კაბალა |
კაბალა |
Nov 26 2013, 12:08 AM
Post
#401
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 737 Joined: 2-March 10 Member No.: 6,165 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td......... აბაჟაიუ :*
|
|
|
Nov 7 2014, 10:09 AM
Post
#402
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 24 Joined: 1-November 14 Member No.: 7,341 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Jun 9 2016, 01:57 PM
Post
#403
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 1 Joined: 9-June 16 Member No.: 7,533 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გამარჯობა. სად შეიძლება ვნახო კაბალაზე ელექტრონული წიგნები ქართულად?
|
|
|
Jun 9 2016, 04:21 PM
Post
#404
|
|
RED soul Group: Members Posts: 137 Joined: 21-June 11 Member No.: 6,494 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ზოჰარის წიგნი ქართულად არ არის მაგრამ ინტერნეტში გაბნეულ უამრავ სისულელეში ქექვას სჯობს წაიკითხოთ
|
|
|
Sep 11 2016, 10:09 PM
Post
#405
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''მითი #9 - კაბალა მოითხოვს ასკეტიზმს, ყველანაირი სიამოვნების მიღების შეზღუდვას.
პასუხი: სულიერი ამაღლება ხდება არა სურვილთა შეზღუდვით ან ჩახშობით, არამედ პირიქით, სურვილთა გაზრდით. ადამიანი, რომელიც კაბალის სწავლას იწყებს, აგრძელებს ჩვეულებრივ ცხოვრებას ისე, რომ არ ზღუდავს საკუთარ თავს არაფერში. ეს ხომ სურვილებია, რაც ადამიანს უკარნახებს თუ როგორ მოიქცეს.''' მე მაინტერესებს რამდენი წელია მიყვებით ლაიტმანის ''კაბალას'' ვინც მიყვებით, და რა შედეგები გაქვთ კონკრეტულად? რა პირადი სულიერი გამოცდილება დაგიგროვდათ? რას მიაღწიეთ? ერთხელ მაინც თუ შეძელით მატერიალური აღქმის მიღმა ცნობიერების გატანა? ის მოძღვრება, რომ ადამიანს შეუძლია ყველაფრის უფლება მისცეს საკუთარ თავს და თან სულიერ შემეცნებასაც მიაღწიოს არის ცრუ-მასწავლებლის გამოვლენის ერთ-ერთი საკუეთესო ინდიკატორი!!! შესთავაზეთ ხალხს ის რაც ადვილია, რასაც არავითარი ძალისხმევა არ ჭირდება და დაპირდით მათ გრანდიოზულ მიღწევებს, აი ის მარტივი ფორმულა რითაც შეიძლება მილიონობით ხალხი გაიყოლო არსაითკენ, პირადი გამორჩენის მოტივით!!! ნებისმიერ სერიოზულ პრაქტიკოსს კარგად ესმის, რომ არავითარ სულიერ მიღწევებზე არ შეიძლება ლაპარაკი თუ ადამიანი ენერგიის დაგროვებაზე და მის ამაღლებაზე არ ზრუნავს. ის ბარიერი რომელიც ადამიანს გზას უღობავს სულიერ შემეცნებისაკენ პირველ რიგში არის ენერგიის სიმცირე, აღქმის ბარიერი იმდენად მძიმედ დასანგრევია, რომ მოითხოვს, გამჭრიახობას, ნამდვილი ცოდნის დაგროვებაზე ზრუნვას, ფიზიკურ სხეულზე გარკვეულ ზრუნვას და პრაქტიკულ მეთოდებში ჩადებულ ტიტანურ ძალისხმევას!!! ის რომ სექსი გექნება რამდენჯერაც გინდა, ჭამ იმას რაც გინდა და როგორც გინდა, დალევ, მოწევ, და თავს ყველაფრის უფლებას მისცემ და თან დიდი სულიერი წარმატებები გექნება არის უბრალოდ ილუზია. ეს ასე არ მუშაობს!!!! ასე რომ მუშაობდეს აქამდე ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩვენს პლანეტაზე, მარა ეს ასე არ არის. შეგიძლიათ წაიკითხოთ კარლოს კასტანედას წიგნები (მესამე ტომიდან იწყება ძირითადი სწავლება). ამ წიგნებში სრულად სერიოზული ცოდნაა გადმოცემული, გირჩევთ წაიკითხოთ, რომ კარგად გააცნობიეროთ ის ძალისხმევა რაც ადამიანს სჭირდება რაიმეს მისაღწევად ამ გზაზე. -------------------- |
|
|
Sep 11 2016, 10:26 PM
Post
#406
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
"რელიგია ბრმად სიარულს გთხოვს, კაბალა გეუბნება და გაჩვენებს, ანუ ნათქვამის ექსპერიმენტით გადამოწმების საშუალება გაქვთ.
