"... be Happy..." |
"... be Happy..." |
Aug 21 2008, 10:11 PM
Post
#41
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მადლოოობააააააააააა ყველას სახელით ისე მიხარია სხვას რომ უხარიააა ცხოვრება მშვენიერია და ფერები უფრო მკაფიო და ნათელი! ) მიხარია რომი აქ ხა და შენს აურას გვიგზავნი აქ ყველა ფორუმელს. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 3 2008, 06:01 PM
Post
#42
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღეს ძალიან, ძალინ მიხარია!!!!!!!!!!...........
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 3 2008, 09:03 PM
Post
#43
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 455 Joined: 2-June 08 Member No.: 2,176 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
|
|
|
Dec 18 2008, 10:12 PM
Post
#44
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
აბა, კონკურსისთვის თემა მზადაა და ყველას მოუთმენლად ველოდებით!!!
ვინ იქნება პირველი კონკურსანტი? პ.ს. პოსტები შეზღუდული არ არის მაგრამ თემას არ უნდა გადაუხვიოთ! (ზომიერად მკაცრი ვარ ) -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 19 2008, 12:26 AM
Post
#45
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
„ერთი კაკალი ირმასათვის“
ეს სულაც არ არის ზღაპარი, სინამდვილეა და რა სინამდვილე. მე და ჩემს და-ძმას,– რომლებიც ჩემზე პატარები არიან, ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი. ჩემი ძმა სამი წლითაა ჩემზე უმცროსი, ჩემი და კი რვა. ჩემს დაზე რახან რვა წლით ვიყავი დიდი, მასთან ბევრი არ მითამაშია ბავშვობაში, რადგან როცა მან თამაში დაიწყო მე უკვე „დიდი“ გოგო ვიყავი, მე და ჩემი ძმა კი ბევრს ვთამაშობდით ხოლმე ერთად. თამაშის დროს ხან ვჩხუბობდით, მაგრამ ვინ გაბედავდა დედასთან ენის მიტანას , დედა ორივეს დაგვსჯიდა და მეორე წუთში აღარ გვახსოვდა და ისევ ვთამაშობდით. ვიცოდით რომ არ უნდა გვეჩხუბა, და თუ მაინც ვიჩხუბებდით არ იყო მტყუანი და მართალი და ასე ისევ ვშველდებოდით, და ვთამაშობდით არ არსებობდა რამე შეგვეჭამა უერთმანეთოდ, თუ ვინმე რომელიმეს ერთ კამფეტს მოგვაწვდიდა, მოვრბოდით სახში და ყოველთვის შუაზე ვიყოფდით. ასეთი გემრიელი კამფეტები, მხოლოდ მაშინ იყო ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით, მაგრამ გვქონდა სახლი რაიონში. ერთხელაც მამაჩემი წავიდა სოფელში ერთი დღით და თან მარტო ჩემი ძმა წაიყვანა. მაშინ ჩემი ძმა დაახლოებით სამ წლის იყო. ჩემმა ძმამ ეზოში ერთი კაკალი იპოვა(ეზოში კაკლის ხე არ გვედგა), როგორც ჩანს რომელიმე ფრინველს ჩამოუგდია გასატეხად. ხოდა აიღო კაკალი და თბილისში წამოიღო ირმასთან ერთად გავტეხ და შევჭამთო. წარმოიდგინეთ პაწუა ხელი და პაწუა ჯიბე, რომელიც მას ჰქონდა. დადგა წამი და კაკალი ერთად გავტეხეთ. მაგრამ კაკალი ცარიელი იყო ასეთი საჩუქარი მართლა ძალიან დიდი ბედნიერებაა, ძალიან დიდი სიყვარულია, ძალიან დიდი სიხარულია 33 წელი გავიდა მას შემდეგ, მაგრამ ეს სიხარული არ წაშლილა და არც წაიშლება არასოდეს. ეს ნამდვილი წრფელი სიყვარულია გიყვარდეთ ყველას ასე ერთმანეთი და იმ წუთის გრძნობა რაც მე მქონდა ყველას გადმოგდებოდეთ და იყოს სიყვარული მარად ძლიერი -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 19 2008, 01:18 AM
Post
#46
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 760 Joined: 8-March 08 Member No.: 457 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ირმას ამბავმა გამახსენა ერთხელ ავად ვიყავი და ძამიამ ერთი ცალი შოკოლადი მომიტანა. დღესაც მახსოვს რა ბედნიერი იყო.
