კავკასიური იოგა |
კავკასიური იოგა |
May 16 2010, 05:23 PM
Post
#1
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 5 Joined: 11-April 10 Member No.: 6,198 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
«სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები»(!) ბევრ თქვენგანს, ალბათ, არც კი გაუგონია კავკასიური იოგას არსებობის შესახებ, არადა ვარჯიშების ამ უნიკალური სისტემის წყალობით შეგიძლიათ გახდეთ ნათელმხილველი, ტელეპათი, წყალზე იაროთ, ჰაერში იფრინოთ, ამინდი შეცვალოთ, ჩასახვის დროს ბავშვის სქესი დააპროგრამოთ, ავადმყოფები განკურნოთ, დახარჯული ენერგია აღიდგინოთ, გაახალგაზრდავდეთ, სიცოცხლე გაიხანგრძლივოთ, სურვილები აიხდინოთ... «კვირის პალიტრის» სტუმარია ეზოტერიკოსი თამაზ დარახველიძე, რომელიც კავკასიურ იოგაზე გვესაუბრება. - ბატონო თამაზ, რატომ არ არის ცნობილი დღემდე ფართო საზოგადოებისთვის კავკასიური იოგას შესახებ? - ჩაკეტილი სისტემა იყო - ცოდნა მასწავლებლიდან მოწაფეზე გადადიოდა, ასე რომ, მხოლოდ განდობილებმა იცოდნენ კავკასიური იოგას არსებობა. ეს საიდუმლო სწავლება პირველად 1955 წელს გახდა ცნობილი პოლონელი გრაფის, სტეფან კოლონა ვალევსკის წყალობით, რომელიც პოლონეთის დიპლომატიური მისიით ჩავიდა ნიუ-იორკში და მოგვიანებით ერთ-ერთ ამერიკელ გამომცემელს უცნაური ხელნაწერი წიგნი მიუტანა. - რაში მდგომარეობდა ხელნაწერის უცნაურობა? - კავკასიური იოგა ვალევსკიმ პერგამენტზე ოქროს ასოებით დაწერა. - ვისგან შეიტყო მან ამ საიდუმლო სისტემის არსებობა? - კავკასიის მთებში მოგზაურობისას, 1920-იან წლებში, იგი შეხვდა ორ განდობილს, რომლებმაც გრაფს ზოგიერთი რამ გაუმხილეს, ცოდნა ზეპირად გადასცეს და ფიცი ჩამოართვეს, რომ მათ ვინაობას არ გაამხელდა. თავის მასწავლებლებს გრაფი აღარასოდეს შეხვედრია. ვალევსკიმ კავკასიური იოგა (ადამიანის განვითარების სისტემა) ამერიკაში ჩასვლის მერე დაწერა ინგლისურ ენაზე. სხვათა შორის, წიგნი დაიბეჭდა თუ არა, გრაფი მაშინვე გარდაიცვალა. ის ნიუ-იორკში ცნობილი კოლექციონერი გახლდათ. ანტიკვარული ნივთებითა და აღმოსავლური ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა. ჰქონდა მაღაზია «ეზოტერიკა». სამწუხაროდ, კავკასიური იოგა, რომელიც კოლორადოს შტატში გამოიცა, დაუმთავრებელია, მაგრამ გრაფი ამტკიცებდა, ასეა საჭიროო... - თქვენ როდის შეიტყვეთ კავკასიური იოგას არსებობის შესახებ? - პირველად 1970 წელს მომიტანა ერთმა მეგობარმა ვალევსკის «კავკასიური იოგას» რუსული თარგმანის ხელნაწერი. - თქვენი აზრით, კავკასიის მთებში დღესაც არსებობს საიდუმლო საზოგადოება? - შესაძლოა!.. უცხოური წყაროებიდან ვიცი, რომ სვანეთის მთებში დღესაც ცხოვრობენ განდობილები. ისინი პოლონელ გრაფს 89 წლის წინ შეხვდნენ... იმის დაშვებაც კი შეიძლება, რომ საიდუმლო საზოგადოების წევრები დღემდე ცოცხლები არიან. - «სვან ლამებს» გულისხმობთ? - დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით... გამიგონია, რომ სვანეთის