თეორია და პრაქტიკა, რომელი უფრო პრიორიტეტული |
თეორია და პრაქტიკა, რომელი უფრო პრიორიტეტული |
Sep 30 2018, 07:23 PM
Post
#21
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მოკლედ ჩემი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით არის შემდეგი: ადამიანმა მთავარია მისთვის სწორი გზა და ამ გზის შესაბამისი თეორიული ცოდნა მიიღოს და შემდეგ პრაქტიკულ მხარეს მიხედოს დიდი დოზებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფეხბურთელი თამაშისას უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ბევრი თეორიის ცოდნით და მწირი მოედანზე თამაშით
|
|
|
Sep 30 2018, 07:42 PM
Post
#22
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
'''ამბობ ძველი წელთაღრიცხვით მეექვსე საუკუნეში დაიწყო ადამიანმა ლოგიკური მსჯელობა'''
ამას მარტო მე კი არა პირველ რიგში ისინი ამბობენ, ვინც ადამიანის მსოფლმხედველობის განვითარებას იკვლევს, და მის გადასვლას მითოლოგიური ტიპის აზროვნებიდან მეცნიერულ-ფილოსოფიურში. ''' არ ვიცი ძალიან ხმამაღალი და ურთიერთსაპირისპირო ვარაუდები გაქვს.''' ეს ვარაუდები არ არის, ეს ისაა, რაც ღირებულ ოკულტურ ლიტერატურაში წერია. და ღიად ვამბობ სადაც წერია, საიდან გამომდინარეც ვწერ. მარა ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ კითხულობთ რასაც ვწერ და ისე აბრუნებთ პასხებს. ''''ამავდროულად სულიერებას IQ(Intelectual quontity) ს კოეფიციენტით ზომავ''' სულიერებას არ ვზომავ, ინტელექტუალურ მონაცემებს ამ კვლევებით ზომავენ და მე უბრალოდ საილუსტრაციოდ მოვიყვანე და არა რაიმეს გასაზომად ან დასამტკიცებლად. ''''აღმოსავლეთი სულიერად ვითარდება და ამიტომ მატერიალურად ფეხზე ვერ დგას''' ძალიან საინტერესოა ეს განვითარება რაში გამოიხატება? ბოლო საუკუნეების განმავლობაში რა გახსოვთ ინდოეთში რომ შექმნილიყოს და მისით კაცობრიობას ესარგებლა? ''''შენ ამბობ რომ რთული ტერმინოლოგია მაღალი სულიერების გამომხატველია''' მე ეს არ მითქვამს, თუ შეიძლება ზუსტად დააციტირეთ ხოლმე რასაც ვწერ და ისე დაწერეთ მერე თქვენი კრიტიკა. რთული ტერმინოლოგიით კი არ განისაზღვრება მაღალი სულიერება, მაღალი სულიერი წვდომიდან მიღებულ ცოდნას მარტივი ენით ვერ გადმოსცემ მეთქი მე ეს დავწერე! ''''მხოლოდ შარლატანები და პატივმოყვარეები ართულებენ აბუქებენ და მიუწვდომელს ხდიან თავისი მიმდევრებისთვის რეალობას.'''' სულ შარლატანები გამოდიან ესეიგი ყველანი ვისაც კი რამე დაუტოვებია კაცობრიობისათვის ამ სფეროში. რთული და მიუწვდომელი სხვა და სხვა რამეა, მე ვთქვი რთული და არა მიუწვდომელი. '''იესოს დააკვირდი, ისე ხსნის ყველაფერს როგორც მოზრდილი ადამიანი ბავშვებს აუხსნიდა, იგავებით ვითომ-ვითომ სწავლებით, მარტივად გასაგებად, ბუდაც იგივენაირად მარტივად მცირედ, მინიმალისტურად ხსნის''' ამის მთქმელს არამგონია ან ერთი ჰქონდეს ნორმალურად წაკითხული ან მეორე. თუ ასე მარტივია ყველაფერი