ემოციური ინტელექტი, (Emotional intelligence (EI) |
ემოციური ინტელექტი, (Emotional intelligence (EI) |
Jun 1 2015, 10:44 PM
Post
#1
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სალამი ყველას!
მინდა ფორუმზე იყოს ეს თემა, როგორც საინტერესო თეორია და რაც მთავარია, პრაქტიკული დანიშნულების მოსაზრება. პრაქტიკულობას კი ის განაპირობებს, რომ ვინც ემოციური ინტელექტის თეორიას იზიარებს და ხედავს მასში რაღაც რეალურს და რაციონალურს, ცდილობს შემდეგ საკუთარ თავზე მუშაობასა და პიროვნული უნარების გაუმჯობესებას. შედეგად კი ადამიანმა შეიძლება გაზარდოს თავისი ემოციური ინტელექტი, როგორც მაგალითად IQ ანუ პერსონალური ინტელექტია მნიშვნელოვანი, ასევე დიდი დატვირთვა აქვს ემოციურ ინტელექტსაც. ხოლო რაც უფრო მაღალი ემოციური ინტელექტი აქვს ადამიანს, მით უფრო რეალიზდება ის გარშემომყოფთა შორის, მათ შორის პროფესიულ სფეროში. ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence (EI) არის უნარი გაანალიზო როგორც საკუთარი, ისე სხვა ადამიანების ემოციები, გამიჯნო ერთმანეთისაგან სხვადასხვა შეგრძნება, დააფიქსირო მათი წარმომშობი მიზეზები და გამოიყენო ემოციური ინფორმაცია საკუთარი ფიქრისა და ქცევისთვის სასურველი მიმართულების მისაცემად. ამდენად, ემოციური ინტელექტი ერთგვარად გულისხმობს ემოციათა გაცნობიერებას მათი ეფექტურად გამოყენების მიზნით. ცნობილია ემოციური ინტელექტის თეორიის განვითარების სამი მოდელი, რომლებიც ერთმანეთს ქრონოლოგიურად მოსდევენ და წინამორბედი მომდევნოს განაპირობებს:
ემოციის ზუსტად და შესატყვისად აღქმის, შეფასების და გამოხატვის უნარი; აზროვნებისას ემოციების გამოყენების უნარი; ემოციების გაგების, ანალიზის, ემოციური ცოდნის ეფექტურად გამოყენების უნარი; საკუთარი ემოციების რეგულირების უნარი. IQ__EQემოციური ინტელექტის გაზომვებმა აჩვენა, რომ EI არ არის კორელაციაში IQ-სთან მიმართებით, ემოციური ინტელექტი გარემოს გავლენას განიცდის და ზრდასრულებთან უფრო განვითარებულია, გარდა ამისა, ქალებს ემოციების აღქმაში გაცილებით დიდი უპირატესობა აქვთ, ვიდრე მამაკაცებს. გოლმანის თეორია ემოციური ინტელექტის შესახებ[6] ამერიკელმა ფსიქოლოგმა დანიელ გოლმანმა (Goleman, 1946-) ჩამოაყალიბა ემოციური ინტელექტის თეორია, რომელიც არის ადამიანის უნარი, გაიგოს საკუთარი გრძნობები, გამოხატოს სხვის მიმართ ემპათია და მოახდინოს ემოციების ეფექტური რეგულირება/მართვა. საინტერესოა, რომ ემოციური ინტელექტის დონე/ხარისხი არ დგინდება გონებრივი ინტელექტის საზომი ტესტებით. ამ თეორიის მიხედვით, ადამიანის წარმატების წინასწარმეტყველებისათვის უფრო მნიშვნელოვანია მაღალი დონის ემოციური ინტელექტის ქონა, ვიდრე მაღალი დონის ზოგადი, პერსონალური ინტელექტისა. განასხვავებენ ემოციური ინტელექტის ხუთ ძირითად უნარს: თვითშემეცნება, თვითრეგულაცია, მოტივაცია, ემპათია და სოციალური უნარ-ჩვევები:
[1] Salovey, Peter; Mayer, John; Caruso, David, “Emotional Intelligence: Theory, Findings, and Implications”, Psychological Inquiry: 197–215, 2004. [2] Petrides, Konstantin; Furnham, Adrian, “Trait Emotional Intelligence: Psychometric Investigation with Reference to Established Trait Taxonomies”, European Journal of Personality: 425–448, 2001. [3] Goleman, Daniel, What Makes a Leader?, Harvard Business Review, 1998. [4] Gardner, H.. Frames of mind. New York: Basic Books, 1983. [5] Smith, M. K., “Howard Gardner and multiple intelligences”, The Encyclopedia of Informal Education, 2002, downloaded from http://www.infed.org/thinkers/gardner.htm on October 31, 2005. [6] http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=...d=6&t=16524 -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jun 1 2015, 11:29 PM