მთებში არიან უხუცესები, რომლებიც ხალხმა «ლამებად» მონათლა. ისიც თქვეს, მათ სანახავად ედუარდ შევარდნაძეც იყო, ზვიად გამსახურდიაც, მაგრამ მხოლოდ ბატონი ზვიადი მიიღესო. - რით განსხვავდება «კავკასიური იოგა» მსოფლიოში აღიარებული იოგას მსოფლმხედველობისგან? - არის მოსაზრება, რომ იოგას მოძღვრება სწორედ კავკასიიდან გავიდა და დამკვიდრდა აღმოსავლეთში აბრეშუმის გზის მეშვეობით და ბუნებრივია, რამდენამდე სახეც იცვალა. - რას ეყრდნობა «კავკასიური იოგას» სწავლება? - «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, «სამართლიანობის კანონი ღვთის ნებაა». საგანგებოდაა ხაზგასმული ადამიანის დანიშნულებაც: «მე ვიმყოფები დედამიწაზე, რომ უკეთესი გავხადო იგი, უდაბნო სამოთხედ გარდავქმნა, ღვთისა და მისი მუშაკებისთვის უფრო ღირსეულ ადგილად ვაქციო». საკუთარი თავის შეცნობა ნიშნავს ჩაუღრმავდე შენს ადამიანურ არსს, დააკვირდე, შეისწავლო და დაგროვილი ცოდნა სათანადოდ გამოიყენო. ადამიანური არსის ინდიკატორია: «მე - მე ვარ (სამშვინველი), მე ვაზროვნებ, მე შევიგრძნობ, მე მსურს». ნებისმიერ სიტუაციას გავუმკლავდებით შეგნებულად განვითარებული ყურადღებით, დაკვირვებით, სწორი ინტერპრეტაციითა და დაგროვილი ცოდნის პრაქტიკული გამოყენებით - «შექმენი მიზეზი და უთუოდ მიიღებ შედეგს». «კავკასიური იოგა» საშუალებას გვაძლევს, ვუპასუხოთ ნებისმიერ შეკითხვას ყოფის ნებისმიერი სფეროდან (ფიზიკური, მენტალური, სულიერი და ფსიქიკური), გვასწავლის, როგორ გავიმარჯვოთ და რა გზით გადავჭრათ პრობლემები. - რა ვარჯიშებს მოიცავს «კავკასიური იოგას» სისტემა? - მედიტაციას და ყურადღების კონცენტრაციას სუნთქვითი ვარჯიშების ფონზე. სწორად სუნთქვა აუცილებელია ნებისმიერი ვარჯიშის შესრულების დროს, რადგანაც აზროვნების, შეგრძნებებისა და სურვილების ინდიკატორი სუნთქვაა. ნებისმიერ ცოცხალ არსებას, რომელიც ამ სამყაროში იბადება, აქვს თავისი ძირითადი რიტმი. ეს არის დედის სუნთქვა ცოცხალი არსების ჩასახვის მომენტში, ანუ მისი ვიბრაცია. - რას ნიშნავს სწორად სუნთქვა? - ადამიანის სუნთქვა უნდა შეესაბამებოდეს დედამიწის გულის ეზოტერიკული ცენტრის რიტმს, ანუ 7-ს, ამიტომაც 7 წამში ხდება ჰაერის შესუნთქვა, 1 წამით - დაყოვნება, 7 წამში - ამოსუნთქვა, და ისევ 1 წამით - დაყოვნება. - რა საჭიროა სხეულის გადასვლა დედამიწის რიტმზე? - «კავკასიური იოგას» სწავლების მიხედვით, ტიტანური ენერგია (იგივე პრანა), რომელსაც სივრცე შეიცავს, ყველგანაა და მუდმივად ეძებს ადამიანში შეღწევის საშუალებას, რათა ჩვენი მეშვეობით გამოავლინოს თავისი ძალა. ამ ენერგიის ჰარმონიული დინება რომ შევიგრძნოთ, დედამიწის რიტმზე უნდა გადავიდეთ, რათა გავთავისუფლდეთ საკუთარი ვიბრაციისგან, ანუ ჩასახვის მომენტში დედის ნეგატიური შთაბეჭდილებებისგან. როცა ადამიანი საკუთარ სუნთქვას აცნობიერებს, სხეულის ნაწილებსა და ცენტრებს ამოსუნთქვის დროს მუხტავს. «კავკასიურ იოგაში» ვარჯიშებს ეწოდება «მასტერ-არკანები», დიდი და მცირე არკანები. - თუ შეიძლება, განმარტეთ, რას ნიშნავს ეს? - «მასტერი» ანუ ოსტატი არის ადამიანი, რომელიც «კავკასიურ იოგას» მისდევს. «არკანი» ნიშნავს ვარჯიშს, ასე რომ, «მასტერ-არკანი» იგივეა, რაც «ოსტატის ვარჯიში». გრაფ ვალევსკის აღწერილი აქვს 7 «მასტერ-არკანი». «კავკასიური იოგას» სწავლების თანახმად, სუნთქვა სიცოცხლეა. ვალევსკი აღწერს «მზის», «მთვარისა» და «ბუნდოვან» სუნთქვას. - რა მდგომარეობაში იმყოფება ოსტატი? - იგი მუდამ შეგნებულად ინარჩუნებს სამყაროს პოზიტიური აღქმის უნარს, გახსნილია ყველანაირი დადებითი ძალისთვის, რათა მათ შეძლონ ოსტატში შეღწევა და მისი საშუალებით გამოვლინდნენ. ამაღლებული სურვილები, ნათელი აზრები, კეთილი სიტყვები - ეს მისი მუდმივი მდგომარეობაა. - თუ შეიძლება აგვიხსენით, როგორ კეთდება პირველი «მასტერ-არკანი»? - საგაზეთო სტატიით ამის გაკეთება ძნელია და თანაც საშიში. - დანარჩენ «მასტერ-არკანზე» რას გვეტყვით? - მეორე «მასტერ-არკანის» წყალობით ადამიანი იძენს ნათელსმენის უნარს და ჰარმონიულობას. სწავლობს, როგორ დახვდეს მოყვარეს, რანაირად დაიცვას თავი მტრისგან, ან როგორ დაესხას მას. მესამე «მასტერ-არკანი» ავითარებს გემოვნებას და უდიდესი პრინციპის მუდმივად შენარჩუნების უნარს. - რა არის უდიდესი პრინციპი? - «მე ჩავისუნთქავ სიცოცხლეს და ჩემ გარშემო ვქმნი მაგნიტური ძალების ველს, ანუ აურას» - ეს არის «კავკასიური იოგას» ცენტრალური პრინციპი. მეოთხე «მასტერ-არკანი» ავითარებს უზადო ნებისყოფას (ელექტრობას ინახავს სხეულის ნერვულ წნულებში). მეხუთე «მასტერ-არკანის» საშუალებით ადამიანი დედამიწის მიზიდულობის ძალაზე კონტროლის უნარს იძენს, შეუძლია, ჰაერში აიწიოს, იფრინოს და წყალზე იაროს. მეექვსე «მასტერ-არკანს» «ფილოსოფიურ ქვას» უწოდებენ. - რა მოტივით? - იგი ავითარებს ტრანსმუტაციის, ტრანსფორმაციის, ტრანსფიგურაციის უნარს და შესაძლებელს ხდის უბრალო, არაკეთილშობილური ელემენტების ოქროდ გარდაქმნას (ტრანსმუტაციას). გარდა ამისა, მეექვსე «მასტერ-არკანის» წყალობით, ხდება ელექტრონული და მაგნიტური ძალების ტრანსფორმაცია, ადამიანისა და დედამიწის აურის სფეროების შერწყმა, რაც ღვთაებრივ ძალებთან, ანგელოზებთან კავშირის დამყარების საშუალებას იძლევა. არანაკლებ საინტერესოა მეშვიდე «მასტერ-არკანიც». მისი მეშვეობით ადამიანი ამინდის შეცვლას, მის მართვას სწავლობს. კვირის პალიტრა / თამაზ დარახველიძე ; ესაუბრა ნინო გოძიაშვილი // © http://old.kvirispalitra.ge/archive/2009/2...htm/saxeebi.htm |
|
|
Dec 13 2010, 02:36 PM
Post
#2
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არვიცოდი რომ საქართველოშიც იყვნენ ასეთები,სვანეთში მინდა
|
|
|
Dec 13 2010, 10:37 PM
Post
#3
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
უახლოეს ხანებში ქართულად გამოდის წიგნი
-------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Dec 30 2010, 07:56 PM
Post
#4
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ხო არ გამოვიდა ეგ წიგნი?
