებისას, ადამიანი თანდათან ადის განვითარების სულიერ კიბეზე და სინათლე მოაქვს სამყაროსთვის. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:43 PM
Post
#8
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
6. აჯნა _ ძალის მეექვსე ცენტრი _ მოცულობითი ფორმის ენერგია, სამყაროს ხედვა შიგნიდან _ ნათელხილვა _ “ტახტი განათებული აზრისთვის”.
ჩაკრა მოთავსებულია შუბლის შუა ნაწილში. ეს ძალოვანი ცენტრი წარმოადგენს მოლურჯო-მოიისფრო შენადედს, აქვს ორი ენერგეტიკული ძალწირი, განთავსებული ერთმანეთის პირისპირ _ მარჯვნივ და მარცხნივ. ფურცელთა ვიბრაციები ჟღერადობით მიახლოებულია ნოტა ლასთან. ამ ჩაკრას უდიდესი მნიშვნელობა აქვს კაცობრიობის ევოლუციურ განვითარებაში. ის შემაერთებელი რგოლია აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, უახლეს სამეცნიერო მიღწევებსა და უძველეს სიბრძნეს შორის. ეს არის ორი უდიდესი რელიგიის _ ქრისტიანობისა და ბუდიზმის შერწყმა, სულიერისა და მატერიალურის, იანისა და ინის ენერგიების შერწყმა. ჩაკრის გახსნისას იღება “ქრისტეს ჭიშკარი” _ სინათლე ჭეშმარიტებისა, ზენიჭები: ნათელხილვა (ინტუიცია). ხდება ყველა საუფლოს გაერთიანება _ ხილულისა და უხილავი სამყაროების, რომლებიც ხილული და რეალურად შეგრძნებადია გრძნობის ხუთი ორგანოს გარეშე. ეს ჩაკრა არის გასაღები საიდუმლო კარისა, რომელსაც ყოველშემძლეობისა და მარადიულობისაკენ მივყავართ. ის სულიერი საუფლოს მეორე საფეხურზეა. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:44 PM
Post
#9
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
7. სახასრარა _ მეშვიდე ძალოვანი ცენტრი. სულის ნების ენერგია, სიძლიერისა და ყოვლისშემძლეობის, სულიერი ცნობიერება, თეთრი ცეცხლის აღმშენებლობითი ენერგია. განლაგებულია თავზე, თმის საფარის ქვეშ, აქვს ქუდის ფორმა. ჩაკრის ფერია ქათქათა თეთრი, მბრწყინავი; აქვს წრეზე განლაგებული ათასი ენერგეტიკული ძალწირი; ფურცლების ჟღერადობა გამოსცემს სრულ ხმოვან გამას ქვედა ოქტავის ნოტი დო-დან ზედა ოქტავის ნოტი დო-მდე. სახასრარაში თავს იყრის ექვსივე ქვედა ჩაკრის პროექცია _ ეს ჩვენი ორგანიზმის მართვის ერთგვარი პულტია _ ცენტრალური კომპიუტერი.