ეს შოკოლადი განსაკუთრებული იყო. თუ გახსოვთ რეკლამა იყო ხოლმე ბალერინა ცეკვავს და მერე ლამაზად შეფუთულ შოკოლადს აჩვენებენ. ხოდა მოვიდა და ძალიან დიდი სიყვარულით ეს ერთი ცალი შოკოლადი მომცა ეს შოკოლადი განსაკუთრებით მიყვარს და ხშირად ვყიდულობ ხოლმე |
|
|
Dec 22 2008, 02:40 PM
Post
#47
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ე.ი ჩანახატებიც შეიძლება. და ჩემს თავზე შემიძლია ის ვთვა რომ შეიძლება უცებ ისეთმა ელემენტარულმა რაღაცამ მომანიჭოს ბედნიერება რომ სხვას ამაზე გაეცინოს... უიიი,არ ღირს თქმად.... ჯობია სხვისი ეს ჩანახატი დავწერო...სხვა ამდაგვარებსაც ვნახავ და დაწერ
"რაზე ჩურჩულებენ ჯვრისწერის სანთლები" _ნახე გათენდა _ჰო, მგონი როგორც იქნა უჩურჩულა ერთმა ყვითლად ჩამოქნილმა სანთელმა მეორეს, რომელიც მასზე მიკრული იყო _დღეს ჯვრისწერაა, ალბათ ეკლესიაში დაგვანთებენ. _ისინი სიყვარულით იწვიან, ჩვენ კი ცეცხლით დავიწვებით. . . _ეჰ,რას იზამ, ასე ყოფილა განგების ნება, ისე მაინც ბედნიერი ვარ, ჩვენ ხომ ორი ადამიანის შესაერთებლად დაგვანთებენ. _ჰმ! დიდი ბედნიერებაა _ჩუ, მგონი მოდიან _აი, ნახე ნეფე-დედოფალიც გამოჩნდა, რა ლამაზი კაბა აცვია არა? _კი, ორივე ლამაზები არიან, თან სიყვარულით არიან გაცისკროვნებული. მეც ადამიანი ვიყო და მეც შემეძლოს სიყვარულის განცდა, აუცილებლად შეგიყვარებდი. _მე დედოფალს ვეკუთვნი, შენ კი ნეფეს, ესე იგი მე დღეს დედოფალი ვარ, შენ კი ნეფე. _ვაი,ვაი, თავზე ცეცხლი წამეკიდა. _ცოტა მოითმინე ჩემო კარგო, მე ხომ ხედავ როგორ ვაჟკაცურად ვითმენ. _ნახე, ნახე, ნეფემ რა სინაზით აკოცა დედოფალს. _შენ რატომ კანკალებ? _არა, მე არ ვკანკალებ, უბრალოდ დედოფალს უკანკალებს ხელები, ალბათ ეს მისი პირველი კოცნა იყო. _ღმერთო! რა ბედნიერები არიან არა? არ ვნანობ რომ მათ სიყვარულს ვეწირები. _მე კი, მათ შემხედვარეს ლოცვა მინდება, მოდი ილოცე, მე კი ამინს გეტყვი ბოლოს! _ღმერთო! შენ ხომ სიყვარული ხარ, შენ ხომ სიყვარულით შობე შენი ძე, ჩვენც ამ სიყვარულს ვეწირებით. . . ეს სიყვარული კი ყოფილიყოს ისეთი წრფელი და უანგარო, როგორიც ჩვენგან ჩამოღვენთილი ცრემლებია. . . _გვისმინე ღმერთო, ამინ! -------------------- |
|
|
Dec 23 2008, 02:10 PM
Post
#48
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
დღეს ძალიან, ძალინ მიხარია!!!!!!!!!!........... დღეს მეც ძალიან ძალიან მიხარია და TeO-ს ეს პოსტი გამახსენდა. -------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Dec 25 2008, 02:22 PM
Post
#49
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