|
|
|
Dec 30 2010, 10:49 PM
Post
#5
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს სტატია ერთი 3 წლის წინ მაქვს კვირის პალიტრაში წაკითხული.. სხვა ინფო არაა ამის შესახებ?
-------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 1 2011, 04:24 PM
Post
#6
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
გადავატრიალე ინტერნეტი მაგრამ არაფერი არაა |
|
|
Jan 1 2011, 05:42 PM
Post
#7
|
|
MASTER Group: Moderator Posts: 7,261 Joined: 4-September 10 Member No.: 6,254 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
mamu_ka
ნეტში არაა , მაგრამ ისედაც არაა მგონი.. -------------------- -----------Купила мелок от тараканов! Теперь в голове тихо, спокойно. .. сидят, рисуют.-------------------
|
|
|
Jan 1 2011, 10:45 PM
Post
#8
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 625 Joined: 3-December 10 Member No.: 6,320 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
td.........
ამ სტატიაში რომ წიგნზე საუბრობენ ეგ მაქვს კომპიუტერში ოღონდ რუსულად არის,კიდევ მინდა რამე სხვა მაგრამ არ მოიპოვება ინფორმაცია |
|
|
Jan 7 2011, 03:05 PM
Post
#9
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 25 Joined: 28-December 10 Member No.: 6,337 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აუ ეს წიგნი მინდა, რუსულად ან ინგლისურად იყოს თუგინდა :შ
|
|
|
Jan 7 2011, 07:46 PM
Post
#10
|
|
RED soul Group: Members Posts: 232 Joined: 28-November 09 From: ASGARD Member No.: 6,083 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
google-ში ნახე ყრია რუსულ საიტებზე
|
|
|
Apr 28 2011, 09:52 AM
Post
#11
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 3 Joined: 23-April 11 Member No.: 6,449 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გაზეთი ასავალ -დასავალი როა ,იქ იყოოო კავკასიური იოგის შესახებ სტატია და მაგ ხალხზე
|
|
|
Apr 29 2011, 04:23 PM
Post
#12
|
|
RED soul Group: Members Posts: 128 Joined: 29-April 11 Member No.: 6,458 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მე მაქ ეგ ნომერი
|
|
|
Apr 29 2011, 06:16 PM
Post
#13
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
რუსული ვერსიაში ძალიან შემოკლებითაა ინფორმაცია (ნუ რაც მე ვნახე იმ ვარიანტში)
აი ზუსტად ასავალ-დასავალის ნომერსი ამბობდა ის კაცი რომ ქართულად უნდა გამოვცე წიგნიო და წესით აქამდე უნდა გამოსულიყო... -------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Apr 29 2011, 06:24 PM
Post
#14
|
|
RED soul Group: Members Posts: 128 Joined: 29-April 11 Member No.: 6,458 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
კი,შესავალში ესე წერია,რო ერთარდერთი ადამიანია ,ვინც ქართულად თარგმნაო
|
|
|
Apr 29 2011, 07:10 PM
Post
#15
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი ხანია ვეძებ და ვალევსკის გარდა კავკასიურ იოგაზე ვერსად ვერაფერს მივაგენი, გარდა იმისა რომ ერთხელ სადღაც ვიღაცას ქონდა ნახსენები გურჯიევი ფლობდა კავკასიურ იოგასო. ძალიან მეპარება ეჭვი ამდენი ხანი სვანეთში საიდუმლოდ ინახებოდეს ეს ცოდნა, ახლა ის დროა ყველა საიდუმლოს ნელ-ნელა ფარდა ეხდება. აქამდეც რომ მოეტანათ საიდუმლოდ ახლა უკვე გამოჟონავდა.