გახსნის შემთხვევაში, სახასრარას ათასი ფურცელი უერთდება კუნდალინის ათასს ოქროს ძაფს, რომელიც ხერხემლის ბოძში ზეასვლისას ამთავრებს შეერთების პროცესს. ამ ჩაკრის გახსნისათვის კაცობრიობას ჯერჯერობით ცოტა შესაძლებლობა აქვს, ვინაიდან არ არის გავლილი ევოლუციის წინამდებარე ეტაპები. ჩვენთვის ჯერჯერობით ცნობილია ამ ჩაკრის მხოლოდ ზოგადი მნიშვნელობა. შემდგომში მოგვეცემა ახალი რელიგია, რომელიც დაგვეხმარება სულიერების განვითარების ახალ საფეხურზე ასვლაში. ამ ძალოვანი ცენტრის – VII ჩაკრის _ მთავარი ამოცანაა _ ღვთაებრივი ცნობიერების, სულიერი სრულყოფისა და ღმერთთან შერწყმის მიღწევა. ძალოვანი ცენტრების სრული სურათის გადმოცემისათვის, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეულ ჩაკრას აქვს გარკვეული დასამუშავებელი დონეები _ ემოციური მდგომარეობის ასპექტები, რომლის დახვეწა აუცილებელია თითოეული ადამიანისათვის. მულადხარას აქვს ოთხი დონე, რომელიც თავის მხრივ, პიროვნული პირველი სხივის თანახმად, იყოფა ორ მიმართულებად: 1. ნება 2. ყოვლისშემძლეობა პირველ მიმართულებას მიეკუთვნება მამობა, _ ე.ი გახდი საკუთარი მამა _ გამოძერწე საკუთარი თავი, აღზარდე. ძალაუფლება მხოლოდ საკუთარ თავზე. მეორე მიმართულება _ ყოვლისშემძლეობა, _ გახდი ძლიერი, ამტანი, აქტიური. Aამ სხივის მუშაობა მიმდინარეობს მხოლოდ შიგა მიმართულებით. სვადხისტანას აქვს ექვსი დონე, რომელიც იყოფა ორ მიმართულებად: 1. სიყვარული _ შვილები, გამრავლება, კანონმორჩილება, დამორჩილება. 2. სიბრძნე _ დედაშვილობა, მშობლები, ცოლები, ქმრები. მეორე სხივის მუშაობა ოთხმოცდაათი პროცენტით მიმართულია გარემოზე და მხოლოდ ათი პროცენტის გამოყენებაა შესაძლებელი საკუთარი თავისათვის. სხივთა ამ ასპექტების დამუშავებისას შესაძლებელია მესამე ცენტრის ჰარმონიული განვითარების მიღწევა. მანიპურა _ აქვს დასამუშავებელი ათი დონე, რომელიც თავის მხრივ, პიროვნული მესამე სხივის თანახმად იყოფა ორ მიმართულებად: 1. მოქმედება _ მოქმედების მუშაობა მიმართული უნდა იყოს მხოლოდ საკუთარ თავზე, შიგნით. მუშავდება ისეთი ასპექტები, როგორიცაა: ნებისყოფა, ემოციების მართვა, სურვილთა კონტროლი, კონკრეტულობა ყველაფერში, პროფესიონალური ზრდა. 2. აღმშენებლობა _ სხივის მეორე მიმართულება მიმართულია გარე სამყაროზე _ ოჯახი, ახლობლები, ნათესავები. პატივისცემა, მოთმინება, სიყვარული, გაგება, უანგარო დახმარება. ანახატა _ აქვს თორმეტი დონე. რომელიც მეოთხე პირადული სხივის შესაბამისად იყოფა სამ მიმართულებად. 1. პირველი მიმართულება _ მუშაობა საკუთარ თავზე, შინაგანი სილამაზის წვდომა: გაერთიანება სილამაზის ოთხი პრინციპის თანახმად: _ შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობა; _ სიყვარული; _ წონასწორობა; _ სიკეთე. 2. მეორე მიმართულება _ გარე სილამაზის წვდომა _ ხელოვნება: ფერწერა, სკულპტურა, ცეკვა და სხვა. ხელოვნებაში რეალიზაციისას შიგა და გარე აკრძალვის არსებობა. სამყაროსადმი გაუცნობიერებელი სიყვარული. 