QUOTE მიდიოდა ავტობუსი... ცხოვრება ყველგან მოგყვება, სადაც წახვალ, იქ შემოგეხვევა... იმ დილასაც ამყვა ავტობუსში. ამყვა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ იქ უკვე გვარიანად მოშხამული ავედი. ჯერ მანქანამ ჩამიშლიგინა და წუმპე შემომასხა, მერე ავტობუსში ასვლისას დამეტაკა ვიღაცა - დროზე ადი, დავლპი წვიმაშიო... გეგონება, მე არ მაწვიმდა! იქაც თავი პირდაპირ ჩხუბში ვკარი. ავტობუსი თავისუფლების მოედანზე იდგა - ორივე კარი ფართოდ გაეღო და ხალხის ამოსვლას ელოდებოდა... ის იყო, სველ ფანჯარას ავეკარი, რომ ვიღაცას, ეტყობა, მოთმინების ძაფი გაუწყდა და პირდაპირ ჩემი ყურის ძირში მიაყვირა მძღოლს, - წადი, რა კაცო, შენ თუ არ გეჩქარება, ჩვენ გვეჩქარებაო! მე კი შევხტი, მაგრამ მძღოლს ნირიც არ შესცვლია, არც სქელ ქურთუკში ჩაფლული კისერი მოუბრუნებია... მაგრამ ნავსი გამტყდარი იყო, ჩხუბი დაწყებული... - რას გაშეშებულხარ, კაცო, დაკეტე კარი! - ვიღაც ქალმა შეუტია მძღოლს და ატყდა... შოფერმაც ხმა ამოიღო და სულ უხეიროები და შეუბრალებლები გვეძახა, - თქვენ რა გენაღვლებათ, მთელი დღე ტყუილა დავახრიგინებ ამხელა ავტობუსს და მგზავრი თუ არ ავიყვანე, ცოლ-შვილს რა მივუტანოო! ვიღაცა ქალმა - ჩვენ რა შუაში ვართ, სახელმწიფომ მოგიმატოს ხელფასიო! მოკლედ, ამ აურზაურში კიბეს ერთი ბიჭი ამოახტა და მძღოლსა და კიბეს შორის გაიჩხირა... გაიწი, რა, ბიჭო, ვერა ხედავ, ხალხი ამოდისო, - იმასაც შეუღრინა მძღოლმა... - დამანებე, რა თავი, ბიძია, გაჭირვებული ვარ! - შეეპასუხა ბიჭი - მაღალი იყო, ასე 17-18 წლის, ფერმკრთალი და ლამაზი, დიდი შავი თვალები ჰქონდა... - ბილეთი აიღე-მეთქი ხომ არ მითქვამს. უკან გადაიწიე-მეთქი! - რატომღაც დაიბნა მძღოლი და როგორც იყო, წავიდა... ის წავიდა და ბიჭიც დაიძრა ავტობუსის სიღრმეში... ამაში კი არაფერია გასაკვირი - ხალხი ავტობუსებში მარტო არაფრისმთქმელი სახეებით კი არ მისჩერებია სარკმლებს, მოძრაობს კიდეც - ჩადის, ამოდის, ადგილს ეძებს... მაგრამ ის ბიჭი სხვანაირად მიდიოდა - ცალი ხელით სავსე ცელოფანის შავი პარკი თავზემოთ აეწია. გეგონებოდა, რაღაც დაავიწყდა და მის მოსაძებნად მიდისო... მერე კუთხეში მიდგა, პარკი ფეხებზე დაიდო, აქეთ-იქით მიიხედ-მოიხედა და... ამღერდა... - «შირაქის ველზე მივდივაარ... უკან მომყვება ქარიოო, წინ შემეფეთა პეპელააა... წითლად უჩანდა მხარიოო»... ხმა იყო - სუნთქვა შემეკრა და პირდაპირ გულში გამიარა - ბაგაბუგზე მივხვდი... - ვაჰ, ბიჭო, მართლა საწყალი არ ყოფილა ეს უბედური! - ჩაილაპარაკა მძღოლმა წყნარად და მოულოდნელად მუშტი გამეტებით დასცხო ტორპედოს... - ნელა, შე კაცო, ავტობუსმა რა დაგიშავა, რომ ამტვრევ! - ჩუმად უსაყვედურა იმ ქალმა, ხუთი წუთის წინ დანასისხლად რომ გადაეკიდა, მერე ჩანთიდან ცხვირსახოცების შეკვრა ამოაძვრინა და რატომღაც ხელში ნერვიულად მოჭმუჭნა... - «საყვარლის