|
|
|
Apr 29 2011, 07:26 PM
Post
#16
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 716 Joined: 4-October 09 Member No.: 6,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დიდი ხანია ვეძებ და ვალევსკის გარდა კავკასიურ იოგაზე ვერსად ვერაფერს მივაგენი, გარდა იმისა რომ ერთხელ სადღაც ვიღაცას ქონდა ნახსენები გურჯიევი ფლობდა კავკასიურ იოგასო. ძალიან მეპარება ეჭვი ამდენი ხანი სვანეთში საიდუმლოდ ინახებოდეს ეს ცოდნა, ახლა ის დროა ყველა საიდუმლოს ნელ-ნელა ფარდა ეხდება. აქამდეც რომ მოეტანათ საიდუმლოდ ახლა უკვე გამოჟონავდა. ვერ დაგეთანხმები. ერთია ის რასაც გვაწოდებენ მეორე ის რასაც ვხედავთ და ვრძნობთ. ამაზე ადრეც ვილაპარაკეთ. "გამოჟონავდა" არაფერი არასდროს არ გამოჟონავს სანამ თავად არ ნახავ კონკრეტულ წერტილს საიდანაც შეიძლება გამოჟონოს. |
|
|
Apr 29 2011, 08:25 PM
Post
#17
|
|
BLUE soul Group: Members Posts: 1,626 Joined: 11-January 11 Member No.: 6,353 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
სანამ თავად არ ნახავ კონკრეტულ წერტილს საიდანაც შეიძლება გამოჟონოს. არა, მართლა ვეძებე, სვანეთშიც, ჯერ კიდევ წლების წინ, ზედა და ქვემო სვანეთელებშიც გაკითხული მაქვს, ყველას ეგონა სამახვშო განძეულზე ვეკითხებოდი და თუ მართლა ფლობს დღეს სვანეთში ვინმე ამ ცოდნას და ასე საიდუმლოდ, მაშინ მართლა ხელები ამიწევია სვანების წინაშე საქმე ის არის რომ არსად არ არის არანაირი ინფორმაცია ვალევსკის გარდა, მე ნამდვილად ვერსად ვნახე და ეგებ ვინემ მართლა იცოდეს რამე. და იმ კაცს ბოლო-ბოლო თარჯიმანი მაინც ხომ ჭირდებოდა ან რაღა გადამთიელს გაანდეს ის რასაც შინაურებს უმალავდნენ |
|
|
Apr 29 2011, 09:16 PM
Post
#18
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 716 Joined: 4-October 09 Member No.: 6,040 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
არა, მართლა ვეძებე, სვანეთშიც, ჯერ კიდევ წლების წინ, ზედა და ქვემო სვანეთელებშიც გაკითხული მაქვს, ყველას ეგონა სამახვშო განძეულზე ვეკითხებოდი და თუ მართლა ფლობს დღეს სვანეთში ვინმე ამ ცოდნას და ასე საიდუმლოდ, მაშინ მართლა ხელები ამიწევია სვანების წინაშე საქმე ის არის რომ არსად არ არის არანაირი ინფორმაცია ვალევსკის გარდა, მე ნამდვილად ვერსად ვნახე და ეგებ ვინემ მართლა იცოდეს რამე. და იმ კაცს ბოლო-ბოლო თარჯიმანი მაინც ხომ ჭირდებოდა ან რაღა გადამთიელს გაანდეს ის რასაც შინაურებს უმალავდნენ აჰა გასაგაბეია.ისე მგონი იმ ასაკის ხალხი რომ ზოგადად ამ თემის შესახებ რაიმე იცოდეს აღარც კი იქნება შემორჩენილი დიდი ეჭვი მაქვს. |
|
|
Apr 29 2011, 10:21 PM
Post
#19
|
|
RED soul Group: Members Posts: 128 Joined: 29-April 11 Member No.: 6,458 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ ერთი სვანეთის მთებში უნდა გავილაშქრო
|
|
|
Jul 23 2011, 07:07 PM
Post
#20
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 441 Joined: 27-October 10 Member No.: 6,297 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- you can change everyfing, if you can control your mind
----------------------------------- "ზეციური სამეფო თქვენშია" -იესო ქრისტე |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th October 2024 - 08:15 PM |