3. მესამე მიმართულება _ პირველ და მეორე მიმართულებებს შორის ჰარმონიის მიღწევა. მესამე ნაკადის დევიზია: “ყველაფერი, რაც შიგნით “მომწიფდა” _ გამოიხატა ერთი მთელით, გარე გამოხატვის გარეშე”. სულიერი მუშაობის საშუალებით გამომუშავებული, სწორად განვითარებული შინაგანი მდგომარეობის შედეგი: _ საკუთარი თავის და მთელი გარე სამყაროს სიყვარული _ გაუცნობიერებელი, გრძნობად დონეზე. _ საკუთარი სულის გამოღვიძება. _ ქვედა ჩაკრების ჰარმონიული განვითარება. _ მსახურებისადმი სურვილის გაღვიძება _ დედამიწაზე ღვთაებრივი გეგმის შესასრულებლად. ვიშუდხა _ აქვს დასამუშავებელი თექვსმეტი ხარისხი, რომელიც მეხუთე პირადული სხივის თანახმად ოთხ მიმართულებად იყოფა: 1. პირველი მიმართულება _ სწორი ფასეულობები, მისწრაფებები. 2. მეორე მიმართულება _ სწორი ყოფაქცევა, საუბარი, ემოცია, საქციელი, სწორი აზროვნება, სიყვარული. 3. მესამე მიმართულება _ ძალის სწორი მიმართულება, გარე სამყაროს აღქმა დიდსა და მცირეში. 4. მეოთხე მიმართულება _ კონკრეტული ცოდნის სწორი გამოყენება, საიდუმლო მეცნიერებების დაუფლება, აქტიური შემოქმედება. აჯნა _ მეექვსე პიროვნული სხივის თანახმად _ აქვს დამუშავების ასი დონე. სხივს აქვს ცენტრირების მნიშვნელობა (შეერთება და ცენტრთანAმისვლა), და იყოფა ორ მიმართულებად: პირველში _ მუშავდება მდგრადობა; მეორეში _ ერთგულება. ნაკადთა მუშაობის შედეგია ნათელმხილველობა და თეორიისა და პრაქტიკის გაერთიანება. ენერგიათა თეორიული ცოდნა გადადის პრაქტიკულ ხედვაში და გამოიყენება ყოველდღიურობაში, იძლევა პოტენციალს: _ საკუთარი ილუზიების დასამსხვრევად; _ ილუზიების დასამსხვრევად გარე სამყაროში; _ ღვთაებრივი გეგმის და მასში საკუთარი ამოცანის რეალური ხედვისათვის; _ ცენტრის წესის მკაფიო დაცვისათვის (ოქროს შუაგულის წესი). სახასრარა _ მეშვიდე პიროვნული სხივის თანახმად, ეს ჩაკრა განასახიერებს კანონსა და წესრიგს, ხელდასხმის ცერემონიას. მკვდარი წერტილი, საიდანაც ცხოვრება იშვა ალფა და ომეგაა. დასამუშავებელია ათასი დონე. ადამიანს დამოუკიდებლად ჩაკრისთვის წაყენებულ ამოცანათა მესამედის გადაჭრაც კი არ შეუძლია. ამისათვის საჭიროა მასწავლებელთა დახმარება. ამ მესამედში შედის: გონების ნიჭის განვითარება (ანალიზის უნარი), საკუთარ თავში “წესრიგის დამყარება” (ილუზიებზე უარის თქმა), მენტალური პაუზის მიღწევა (შინაგანი და გარეგანი დუმილის უნარი). როდესაც ჩვენ შევძლებთ შინაგანი სიჩუმის მდგომარეობაში ყოფნას, ჩვენ შევძლებთ სახასრარას გამხსნელი, სამი ღვთაებრივი სხივის დანახვას და მიღებას. ამ ჩაკრის ფურცელთა მეოთხედის დამუშავებისას _ ადამიანი დგება შეგნებული მსახურების გზაზე, ხოლო 333-ის გახსნისას _ მოსწავლის რანგიდან მასწავლებლის რანგში გადადის. ადამიანის ძალოვანი ცენტრებისა და ენერგიების აღწერის დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ჩაკრა იყოფა ორ კატეგორიად: სამი ქვედა ცენტრი მიეკუთვნება გამჟღავნებულ სამყაროს, მეოთხე არის შემაერთებელი რგოლი სულიერ (გაუმჟღავნებელ) სამყაროსა და მატერიალურ (გამჟღავნებულ) სამყაროს შორის. სამი ზედა ცენტრი მიეკუთვნება სულიერ სამყაროს და წარმოადგენს სულიერ კიბეს ადამიანის განვითარებაში. სამობითობის პრინციპი მჟღავნდება არა მხოლოდ გარეგნულად არამედ შიგნითაც _ სამი ქვედა და სამი ზედა საფეხური. სრულყოფას საზღვარი არა აქვს. არსებობს განვითარების ის საფეხურებიც, რომლებზეც ჩვენ ჯერჯერობით არა გვაქვს საკმაო ინფორმაცია. მათი ამოცანა მდგომარეობს ყველა სამყაროს სტიქიათა მართვის განხორციელებაში. Pპირველ რიგში, ჩვენ წესრიგი უნდა დავამყაროთ ჩვენს საუფლოში მედიტაციის პრაქტიკისა და ყოველი გასული დღის ანალიზით. -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 11 2008, 11:45 PM