მოდით დაგიციტირებთ ტექსტებს და იქნებ აგვიხსნათ? (მართლა ვამბობ, ხო მარტივია, ხოდა თუ თანახმა ხართ, დავწეროთ ტექსტები და თქვენ ისაუბრეთ მათ მნიშვნელობაზე, შესანიშნავი შესაძლებლობაა, რას იტყვით, ვცადოთ? ''''დასავლეთი ართულებს ტერმინებს იგონებს, ეს იმიტომ რომ ცდილობენ ინტელექტის დონეზე ახსნან სულიერება, ეს არასწორი დამოკიდებულებაა'''' კი, დასავლეთის ადეპტები ნამდვილად ამას ცდილობენ,, შესწევთ კიდეც ამის ძალა და აკეთებენ კიდევაც, შემდეგ კი მათი შრომის ნაყოფს გულწრფელი მაძიებლები აფასებენ, ისინი ვინც სირთულეებს არ უშინდებიან და ვინც პირველივე აზრობრივი სირთულის წარმოშობისთანავე მზად არ არიან მომენტალურად დაყარონ ფარხმალი და რადგან თვითონ არ შეუძლიათ სირთულის გადალახვა, ან ეზარებათ, იმისი ქადაგება დაიწყონ, რომ ყველაფერი რთული არასწორია და ჩვენ არ გვჭირდება არაფერი რთული, მხოლოდ მარტივი შეიძლება იყოს კარგი და ასე შემდეგ... ''''სულიერება შეგრძნებითი სფეროა ეს ნატიფი სამყაროა, აქ შეგრძნებით უნდა აიხსნას პირდაპირი გზით უნდა გადაეცეს გულიდნა გულში უნდა ისწავლებოდეს''' ეს გულიდან გულში და რამე, უფრო სადღეგრძელოს წააგავს, სულიერება პირველ რიგში აზროვნების სფეროა, შემდეგ გრძნობისა და ბოლოს ნებელობის, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე ადამიანი ასეა მოწყობილი. ''''მაგრამ ვერც სახლში ჯდომით, წიგნების კითხვით, პოსტების და ნარკვევების წერით შეძლებ მიწის ენერგიის აღებას.'''' მეც არა ვთქვი, რატომ არის რომ ამდენს ვკითხულობ და ფორუმზეც ამდენს ვწერ და მიწის ენერგია ჩემში მაინც არ შემოდის მეთქი?! ''''თქვენ თეორეტიკოსებს'''... თქვენ ზუსტად იცით ხომ, რომ პრაქტიკული გამოცდილება არ მაქვს? ალბათ დაინახეთ ცისფერი ეკრანის გამჭოლ ან რამე ასეთი, თორემ მე ვერ დავიჯერებ, რომ ამის თქმის საფუძველი არ გქონდათ და ისე თქვით. გამტარობას და რუპორობას რაც შეეხება, ძალიან საინტერესოა, როგორ ვარ იმისი გამტარი ვისაც ვაკრიტიკებ? რომელი იდეოლოგია უნდა მოვახვიო თავს სხვებს, ოლმეკის და ბლავატსკაიას იდეოლოგია? ხანდახან მგონია, რომ ჩემი პოსტები ან გამჭვირვალეა, ან მარტო ჩემთან ჩანს ისე დაწერილი, როგორც მე დავწერე, მაგრამ სხვების კომპიუტერებამდე სახეცვლილი მიდის. რა ბლავატსკაიას და ოლმეკის იდეოლოგია უნდა მოვახვიო ხალხს თავს, კითხულობ მაინც რას ვწერ? ეს ერთი თვეა რომანები ვწერე აქ იმაზე თუ რამდენად არასწორია ის რასაც ოლმეკი ასწავლის და ბლავატსკაიაზე რაც დავწერე არც ის იყო კრიტიკას მოკლებული. არალოგიკურ პოსტებზე პასუხების გაცემას აღარ ვაპირებ... -------------------- |
|
|
Sep 30 2018, 07:56 PM
Post
#23
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ესე უნდა ისაუბრო ჩემი ნაწერის პატარ პატარა ციტატებზე? მთლიანობაში წაიკითხე იქნებ აზრიც გამოიტანო? ხოდა მოდი ერთხე ჩაგვიყარე ლინკები სად რასაც კითხულობ დ აგვეცოდინება უკვე რა აზრი გაქვს საკითხებზე.