კაბას ვამსგავსეეე»... - განაგრძობდა ბიჭი... - ნახე, დედა, რა მაგრა მღერის! - გაუცინა სკამს მოჭიდებულმა გოგომ დედას. - მერე რა არის სასაცილო! - გაბრაზდა დედამისი, - ამხელა ქალმა არ უნდა იცოდე, რაზე იცინო?! გოგოს აღარაფერი უთქვამს. უცნაურ ფერად შეღებილი თმა სახეზე ჩამოიფარა და თავი ჩაქინდრა... ცრემლი კი მის გვერდით მდგარმა ქალმა მოიწმინდა და ფანჯარას მიაშტერდა... ავტობუსი მიდიოდა... - ახლა ახალი სიმღერა მოისმინეთ, - გამოაცხადა ბიჭმა კონფერანსიესავით. ფეხებზე ცელოფანის პარკი შეისწორა, გულზე ხელი მიიდო და გააბა, - «ვარდები არ არიან...» - ვაიმე, შენს დედას შვილო!. ასე ანგელოზი გაუჩენიხარ და რა დღით! - გამწარდა ვიღაც მოხუცი. ბიჭი კი მღეროდა და მღეროდა - «გულო, რა გემართება, გულო რა მოგივიდააა.» ავტობუსი მიდიოდა... ხალხიც ჩადიოდა და ამოდიოდა, ისმენდა სიმღერას და სახეზე სამყაროს დარდი ეწერებოდა... ერთი პატარა გოგო გაძვრა, ბიჭს წინ დაუდგა და დიდი თვალებით მიაშტერდა, თან წამწამებს აფახულებდა და ტირილი წკიპზე ჰქონდა მომდგარი - პაწია ტუჩებს პრანჭავდა... მერე ბიჭმა ცელოფანი აიღო, იღლიაში ამოიჩარა, ხელი გამოსწია და... კონცერტი დამთავრდა, გადაიხადეთ, რაც გემეტებათო!.. - მოიცა, დე, მე მივცემ, რა! - გოგომ შემოტკეცილი შარვლის ჯიბიდან ამოაძვრინა ხურდები და ისევ დედას შეეხვეწა, - დაამატე რა, ცოტა! იმანაც დაამატა... - მოდი, შე საცოდავო, მოდი, - ახლა მოხუცმა დაიწყო ჩანთაში ფულის ძებნა. მაგრამ ხელს ჯერ პენსიონერის წიგნაკი ამოჰყვა, მერე - სათვალე. ფული ბოლოს იყო... - ეეჰ, კაბინეტებში გამოჭიმული ჩვენი მთავრობა უნდა ჩააგდო შენს დღეში, - ჯიბეს ხვნეშით მიადგა მსუქანი კაცი... - ვითომ მთავრობა რაღა შუაშია! - გაუკვირდა აცრემლებულ ქალბატონს და ბიჭს ხელში ქაღალდის ფული ჩაუკუჭა... ავტობუსი კი მიდიოდა... მერე ბიჭიც ჩავიდა, ჩაიტანა შავი ცელოფანის პარკი და... ფული... რაღაც ჩვენც დაგვიტოვა. მაშინ ვერ მივხვდი, რა. მაგრამ ავტობუსი რომ დაიძრა და ბიჭმა გაჩერებიდან შემოგვხედა, მაშინვე მივაგენი, - სიყვარული! იმ წუთში ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. ვერ გეტყვით, რატომ, მაგრამ ასე იყო... ავტობუსი კი მიდიოდა... ნანა რამიშვილი ეს სტატია ახლა შემთხვევით წავიკითხე კვირის პალიტრაში.. და ავღრიალდი ძალიან დააჭირეს ადამიანურზე,..მტკივნეულია, მაგრამ მკურნალი!! (ნათქვამი, რომაა -წამალი მწარეაო ) -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Dec 25 2008, 02:46 PM
Post
#50
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ამ რამდენიმე დღის წინ მეც ვმგზავრობდი ავტობუსით და თითქმის მზგავს სიტაუციაში ამოვყავი თავი, ოღონდ ის რადიკალურად დადებითი გამოვიდა!