მოდი ზოგადად კაბალას დავანებოთ თავი, და ის ვთქვათ ლაიტმანმა რა კონკრეტული ექსპერიმენტებით გადამოწმების საშუალება მისცა ხალხს? მაგ ლაიტმანს არანაირი სულიერი გამოცდილება არ აქვს!!!! ის რასაც ეგ ლაპარაკობს ოკულტური სწავლებების აბუჩად აგდებაა - მათ შორის კაბალასიც. მთელი სისტემა ძალიან, ძალიან ჭკვიანურად მოფიქრებული ბიზნესია, გაცილებით უფრო ჭკვიანურად ვიდრე ბერგების ბიზნესი, იმდენად ჭკვიანურად რომ აღფრთოვანება შეიძლება!!! https://www.youtube.com/watch?v=TrRBsGBtj1I აი ეს რაბი ძალიან კარგად აღწერს იმას რასთანაც გვაქვს საქმე. (თუმცა მეტის თქმაც შეიძლებოდა...) -------------------- |
|
|
Sep 11 2016, 10:40 PM
Post
#407
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღევანდელობის მთავარი პრობლემა იცით რა არის? ის არის რომ ადამიანები არ მოქმედებენ, მხოლოდ ფიქრობენ და ლაპარაკობენ. ერთი შეხედვით ისეთი სურათია რომ მილიონობით ადამიანია უკვე დაინტერესებული სულიერებით, ეზოთერული სწავლებები სულ უფრო და უფრო მეტად პოპულარული ხდება. მაგრამ მეორეს მხირვ ადამიანთა 99% მხოლოდ სულიერებაზე ლაპარაკით შემოიფარგლება. ნუ სულ არაფერს ალბათ ჯობია, მარა ამას არსაით არ მივყავართ.
დღესდღეობით არსებული მთელი სულიერ-ეზოთერულ-ოკულტური ლიტერატურიდან მხოლოდ 1% თუ არის ნამდვილი, დაწერილი ისეთი ადამიანების მიერ ვისაც გარკვეული პირადი გამოცდილება გააჩნიათ. ასეთ პირობებში თითქმის შეუძლებელია მხოლოდ თეორიული ლაპარაკით სწორი ორიენტაციისა და გარჩევის უნარის მოპოვება. ამიტომ იმ ადამიანებს რომლებიც მხოლოდ თეორიით კმაყოფილდებიან ძალიან ცოტა შანსი აქვთ რომ ამ ქაოსში სწორად ორიენტირება შეძლონ. აქედან გამოსავალი მხოლოდ მოქმედებაზე გადასვლაა. არსებობს კონკრეტული მეთოდები რომლითაც ნამდვილად მიიღწევა სულიერი შემეცნება, მაგრამ ეს მეთოდები ცხოვრების მიძღვნას, დიდ სურვილს და დიდ ძალისხმევას საჭიროებს. ჩვეულებრივი მეთოდებით არაჩვეულებრივი შედეგები არ მიიღწევა. -------------------- |
|
|
Oct 25 2016, 03:56 AM
Post
#408
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
ლაიტმანს არანაირი სულიერი გამოცდილება არ აქვს ასე ამის თქმის უფლება არ გაქვთ... შეიძლება ვინმემ თქვას... და მას ქონდეს ამის უფლება და საფუძველი... და როცა იმეორებთ სხვის ნათქვამს კეთილი ინებეთ და დააკონკრეტეთ რო იმან ესე თქვა ამ კაცზეო... და არა მოიპარო სხვისი ციტატები და საკუთარად გაასაღო.. როგორც არსებობს წყაროს მითითების კულტურა როცა რაღაცას აკოპირებ.. ან ავტორის სიტყვებს როცა აციტირებ საკუთარ ტექსტში.. ბრჭყალებში უნდა ჩასვა . თუარადა აღნიშნო რაიმე ფორმით.. რომელია შენი.. და რომელია სხვისი.. |