Post
#2
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოა. არ ვიცოდი ამ თეორიის შესახებ
|
|
|
Jun 1 2015, 11:34 PM
Post
#3
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესოა. არ ვიცოდი ამ თეორიის შესახებ კი საინტერესო და პრაქტიკული. დაინტერესების შემთხვევაში ინტერნეტში ბევრი მასალა არის, ქართულ ინტერნეტ-სივრცეში ნაკლებად, თუმცა ინგლისურად ბევრია, მათ შორის ვიდეოებიც. -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jun 2 2015, 12:22 AM
Post
#4
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეც პირველად გავიგე ამ ფენომენის შესახებბბ
ადამიანს მაინც ვერავინ შეისწავლის და შეიმეცნებს ვერასოდეს... ვერანაირი ფსიქოლოგიით და ვერანაირი სამადჰით ყველაფერი მუდმივად ახლდება და ყველაფერი წარსულში რჩება |
|
|
Jun 2 2015, 02:12 AM
Post
#5
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,249 Joined: 16-November 10 From: თბილისი Member No.: 6,308 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურჯიევს აქვს ეს კარგად განმარტებული
-------------------- Real Communication Happens In Silence
|
|
|
Jun 2 2015, 09:13 AM
Post
#6
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
narilla
Lashapoli დადეთ აბა ვიდეომასალა ვის რა როგორ აქვს განმარტებული -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 2 2015, 09:47 AM
Post
#7
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
https://www.youtube.com/watch?v=Y7m9eNoB3NU
ეს არის თვითონ იმის ვიდეო-ლექცია, რომელმაც შემოიტანა ეს ფენომენი და ტერმინის სახით უწოდა "ემოციური ინტელექტი". ეს არის დანიელ გოლმანის ვიდეო-ლექცია. მთავარი, ჩემი აზრით, ის არის, რომ ადამიანის ყოფიერება, მისი ყოველდღიურობა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე პიროვნული ინტელექტი, ანუ IQ, როგორც მას უწოდებენ (intelligence quotient (IQ). intelligence quotient (IQ)-გან განსხვავებული ფენომენია ემოციური ინტელექტი (Emotional intelligence (EI), რომელიც ასევე მნიშვნელოვანი რამ აღმოჩნდა ადამიანის ცხოვრებაში, რადგან ბევრ რამეს განაპირობებს: ურთიერთობებს, საკუთარი თავის გაგებას, თვითშემეცნებას, თვითშეგნებას, როოგრ გრძნობ და აღიქვამ თავს და როგორ მართავს საკუთარ თავს გარესამყაროსთან მიმართებით. -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jun 2 2015, 09:56 AM
Post
#8
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
sაინტერესო ისაა, რომ ემოციური ინტელექტის თეორია მხოლოდ ფსიქოლოგია არ არის და ფსიქოლოგიის, როგორც მეცნიერების ფარგლებში არ ჯდება, ჩემი, როგორც ეზოთერიკასთან შეხების მქონე ადამიანისთვის, ამ თეორიაში ბევრ რამეს ვხედავ არამეცნიერულსა და ეზოთერიკულს. აქ ერთგვარად ინტეგრირებულია ეზოთერიკა, Lashapol ტყუილად ნამდვილად არ დაგინახავს გურჯიევის სწავლებასთან გარკვეული საერთო შტრიხები. მაგრამ საკითხავია რამდენად დამოუკიდებლად და ეზოთერიკის გვერდის ავლით მივიდა ამ თეორიის შემქმდელი თავის მოსაზრებამდე, მე ვფიქრობ, რომ გვერდს ვეერ აუქვეცდა ეზოთერიკას, რადგან ისეთი საკითხია ემოციური ინტელექტი, რომ თავისთავად გულისხმობს მას.