ან უბრალოდ ვარდისფერი სათვალეებიდან ვუყურებდი? ..მოკლედ, ვზივარ უკან და ჩაძირული ვართ მგზავრები ჩვენ-ჩვენ ფიქრებში და "ვდრუგ" ამოდის კაცი, რომელიც რაღაც მანქანებით უკრავს დოლ-გარმონზე და თან არ ამღერდა?!! ( რეპერტუარს ვეღარ ვიხსენებ ) ავტობუსმა ეგრევე გამოიღვიძა და გამოცოცხლდა.. ატყდა ფხუკუნ-შუშუნი და დადებითმა ემოციამ მაქსიმალურზე აიწია!! ნუ ჩათავდა ეს "გრძელი" გაჩერება და ფულით დაჯილდოვებული ბიძია გავაცილეთ მხიარული მზერით, მაგრამ ჯერ სად ხარ!!!!!!!! ვსო ვ პერედი!!! კარებმა დახურვა ვერ მოასწრო, რომ პატარა კარუზოს ხმამ არ დაფარა მთელი ავტობუსი?! ის ჩავიდა და ეგ ამოვიდა) ..ხალხი ჯერ გაისუსა და მერე, რომ იფეთქა სიცილმა ვინ სად დახოხავდა ვერ გადმოგცემთ (აქ ავტორის უტრირებაა, ბოდიშით-ვერ მოითმინა და როლებში შეიჭრა! ) მოკლედ, "პუბლიკის" ასეთ თავშეუკავებელი რეაქიას არ ელოდა "კარუზო" და შეცბუნებული მიყუჩდა დამფრთხალი ბარტყივითა (ეტყობა იფიქრა- ამდენი გიჟი ერთად როგორ შეიყარაო?) მარა ჯერ კიდევ სადა ხართ! აუხტა ერთი სპორტსმენი ტიპი (რომლის საუბრიდანაც გამოჩნდა, რომ ამის რეპერტუარს უკვე იცნობდა) და უკვეთავს მიდი სერიალი შეასრულეო და ფულს მე მოგცემო! ნუ ჩვენ დავაღეთ ფართოდ თვალები და მივაჩერდით იმას (ანუ კარუზოსა), ხოდა ის გაყუჩებულია ისევ, მაგრამ ორ წუთში აზრზე მოვიდა და არ ჩაგვირთო თავის რეპერტუარი ნუ ჩვენ ავყირავდით და ვიღას ახსოვდა დოლიანი კაცი ეს იყო რაღაც და "პროსტა" უნდა გენახათ რა!!!!!!! ..სამწუხაროდ გაჩერებაც მოახლოვდა და ეს შემსრულებელიც გავისტუმრეთ, მაგრამ ხალხი ისეთ "უდარში" ვიყავით, რომ ჩემ გვერდზე ქალი კაიფობდა- ახლა მესამეც რომ "გაიჩითოს" ეგეთიო?!.. მაგრამ "ნა ეტომ ნაში პრიკლუჩენია ოსტანავილის"? .. to be continued.. პ.ს. პოსტი დაწერილია იმპროვიზირებულად, რომ მაქსიმალურად გადმომეცა განწყობა! ასე, რომ თუ შეგხვდათ შეცდომები ბოდიშით -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Jan 17 2009, 10:45 PM
Post
#51
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
იყო ბედნიერი,–ნიშნავს გიყვარდეს
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Jan 23 2009, 03:14 PM
Post
#52
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ბედნიერებისათვის არ გვჭირდება მიზეზები. ჯერ არის ბედნიერება და მერე როცა მიზეზებზე ფიქრი იწყება, რჩება მხოლოდ მიზეზები.