|
|
Oct 25 2016, 10:06 AM
Post
#409
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რაც დავწერე არც სხვისი ნათქვამი იყო და არც დაწერილი. ალბათ ეს იმან გაფიქრებინათ რომ ეზოთერულ საკითხებზე უმრავლესობა მხოლოდ წაკითხულიდან გამომდინარე ლაპარაკობს და არა პრაქტიკიდან.
რაც დავწერე მაგის თქმის უფლება კი სწორედაც რომ მაქვს, იქიდან გამომდინარე რომ პირადი გამოცდილებიდან ვლაპარაკობ და არა წაკითხულ-გაგონილიდან. -------------------- |
|
|
Oct 25 2016, 02:38 PM
Post
#410
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
კარგი რატო არა აქვს პირადი სულიერი გამოცდილება. . რატო ამბობთ რო არა აქვს... საიდან მოიტანეთ.. |
|
|
Oct 25 2016, 10:25 PM
Post
#411
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ჯერ ერთი რამ მინდა ავღნიშნო (რასაც ლაიტმანი ლაპარაკობს ყველაფერი სისულელე არ არის რა თქმა უნდა. არის კონკრეტულად 2 საკითხი რაც ვფიქრობ რომ სრული სიმართლეა - 1) სამყაროს აღქმა ილუზორულია 2) ყველაფერი ღმერთის გამოვლინებაა.
ამის თქმით ლაიტმანი ახალს არაფერს არ ამბობს მარა, ასე თუ ისე ამბობს და ნუ დავუკარგავთ აუარებელია ის მიზეზები რის გამოც ლაიტმანი თამამად შეიძლება ცრუმასწავალებლების გრძელი სიის ტოპ ათეულში შეიყვანო. ყველას აქ ვერ ჩამოვთვლი... მარა შემიძლია დავიწყო. 1) არ არსებობს იმისი შანსი, რომ ყველაფერი აკეთო რაც სასიამოვნოა და თან რამე სულიერსაც მიაღწიო. ეს უბრალოდ ასე არ მუშაობს. იმ ქმედებების უმრავლესობა რაც სხეულისათვის სასიამოვნოა კარგავს ენერგიას: ალკოჰოლი, ნიკოტინი, კოფეინი, შაქარი, ხორცეული და რაც მთავარია სექსუალური აქტივობა. სხეულისა და სულის სურვილების დაპირისპირებაშია მთელი ის სირთულე რაც სულიერებასთან და სულიერ ზრდასთანაა დაკავშირებული. ლაიტმანმა, და არა მარტო მან, არამედ ალბათ ყველა ცრუმასწავლებელმა (მაგალითად ''დიადმა და სახელოვანმა'' ოშომ), ''მოხსნა'' საერთოდ ეს პრობლემა, იმ მიზეზის გამო რომ რთული გზა ხალხს არ უყვარს, ხალხი სიმარტივეს ეტანება, ფულის კეთებისათვის კიდე ბევრი ხალხის მოზიდვაა საჭირო. 2) ხალხს თვალებში ნაცარს აყრის და აჯერებს, რომ მისი ლექციების მოსმენით და ჯგუფურად სიმღერით და სმა-ჭამით (რასაც კაბალისტური მეთოდი დაარქვა) ადამიანები ცნობიერად სულიერი სამყაროების აღქმას, და უკვდავი ცნობიერების მოპოვებას (მახსომის გადასვლას ეძახიან ამას და შესაძლებლად მიიჩნევენ რომ კარგი მოწაფეობის შემთხვევაში ეს 3-5 წელიწადშიც შეძლებელია). მახსომს გადასვლაში გულისხმობენ იმას, რომ ადამიანი 5 წლიანი ლექციების