Post
#10
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ავაგე ცხრილი და ჩაკრებზე მოძიებული ინფორმაცია შიგ მოვათავსეთ.. (რუსულიდან ვთარგმნეთ მე და აგნიმ) იმედია გამოგადგებათ..
წინასწარ ბოდიშს ვიხდი, რაც ვერ ვთარგმნეთ ბრჭყალებში ჩავსვით!
Attached File(s)
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 12 2008, 10:21 AM
Post
#11
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Nov 12 2008, 10:17 PM
Post
#12
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 616 Joined: 25-August 08 Member No.: 5,014 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც მადლობ
-------------------- |
|
|
Nov 13 2008, 10:58 AM
Post
#13
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
vsegda rada
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 5 2008, 02:21 AM
Post
#14
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
HI განმარტებული კი არის აქ ყველაფერი, მაგრამ უფრო კონკრეტულად მაინტერესებს გულის ჩაკრის შესახებ.
ერთი მეგობარი მეუბნება გულის ჩაკრა გამეხსნაო. შემეძლო სხვისი აზრების წაკითხვა და გონებაში რომ დავუსვამდი კითხვას ხალხი მპასუხობდაო. თურმე მშობლები არ ექცეოდნენ ბავშვობაში კარგად და ერთხელაც უგრძვნია თითქოს გული გამებზარაო(გატყდაო). ეხლა აღარ აქვს გულის ჩაკრა(ანუ ვეღარ კითხულობს ხალხის აზრებს) , მაგრამ რაღაც აწუხებს. ამბობს რომ თავს ვერ ვგრძნობ კარგადო და მგონი გულიც ტკივა. ჰოდა რა მაინტერესებს. რა ხდება მაშინ როცა გულის ჩაკრა გეხსნება? რას გრძნობ და განიცდი ამ დროს? და რატომ არის ეს შემაწუხებელი ადამიანისათვის? -------------------- |
|
|
Dec 5 2008, 03:01 AM
Post
#15
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვფიქრობ მეექვსე მეშვიდე ჩაკრა ქონდა გახსნილი და არა გულის, რადგან აზროვნება და ინტუიცია 6-7დან მოდის - ე.წ. გონების, მესამე თვალი
|
|
|
Dec 6 2008, 12:26 AM
Post
#16
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე ვფიქრობ მეექვსე მეშვიდე ჩაკრა ქონდა გახსნილი და არა გულის, რადგან აზროვნება და ინტუიცია 6-7დან მოდის - ე.წ. გონების, მესამე თვალი რა ხდება მაშინ როცა გულის ჩაკრა გეხსნება? რას გრძნობ და განიცდი ამ დროს? და რატომ არის ეს შემაწუხებელი ადამიანისათვის? ჩაკრის გახსნა შემაწუხებელი არ არის. თუ შენს მეგობარს რამე აწუხებს,–დასვენება უნდა, სიყვარულის გარემო უნდა... სიყვარული ბევრი რამის წამალია. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 6 2008, 12:34 AM
Post
#17
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რავიცი რომელი ქონდა გახსნილი, თვითონ მითხრა გულის ჩაკრაო და რავი აბა.. ვნახავ ზუსტად რაები აქვს მონაწერი. უკრაინელი არის და ვერ გავიგე კარგად როცა მიხსნიდა, მეგობარი არის და მაინტერესებს რა აწუხებს. ჩაკრის შესახებ პირველად მისგან გავიგე.