ვეცადე მიდგომა შემეცვალა შენთან მიმართწბაში მაგრამ აზრი არ აქვს, ბევრს წერ და უფასურს, მე კიდევ არ მაქვს დრო ამდენი მაკულატურა ვიკითხო და მითუმეტეს პასუხები გავცე, ეს პრობლემა ალბათ ფორუმის ადმინისტრაციამ უნდა დაარეგულიროს. დამელოდე დღეს ან ხვალ ზუსტად დაგიციტირებ შნეივე პოსტებიდანბყველაფერს რაზეც ვსაუბრობ, ვიცი დროს ვკარგავ და ისიც ვიცი შენ ვერ გაგაჩუმებ წინაც რომ დაგილაგო ფაქტები მაგრამ სხვებიც კითხულობენ ამ ტექტსტებს დ აიმათთვის ვიზამ :* |
|
|
Sep 30 2018, 08:02 PM
Post
#24
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
Brevalo
''''იმის გამო, რომ ტვინი რაღაც ინფორმაციას ვერ ამუშავებს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ინფორმაცია სინდვილეს არ შეესაბამება.'''' მართალი ხართ, თუ აზროვნება რაღაცას ვერ ამუშავებს ეს ნამდვილად არ ნიშნავს ამ რაღაცის სიმცდარეს, მაგრამ ამ შემთხვევაში მივიჩნიე, რომ აქ უფრო მარტივ რამეზე გვაქვს ლაპარაკი, რისი დამუშავებაც ორივეს შეგვიძლია და ამიტომაც მივეცი ჩემს თავს იმის თქმის უფლება, რაც ვთქვი ინდივიდუალური მსოფლმხედველობების მართებულობასთან მართებულობა-მცდარობასთან დაკავშირებით. ''''ადამიანმა მთავარია მისთვის სწორი გზა და ამ გზის შესაბამისი თეორიული ცოდნა მიიღოს და შემდეგ პრაქტიკულ მხარეს მიხედოს დიდი დოზებით'''' ანუ მეთანხმებით, რომ ჯერ თეორიაშია საჭირო სწორისა და არასწორის პოვნა. სწორი გზის პოვნის შემდეგ, პრაქტიკისადმი ასეთი დამოკიდებულება მისაღებია, და მე პირადად ვემხრობი გონიერებასთან დაძმობილებულ გაბედულ მიდგომას პრაქტიკებთან მიმართებაში. საერთოდ ძალიან ცოტა ადამიანია ისეთი ვისაც სერიოზულად აინტერესებს პრაქტიკული ოკულტიზმი ისეთ დონეზე, რომ მზად იყოს ბევრ რამეზე თქვას უარი მისი გულისთვის. ''''კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფეხბურთელი თამაშისას უფრო მეტს სწავლობს, ვიდრე ბევრი თეორიის ცოდნით და მწირი მოედანზე თამაშით'''' ცოტა არასწორი შედარებაა, უფრო ზუსტი შედარება ის იქნებოდა, რომ პრაქტიკული ოკულტიზმი თეორიული ცოდნის გარეშე შეგვედარებინა რეალ მადრიდის გუნდში, ბარსელონას წინააღდეგ ძირითად შემადგენლობაში ჩაეწერო ისე, რომ აქამდე ერთხელაც არ გქონდეს ნანახი როგორ თამაშობენ ფეხბურთს, ან რა ფერისაა საფეხბურთო მოედანი, რამდენი კარებია მოედანზე და რა უნდა უყო ბურთს, რომელიც სტადიონზე დაგორავს. რეალური პრაქტიკა იმას გულისხმობს, რომ თქვენ ადამიანისგან სრულიად განსხვავებულ უცხო არსებებთან მოგიწევთ ურთიერთობაში შესვლა, უამრავი განსხვავებული ტიპის არსებები შეეცდებიან ზიანი მოგაყენონ, ან, რაც უფრო ადვილად შესაძლებელია, შეცდომაში შეგიყვანონ და არასწორი მიმართულებით გაგიშვან, და კიდევ აუარებელი საფთხეა, რომელთა შესახებაც აქ ყველაზე ვერ გამოვა ლაპარაკი. ამ ყველაფრის გამო წინასწარი ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამ ცოდნის გარეშე ადამიანს იმდენივე შანსი აქვს წარმატებისა, რამდენი იმ მაგალითი შემთხვევაში რა მაგალითიც მოვიყვანეთ. მოკლედ ამის თქმა მინდოდა. ვფიქრობ სათანადოდ გადავეცით ერთმანეთს ჩვენი შეხედულებები, საიმისოდ, რომ რაც გასაგები იყო გაგვეგო ერთმანეთისგან. -------------------- |
|
|
Sep 30 2018, 08:03 PM
Post
#25
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო, ერთმანეთის აზრების პატივისცემა გვმართებს, მითუმეტეს ეზოთერიკის ფორუმზე. იმის გამო არ ვიკამათოთ რომ საკუთარი ეგო დავიკმაყოფილოთ. მე ჩემი აზრი გამაჩნია მერლინს თავისი, ჯარმენს კი თავისი და ა.შ. სუბიექტურობა და საკუთარი მოსაზრებების უტყუარობის პროპაგანდა არა მგონია კარგი საქციელი იყოს.