მოსმენით, ჯგუფური სმა-ჭამითა ცეკვათამაშით შეძლებს არათუ უკვდავი ცნობიერების მოპოვებას (რომლითაც შესაძლებელია აღარ დააგემოვნო სიკვდილი)) არამედ ცნობიერების ორად გახლეჩას, რომ ცნობიერების ერთი ნაწილით სულიერ სამყაროში იყო (მუდმივად), მეორეთი ფიზიკურში, ხოლო ცნობიერების ის ნაწილი რომელიც სულიერი სამყაროს აღქმაშია შესული უწყვეტად გადაიტანება შემდეგ განსხეულებაში. ეს დაპირება კიდე არის ისეთი აბსურდი რომ ტირილი და სიცილი ერთად შეიძლება აგიტყდეს. ასეთი ცნობიერება მიღწევადია ჩემი აზრით, მაგრამ ძალიან მაღალი სულიერი სიმაღლეა, სადღაც მე-3-ე მე-4-ე ხარისხის განდობილი მაინც უნდა იყო. 3) არსებობს მეთოდიკა, რომლითაც შეიძლება აღქმის მატერიის მიღმა გატანა, ერთ-ერთი ასეთი მეთოდია სიზმართხილვა, (არის სხვა მეთოდებიც) ამ მეთოდით რამოდენიმე კვირაშიც შესაძლებელია შედეგის მიღწევა (საკუთარი თავის სხეულს გარეთ გაცნობიერება) (თუმცა დროზე გარანტიას ვერავის მივცემ, მაინც ინდივიდუალურია, მე სადღაც 1 კვირაში შევძელი სხეულიდან გასვლა). მაგრამ ლაიტმანი აქაც გამობრძანდა და გამოაცხადა რომ სიზმარს არაფერი კავშირი არ აქვს სულიერებასთან, და რომ სიზმარი ადამიანის ფიზიკურ ტვინში მომხდარი მოვლენების შედეგია მხოლოდ და მხოლოდ. (რაც ისევ და ისევ იმდენად უხეში შეცდომაა, რომ ვერავითარ სულიერ წვდომაზე ვერ გვექნება ლაპარაკი). 4) ლაიტმანი ამბობს, რომ მხოლოდ კაბალაა სულიერი მეცნიერება (რაც ტირილამდე აბსურდია). 5) ლაიტმანი ამბობს რომ ადამიანი მაიმუნისგან წარმოიშვა და ყველაფერი ისე იყო, როგორც ამას თანამედროვე მეცნიერება გვეუბნება (ნუ ეხლა ამის საწინააღდეგოდ მტკიცებულებებს ნუ მომთხოვთ, მარა ოკულტიზმში ჩახედული ადამიანებისთვის გარკვეულწილად გასაგები უნდა იყოს რომ კაცობრიობის ისტორია ისეთი არ უნდა ყოფილიყო როგორც სკოლაში გვასწავლეს) 6) ლაიტმანი ამბობს, რომ უცხოპლანეტელები არ არსებობენ, და რომც არსებობდნენ მათ არ ექნებათ სულიერი შემეცნების პოტენციალი (ანუ უბრალოდ განვითარებული ცხოველები იქნებიან, რომელთაც არ ექნებათ ღვთის მიერ მინიჭებული ''სული'' რომელიც რატომღაც მხოლოდ ადამიანის კუთვნილებაა. ამ სიის გაგრძელება უსაშველოდ შეიძლება.... პ.ს. ლაიტმანისნაირი სულიერი მოძღვრები სამი კილო ლარადაა ბაზარზე. -------------------- |
|
|
Oct 26 2016, 01:32 AM
Post
#412
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
ერთად სმა-ჭამაში ძალიან დიდი აზრი დევს. და ეს ჰაერზე მოგონილი ლაიტმანის ხუშტური არ არის... ასევე ერთად ცეკვას დიდი აზრი გააჩნია... დანარჩენზე... კი ბევრი რო არ გამიგრძელდეს..... გეტყვი რომ ის სხვა კატეგორიის ხალხისთვისაა. ხალხი ყველა ერთნაირი არარის... იყოფა სხვადასხვა კატეგორიებად... და ყველას თავისი მასწავლებელი ყავს ... |