-------------------- |
|
|
Dec 6 2008, 12:40 AM
Post
#18
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო anonymouska
მოკლედ, შენი პოსტი ძალიან აწეწილი და ნაკლებად ჩამოყალიბებული იყო, ამიტომ თუ პასუხს ისეთს ვერ მიიღებ როგორიც შენ გინდოდა, წინასწარ ბოდიში! :* როგორც მე გავიგე შენი ნაწერიდანდ- შენ მეგობარს გაეხსნა (დავუშვათ გულის ჩაკრა) და შეეძლო სხვა ადამიანების აზრების წაკითხვა.. ახლა დაეხურა და იტანჯებაო და შენ გინდა გაერკვე თუ რითი შეგვიძლია მას დავეხმაროთ!.. როგორც მე მივხვდი შენმა მეგობარმა გადაიტანა დიდი სტრესი რის შედეგადაც მოულოდნელად გაეხსნა ნიჭი! ეს გამოწვეული იქნა უარყოფითი ტრავმისგან! და ასეთი შემთხვევები არაა იშვიათი.. და ეს ადამიანები ამ ნიჭებით იტანჯებიან, რადგან არ არიან ამისთვის მზად არც მორალურად არც ფიზიკურად!.. და ეს ღვთის ჯილდო მათ მძიმე ტვირთად აწვებათ და ტანჯავთ! -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 6 2008, 01:05 AM
Post
#19
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
anonymouska ვაუ, მაოცებ გოგონი რუსული კარგაად არ მესმისო,..მეგობარი უკრაინელი მყავსო! ინგლისურად ურთიერთობთ? ცოტა დავიბენი ხო ინგლისურად ვსაუბრობთ და ძნელია იყო იმის გაგება თუ რას მეუბნებოდა. ახლა ცოტა გავერკვიე ჩაკრებში. ახლა ვკითხულობ ისტორიას, მის სიტყვებს ვთარგმნი და აქ დავწერ. თავიდან რომ დაიწყო მოყოლა მეთქი ბოროტი სულები აწვალებენთქო.(ხომ მიხვდით რასაც ვგულისხმობ) კიდევ კარგი არ ვკითხე... შეიძლება გულის და გონების(მესამე თვალი მგონი) ორივე ჩაკრა ქონდა გახსნილი. -------------------- |
|
|
Dec 6 2008, 02:01 AM
Post
#20
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აი რას მწერდა:
მე დიდი პრობლემა მაქვს მხოლოდ გულის ჩაკრასთან დაკავშირებით. 5-6 წლის უკან დიდი შესაძლებლობა მქონდა. შემეძლო გამეგო ხალხი რაზე ფიქრობდა, გონებაში დავუსვამდი კითხვას და ისინი მპასუხობდნენ გაუცნობიერებლად , შემეძლო გულით ბუნებასთან საუბარი... ყველაფერი აქედან დაიწყო: დიდი პრობლემა მქონდა, მშობლები ძალიან ცუდად მექცეოდნენ. ერთხელ სახლიდან გაგდებითაც დამემუქრეს. ამ ყველაფერის გამო მთელი სიბრაზე გულში დავიგროვე და ერთხელაც ვიგრძენი თითქოს გული გამებზარა(გამიტყდა). არც კი ვიცოდი თუ ამით ჩემს თავს ვანადგურებდი.(ანუ სიბრაზე რომ გულში დაიგროვა ამბობს რომ ამან გამანადგურაო) -------------------- |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 1st November 2024 - 06:21 AM |