დაე ყოფილიყოს ბედნიერება და ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ მიზეზებს. ჰა, ჯერ კიდევ ორჭოფობთ, არ გადაგიწყვეტიათ იყოთ ბედნიერი? იყავით რა, გაიღიმეთ რა pleeeeeeeeeeeeeeeeeeeaaaaaaaaaaaaaaaaaaaaaase |
|
|
Jan 30 2009, 04:01 AM
Post
#53
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 796 Joined: 4-December 08 Member No.: 5,884 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ციტატა იყო ბედნიერი,–ნიშნავს გიყვარდეს და უყვარდე -------------------- |
|
|
Mar 24 2009, 01:31 PM
Post
#54
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Счастье как произведение искусства >> http://psychologies.ru/themes/personality/...ality_1554.html
საინტერესო სტატიაა -------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Mar 27 2009, 12:30 PM
Post
#55
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მიხარიაააააააააააააააა
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Mar 27 2009, 03:10 PM
Post
#56
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 3,718 Joined: 24-July 08 From: :)))))))) Member No.: 3,438 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,– აბა, მე დღეს ვის რა ვარგე? |
|
|
Apr 12 2009, 10:23 AM
Post
#57
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Apr 13 2009, 10:48 AM
Post
#58
|
|
YELLOW soul Group: Moderator Posts: 868 Joined: 19-June 08 From: Tbilisi Member No.: 2,617 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
გუშინ დილას გავიღვიძე საოცრად სევდიანმა და ვიწუწუნე: ”ყველა ჩემი ძველი მეგობარი საზღვარგარეთაა, აქ მხოლოდ ერთი მეგობარიღა დამრჩა და იმასაც ვერ ველაპარაკები წესიერად, თანაც ისიც მალე მიდის.” ისე მოვიწყინე, რომ შუადღისას ისევ დავწექი და საღამომდე საწოლიდან არ ავმდგარვარ და ისიც იმიტომ, რომ ის ერთი დარჩენილი მეგობარი წვეულებას აწყობდა და ხალხს ეპატიჟებოდა. წასვლაც კი არ მინდოდა და რა მოხდა მერე იცით, არ დაიჯერებთ. ჩემი ორი უახლოესი მეგობარი ჩამოსულა გაფრთხილების გაერშე და სურპრიზი გამიკეთეს. თვალებს არ ვუჯერებდი, არც ყურებს. ასეთი ბედნიერი კარგა ხანია არ ვყოფილვარ. სურვილი ისე ახდა ჩაფიქრებაც ვერ მოვასწარი. ბედნიერი ვარ.
|
|
|
Apr 13 2009, 11:43 AM
Post
#59
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Shou რა კარგიააა
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Apr 13 2009, 11:52 AM
Post
#60
|
|
VIOLET soul Group: Members Posts: 4,761 Joined: 25-March 07 From: დედამიწა Member No.: 17 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
-------------------- მე მზე მიყვარს ძალიან, მაგრამ მზე მიწაში ვერ აღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, სიკვდილის შემდეგ მიწას კი არა, ცას მივაშურო- ცაში წავიდე.
ნოდარ დუმბაძე The Secret To You! Слова только мешают понимать друг друга. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th October 2024 - 10:45 PM |