|
|
Oct 27 2016, 07:34 PM
Post
#413
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ერთად სმა ჭამას აქვს ის აზრი, რომ დანაყრდები, ჰა ჰა მაქსიმუმ ლაპარაკი უფრო სასიამოვნო პროცესად აქციო.
ერთად ცეკვასაც ის აზრი აქვს რომ კარგად გაერთობი თუ ცეკვა მოგწონს. ნამდვილად სხვა კატეგორიის ხალხისთვისაა, იმ კატეგორიის ხალხისთვის ვინც არსაით არ მიდის (მიუხედავად იმისა რა არის მათი მოტივი და რა ჰგონიათ მათ) და ყველას თავისი მასწავლებელი ყავს, რა თქმა უნდა... მაგრამ ცუდი ისაა რომ ამ ყველაფრის შედეგი არის დაკარგული დრო, ადამიანებისათვის აბნეული გზა, რადგან ამდენ ტყუილში ძალიან რთული ხდება ნამდვილის პოვნა, და იმედგაცრუება იმ ადამიანებისა რომლებიც შეცდომაში შევლენ. ადამიანი როდესაც წლებს დაახარჯებს რაიმე ისეთს, საიდანაც რამე დიდს და მნიშვნელოვანს ელის და ბოლოს მიხვდება რომ უბრალოდ მოატყუეს, აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში: იმედგაცრუებული და დათრგუნული. ამ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს მერე სულ რომ კოსმიური სიბრძნე შესთავაზო სავარაუდოდ აღარ მოინდომებს მოსმენას, და ძალიან დიდი ხანი გავა (შეიძლება რამდენიმე ინკარნაციაც) სანამ კიდევ მოკიდებს ხელს რამეს. ასეთი მიდგომა რომ ყველას თავისი გზა აქვს, ყველას ძალისხმევა თანაბარია, რომ ყველა თანაბარ ყურადღებას იმსახურებს, რომ ყველა სულიერი მასწავლებელი მასწავლებელია - და უბრალოდ გზა არის ასეთი და ასე შემდეგ, უბრალოდ გაუმართლებელია! სანამ მაძიებელი იმას არ მიხვდება, რომ სიცრუის ჭაობშია ჩაძირული ყველაფერი და ნამდვილი ძალიან ცოტაა, მანამ უამრავი იმდეგაცრუება ელის... იმისათვის რომ ადამიანმა გარჩევის უნარი გამოიმუშავოს გარდა სკეპტიკური მიდგომისა და გახსნილობისა, საჭიროა პრაქტიკა, პირადი გამოცდილება. 10-ჯერ სხეულიდან გასვლა ჯობია სხეულიდან გასვლაზე 10 წიგნის წაკითხვას. თუმცა წიგნების უგულებელყოფაც არ შეიძლება რა თქმა უნდა... -------------------- |
|
|
Oct 30 2016, 07:17 PM
Post
#414
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
კარგით... და ასე ვლანძღოთ.. შორიდან ლაიტმანი?.. ასე არ მკვიდრდება საკუთარი (თუნდაც ჭეშმარიტი) აზრი. |
|
|
Oct 30 2016, 07:17 PM
Post
#415
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,689 Joined: 11-December 09 From: New York, USA Member No.: 6,092 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Merlin