|
|
|
Sep 30 2018, 08:05 PM
Post
#26
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 836 Joined: 11-January 15 Member No.: 7,360 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
''''დამელოდე დღეს ან ხვალ ზუსტად დაგიციტირებ'''
ნუ შეწუხდებით, ჩვენი საუბრიდან არაფერი გამოვა. ნამდვილად მართალი ხართ, როცა ამბობთ, დროს დავკარგავო. -------------------- |
|
|
Sep 30 2018, 08:42 PM
Post
#27
|
|
ORANGE soul Group: Members Posts: 340 Joined: 5-April 16 Member No.: 7,512 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ეს მომწონს. ბოლომდე მართალი არაა, მაგრამ სიმართლის მარცვალი არის მასში |
|
|
Sep 30 2018, 09:06 PM
Post
#28
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
სულიერების IQ თი გაზომვა იგივეა რაც ადამიანის ბრძოლისუნარიანობა მისი კუთების სიდიდით განვსაზღვროთ. სწორედ ასეა... არაფრით არა მგონია ერის IQ გაზომონ და გინდაც გაზომონ რამენაირად ეს ინფორმაცია სწორი იყოს. ახლა ხომ ყველა ინფორმაციას გაყალბებულად გვაწვდიან. თან ვინ ამერიკელს რომ 98 % IQ ჰქონდეს ეგ არ მჯერა. Merlin ქრისტეზე ქრისტეანული შეხედულება აქვს მხოლოდ სამს: რუდოლფ შტაინერს, პეტერ დინოვს და მაქს ჰენდელს ჰო, შტაინერი ვფიქრობ სწორ გზებს იძლევა. სხვებს არ ვიცნობ. |
|
|
Sep 30 2018, 09:10 PM
Post
#29
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
brevalo
მეგობრებო, ერთმანეთის აზრების პატივისცემა გვმართებს, მითუმეტეს ეზოთერიკის ფორუმზე. იმის გამო არ ვიკამათოთ რომ საკუთარი ეგო დავიკმაყოფილოთ. მე ჩემი აზრი გამაჩნია მერლინს თავისი, ჯარმენს კი თავისი და ა.შ. სუბიექტურობა და საკუთარი მოსაზრებების უტყუარობის პროპაგანდა არა მგონია კარგი საქციელი იყოს. 100% |
|
|
Oct 1 2018, 01:02 AM
Post
#30
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
მეგობრებო, ერთმანეთის აზრების პატივისცემა გვმართებს, მითუმეტეს ეზოთერიკის ფორუმზე. იმის გამო არ ვიკამათოთ რომ საკუთარი ეგო დავიკმაყოფილოთ. მე ჩემი აზრი გამაჩნია მერლინს თავისი, ჯარმენს კი თავისი და ა.შ. სუბიექტურობა და საკუთარი მოსაზრებების უტყუარობის პროპაგანდა არა მგონია კარგი საქციელი იყოს. ზუსტად ნაგას ვამბობ უკვე წლებია რომ მტკიცებით ფორმაში არ ვისაუბროთ ისეთ საკიტხებზე რომელიც საკამათოა, ეზოთერიკაში ერთ თემაზე რამდენიმე აზრია და უბრალოდ მტკიცებიტ ფორმაში ერთი მიდგომის მტკიცე იგივეა რასაც ეკლესია აკეთებს, ჯიუტად ამტკიცებენ საკუთარ სიმართლეს, საბოლოოდ მივდივართ იქამდე რომ უარგუმენტო თეორიების ბუმი გვაქვს. მესმის გვაქვს ჩვენი შეხედულებები მაგრამ როდესაც ვაზიარებთ საჯაროდ უნა ვიცოდეთ რომ ვახსენოთ ავტორი და წიგნი სადაც წავიკითხეთ ან ვთქვათ რომ ეს თეორიაა და თუ მაინც მტკიცებას