პარადოქსი ისაა, რომ რაც უფრო მეტს ვეცნობი ეზოთერიკულ სწავლებეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ, მეცნიერულ, ან რასაც დღევანდელი მეცნიერების განვითარების გადმოსახედიდან მეცნიერებას ვეძახით, შეიძლება დაიჭირო მათ შორის გადაკვეთის წერტილები. მაგრამ ეზოტერიკა მეცნიერებისთვის ერთგვარი დამხმარე ინსტრუმენტის როლში გამოდის, რადგან მას ვერ ავცდებით თუ გვინდა რაიმე სიღრმისეულს და მეტაფიზიკურს მივაგნოთ მეცნიერებაში, მაშინ მეცნიერება ყოველთვის მეტაფიზიკაში და ამასთანავე ეზოთერიკაში გადადის, ნელ-ნელა, გრადაციით. ამის თვალსაჩინო მაგალითი ჩემთვის არის ე.წ. "SPIRIT SCIENCE" ახალი ჯერ არაღიარებული მეცნიერების მიერ, მიმდინარეობა, რომელიც თუ არ ვცდები, კანადაში წარმოიშვა. -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jun 2 2015, 10:05 AM
Post
#9
|
|
GREEN soul Group: პლანეტელი Posts: 1,099 Joined: 11-August 11 From: Georgia Member No.: 6,541 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს ორი ვიდეო ლექცია ეკუთვნის დანიელ გოლმანს, ემოციური ინტელექტის თეორიის ავტორს.
https://www.youtube.com/watch?v=ZsdqBC1tHTA https://www.youtube.com/watch?v=7uQs1NxluKE აქ კი არის დანიელ გოლმანის აუდიო-წიგნის სრული ჩანაწერი: https://www.youtube.com/watch?v=GBs8b11WRi0 -------------------- "ვვარსებობ მათთვის, ვისთვისაც ვვარსებობ" - /ვლადიმირ მეგრე, ანასტასია/
|
|
|
Jun 2 2015, 03:18 PM
Post
#10
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 602 Joined: 17-April 14 Member No.: 7,274 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საკუთარ ემოციებზე დაკვირვებაზე ამ ფორუმზე დიდი ხანია საუბრებია. ემოციური ინტექლქტი ემოციური სხეულის ფლობას ნიშნავს ვგონებ, თუ შენივე ემოციებს იცნობ, ყველა შენი გამოცდილი ემოცია განაალიზებული გაქვს, რომელი ემოცია საიდან შეიქმნა სხვაში ამოცნობაც გაიგიდვილდება. საკუთარი თავის დამკვირვებლის გამომუშავება რომელიც არაფერს განიცდის და არც აფასებს და რეაქცია არაფერზე აქვს ამ ინტელექტის ასამაღლებლად პირველი ნაბიჯია.. ამას მსახიობები ყველაზე კარგად ფლობენ მგონია რადგან საკუთარ თავში ჩაღრმავება და როლისთვის სხვა ემოციის მაღლა ამოტანა უწევთ ხშირად და უფრო მეტადაც აკვირდებიან თავის თავს.
მოკლედ გავიგე რაცაა ემოციური ინტელექტი, ჩვენ როგორ შეგვიძლია ეს თემა განვავრცოთ და გამოვიყენოთ პრაქტიკულად სასარგებლოდ? -------------------- Hallo, 911? I'm being held hostage by human consciousness.
|
|
|
Jun 2 2015, 04:06 PM
Post
#11
|
|
GREEN soul Group: Banned Posts: 1,433 Joined: 8-November 12 From: ბუ Member No.: 6,920 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გურჯიევი ადამიანს ახასიათებს როგორც რთულ მექანიზმს, სხვადასხვა ცენტრებით
ერთერთი არის ემოციები ან გრძნობები, და სხადასხვა ცენტრები სხვადასხვა ხანგრძლივობით მუშაობს ანუ დროის მონაკვეთში, აქ მგონი სხვა კუთხითაა ცოტა განხილული, აქცენტი ემოციურ ინტელექტზეა, თუ სწორად გავიგე EQ შეუცნობელია ანუ აიზბერგის უხილავი ნაწილი |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 28th September 2024 - 03:37 AM |