კარგით... და ასე ვლანძღოთ.. შორიდან ლაიტმანი?.. ასე არ მკვიდრდება საკუთარი (თუნდაც ჭეშმარიტი) აზრი. |
|
|
Oct 31 2016, 01:08 PM
Post
#416
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 3,517 Joined: 10-November 10 From: ,,დედა''მიწა Member No.: 6,305 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
საინტერესო პოსტები იყო ვეთანხმები მერლინს ბევრი არასერიოზული და თავისშექცევაზე ორიენტირებული სწავლებაა შენიღბული ეზოთერიკის თუ სულიერი განვითარების სახელის ქვეშ
თუმცა mata რისკენაც მიანიშნებს ისიც ყურადსაღებია, კატეგორიული მსჯელობა ჭეშმარიტებისკენ არ მიანიშნებს და არც ამკვიდრებს ! მითუმეტეს თუ იმ პიროვნებას რომელსაც აკრიტიკებ რეალურად არ იცნობ არ გაგიტარებია მის სწავლებაში არც ერთი დღე და პირადი გამოცდილება არ მიგიღია -------------------- მისტიკოსი და შიზოფრენიკი ერთი და იგივე მდინარეში ხვდება, მაგრამ თუ მისტიკოსი იქ ცურავს შიზოფრენიკი იძირება - ეს იმიტომ რომ მისტიკოს აზროვნების სწორი გეომეტრიის ცოდნა აქვს სიყვარულზე ხოლო შიზოფრენიკს ეს ძალიან აკლია....
Угнетатель и угнетенный в конце встречаются, и единственное, что преобладает, - это то, что жизнь была слишком короткой для них обоих. - полевые заметки |
|
|
Feb 6 2017, 11:27 AM
Post
#417
|
|
RED soul Group: Members Posts: 137 Joined: 21-June 11 Member No.: 6,494 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ის რომ სექსი გექნება რამდენჯერაც გინდა, ჭამ იმას რაც გინდა და როგორც გინდა, დალევ, მოწევ, და თავს ყველაფრის უფლებას მისცემ და თან დიდი სულიერი წარმატებები გექნება არის უბრალოდ ილუზია. ეს ასე არ მუშაობს!!!! ასე რომ მუშაობდეს აქამდე ყველაფერი კარგად იქნებოდა ჩვენს პლანეტაზე, მარა ეს ასე არ არის. შეგიძლიათ წაიკითხოთ კარლოს კასტანედას წიგნები (მესამე ტომიდან იწყება ძირითადი სწავლება). ამ წიგნებში სრულად სერიოზული ცოდნაა გადმოცემული, გირჩევთ წაიკითხოთ, რომ კარგად გააცნობიეროთ ის ძალისხმევა რაც ადამიანს სჭირდება რაიმეს მისაღწევად ამ გზაზე. ვისთვის როგორ, არ არის ილუზია. მაგრამ გააჩნია "სულიერ წარმატებას" რას ეძახით. ცნობიერის ხვა დონეზე გასვლა და დიდი სურათის ფრაგმეტების დანახვა თუ სულიერების წარმატებად მიგაჩნიათ მაშინ არ არი ილუზია. კაბალა კიდევ ან რამე ეზოთერულ საზოგადოებას უნდა განეკუთვნებოდეთ (მაგალითად ბეკონიანურ საიდუმლო საზოგადოებებს) ან წინაპრებისგან გადმოცემული ცოდნით უნდა სარგებლობდეთ, თვით ნასწავლი კაბალისტობა არის ნამდვილი ილუზია. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 29th September 2024 - 03:51 AM |