ვაპირებთ მოვიყვანოთ არგუმენტები, რეალური ცხოვრებიდან რეალური პრაქტიკიდან იმ რეალობასთან შესატყვისობაში ჩვენი მიდგომის მართებულობა ვანახოთ სხვებს. ეს რომ არა უბრალოდ ბევრ ადამიანს ავურევთ გზა, წარმოიდგინე შემოდის ახალბედა დაინტერესებული, მაძიებელი პიროვნება და კითხულობს ცალმხრივად მტკიცებიტ ფორმაში დაწერილ პოსტებს, კითხულობს და ჩვენ რაც არ უნდა თავი ვიტყუოთ რომ საკუთარი ნებით აზროვნებს, მისთვის პოსტის ავტორი უკვე ავტორიტეტია, მითუმეტეს თუ დამაჯერებელი ტონით წერს ეს ავტორი, განა იმიტომ რომ ავტორია მკითხველზე წინ წასული, არა იმიტომ რომ ამ სფეროში მეტად გამოცდილად მიიჩნევს და საბოლოოდ პირდაპირი ან ირიბი მანიპულაციის მსხვერპლი ხდება. მაგალითად ეკლესია თუ მანიპულირებს ხალხით, მღვდლები და უბრალო მოხელეები რომლებიც ეკლესიის იდეოლოგიას ქადაგებენ, არიან ამ მანიპულატორული იდეოლოგიის გამტარებლები, შეიძლება ეზოთერული ადამიანიც იყოს მანიპულაციის მსხვერპლი და ისევე თავგამოდებით ავრცელებდეს მანიპულატორის იდეოლოგიას რომ იგივე როლს ირგებს როგორსაც ყველა ფანატიკოსი. მე სიგიჟემდე მისული ეზოთერიკი ძალიან ბევრი მინახავს, ნათესავები მყავს რომლებმაც ვერ გაუძლედ მისტიურ ინფორმაციებს, ძალებს. მყავს ნაცნობები რომლებიც არასდროს არ შეხებიან უშუალოდ, ოცნებობენ რომ შეეხონ, სხვა და სვა მოტივით, კითხულობენ წიგნებს აკეატებენ ასანებს მაგრამ წლობით წვალების მიუხედავად არაფერი გამოსდით. პირადი პრაქტიკით გეტყვით რომ თუ ადამიანს სწორად მიუდგები და ადამიანიც სწორად მოგიდგება, ერთ დღეში, არც კი შეიძლება გაუხსნა ადამიანს უნარები, მისცე ძალები გაუხსნა ენრგეტიკული არხები, გაუხსნა ხედვებიდა შეგრძნებები. მეორე საკითხია ამის შენარჩუნება, ღუმცა რეალურად ამ სფეროში აკვიატებებით და შეპყრობებით ბევრია ავად, ეს სფერო ან გაშენებს ან განგრევს, ამიტომაა აუცილებელი სწორი თეორიის და პრაქტიკის სინთეზი, ისევ თქვენივე უსაფრთხოებისთვის, ამიტომაა აუცილებელი ადამიანმა დაიტოვოს მარტო მუშა თეორიები და პრაქტიკები დანარჩენრბი კი მოიშოროს. უმარტივესად თქვა იესომ "ხე ნაყოფით იცნობა" რა მოგცათ ხალხო ამ წერა კითხვამ? მაგრამ იცი რა ზოგისთვის გართობა სპორტია, ზოგისთვის დალევა, ზოგისთვის მოწევა, ზოგიერთისთვის სერიალების ყურება და ზოგიც ეზოთერიკიტ ერთობა, ეხოთერიკა დ ამაგია თავშესაფარი არაა, აქ ხალხი გამორბის რეალობისგან თავის დასაღწევად, რეალურად კი მისტიკა რეალობის შეცვლის გაზაა საკუტარი თავის შეცვლის გზაა, შეგვიძლია ვწეროთ და ვიკითხოთ, შეგვიძლია თვეობით ვიკამათოთ იმაზე თუ რა დევს მაცივარში... პროსტა ძალიან ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა. ეს თემატიკა პოპულისტური გახდა და ამან დაღუპა ბევრი, იც9დეთ ხალხო ამ სპორთში სასწორის პინაზე თქვენი ფსიქიკა დევს... |
|
|
Oct 1 2018, 07:06 AM
Post
#31
|
|
VIOLET soul Group: Moderator Posts: 4,158 Joined: 10-September 11 Member No.: 6,562 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
jarmen
მართალი ხარ. ძალიან ფრთხილი მიდგომა უნდა ყველაფერს. ბევრი ამ თეორიებში ჩაფლული გადადის გზიდან და „იკარგება“. ეზოთერიკა ახალი გზებია და დანამდვილებით არავინ იცის სად მიდის, რადგან არ არსებობს საუკუნეების გამოცდილება. ინფორმაციის ბუმი რომ გვაქს, ბევრს აბნევს და ამიტომაც ვფიქრობ ამ ბოლო დროს ხშირად,–ეს ფორუმი ან უნდა დაიმალოს და იყოს მხოლოდ მცირე რაოდენობის ადამიანებისათვის(გარდა რამდენიმე უბრალო თემებისა), ან არვიცი... |
|
|
Oct 6 2018, 05:01 PM
Post
#32
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 3-October 18 Member No.: 7,781 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
ვის შეუძლია განმანათლოს თეორიით და მაგალითი მომიყვანოს,რომელსაც პრაქტიკაში იყენებთ?მადლობა წინასწარ
|
|
|
Feb 23 2019, 03:47 AM
Post
#33
|
|
YELLOW soul Group: Members Posts: 624 Joined: 17-September 12 Member No.: 6,893 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
white devil
ფორუმზე ბევრი ინფორმაცია დევს, შეგიძლია წაკითხო გაიაზრო, რასაც ჩათვლი საჭიროდ რომ იკითხო, ვთქვათ თუ ტექსტი ორაზროვანია, ან ბუნდოვანი დასვი კითხვა. ფაქტიურად ადამიანს ეუბნები აიღოს ვალდბეულება იმის რომ განგანათლოს, ეს ხომ ხვდები ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული, ამასთან გარშემო უამრავია ვინც მოხალისეობრივად ჩაგიყრის ლინკებს ან გაგესაუბრება. მაგრამ რა ვიცი ესე ერთი პოსტით მე ვერაფერს გეტყვი მეტს. |
|
|
May 25 2019, 04:08 AM
Post
#34
|
|
WHITE soul Group: Members Posts: 36 Joined: 3-October 18 Member No.: 7,781 ნიკის ჩასმა პოსტში მონიშნულის ციტატაში ჩასმა |
white devil ფორუმზე ბევრი ინფორმაცია დევს, შეგიძლია წაკითხო გაიაზრო, რასაც ჩათვლი საჭიროდ რომ იკითხო, ვთქვათ თუ ტექსტი ორაზროვანია, ან ბუნდოვანი დასვი კითხვა. ფაქტიურად ადამიანს ეუბნები აიღოს ვალდბეულება იმის რომ განგანათლოს, ეს ხომ ხვდები ბევრ ასპექტზეა დამოკიდებული, ამასთან გარშემო უამრავია ვინც მოხალისეობრივად ჩაგიყრის ლინკებს ან გაგესაუბრება. მაგრამ რა ვიცი ესე ერთი პოსტით მე ვერაფერს გეტყვი მეტს. კი მართალი ხარ მეგობარო,ჯერ გურჯიევს ვეცი შემდეგ მივხვდი რომ უბრალოდ თამაშობს,შემდეგ კასტანედას და ნუ მასაც არაუშავს,ახლა პრახტის სავარჯიშოებზე ვარ და მართლა დამაინტერესა.შენ რას მირჩევდი რომელია კარგი სახელმძღვანელო?ფრიად საინტერესოდ საუბრობ რასაც გადავხედე.ჩათვალე მე ერთი უცოდინარი ადამიანი ვარ. |
|
|
Lo-Fi Version | Time is now: 19th October 2024 - 09:28 PM |